„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„ეროვნული
უსაფრთხოების
პოლიტიკის
დაგეგმვისა
და
კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა ან/და განახლება
1. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ,
ხოლო განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ.
2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა, გადაიხედება და განახლდება ნებისმიერ დროს,
ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას.
3. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო განახლდება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2
პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.”
2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების, გადახედვისა
და განახლებისათვის იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი
კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და
საქმიანობის
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
შესაბამისი
დადგენილებით.“
3. მე-192 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური
დოკუმენტების შემუშავებას, გადახედვასა და განახლებას“.
4. მე-196 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს
ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების, გადახედვისა და
განახლების პროცესს.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს რედაქციით:
„8. საბჭოს აპარატის მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება
თანამდებობრივი სარგოსგან, ხოლო საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) − აგრეთვე წოდებისთვის
დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე)
დანამატი სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები
კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი
პროცენტული ოდენობით:
ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი;
ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი;
გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი;
დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
1
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტია, რომელიც განმარტავს ეროვნულ
ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების
ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და
გამოწვევებს
და
ადგენს
ეროვნული
უსაფრთხოების
პოლიტიკის
ძირითად
მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი
დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით
ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ეროვნული უსაფრთხოების
კონცეფციის გადახედვის ვადა. ქვეყნის უსაფრთხოების ცვალებადი გარემოს
გათვალისწინებით, აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით ან ნებისმიერ
დროს, საჭიროებისამებრ,
ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, რისკებისა და
გამოწვევების გათვალისწინებით ხორციელდებოდეს ეროვნული უსაფრთხოების
კონცეფციის გადახედვა და განახლება.
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ცვლილება
ასევე
მიმართულია
ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების
სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისკენ. ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს აპარატში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეები, რომლებსაც სხვა უწყებებში სამსახურისას მინიჭებული ჰქონდათ
სამხედრო წოდება, დანამატს იღებენ მხოლოდ სპეციალური წოდებით ნამსახურები
წლების მიხედვით და მათ არ ეთვლებათ სამხედრო წოდებით ნამსახურები წლები.
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ცვლილებები
ემსახურება
ზემოაღნიშნული
საკითხების დარეგულირებას. კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის
გადახედვის ვადისა და პირობების განსაზღვრას, მის გადახედვასა და განახლებასთან
დაკავშირებული ნორმების რეგლამენტირებას და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
2
აპარატში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების
სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ეროვნული დონის კონცეპტუალური
დოკუმენტების სახეებს, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესს. ამავე კანონით არის
დარეგულირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მატერიალურტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები. შესაბამისად,
კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხების დარეგულირება უნდა განხორციელდეს
კანონით, რაც დაკავშირებულია „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა
და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანასთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემდგომ 5 წლიანი პერიოდულობით
დამკვიდრდება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება,
ხოლო მისი განახლება განხორციელდება კონცეფციის გადახედვის შედეგების
გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ. ამასთანავე, ეროვნული უსაფრთხოების
კონცეფციის გადახედვა და განახლება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს ქვეყნის
უსაფრთხოების გარემოს არსებითად ცვლილებისას. ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს სპეციალური წოდების მქონე აპარატის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც
მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო წოდება, წელთა ნამსახურობის დანამატში
ჩაეთვლებათ ასევე სამხედრო წოდებით სამსახური.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით:
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ყოველ 5 წელიწადში
ერთხელ, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და
კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო განახლდება გადახედვის შედეგების
გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ.
გარდა 5 წლიანი პერიოდისა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის
გადახედვა და განახლება, ასევე შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს, ქვეყნის
უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას.
ეროვნული
უსაფრთხოების
კონცეფცია
განახლდება
„ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი წესით.
3
დგინდება
ეროვნული
უსაფრთხოების
კონცეფციის
გადახედვისა
და
განახლების წესი და ამ პროცესში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფლებამოსილებები. ამ
მიმართებით, ცვლილება შედის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-192
მუხლის „თ“ ქვეპუნქტში და მე-196 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში.
ახალი რედაქციით ყალიბდება 196 მუხლის მე-8 პუნქტი. ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, ყოველთვიურად მიეცემათ
ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი, როგორც სახელმწიფო სპეციალური
წოდებით, ისე სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების
მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან კანონპროექტით არ არის
განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, რომელიც დამატებით დროს
მოითხოვს
და
ამასთანავე,
მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო
ცვლილებების
დროულად ამოქმედება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
ბ.ა)კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
4
კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეებს ხელფასზე დანამატი მიეცემათ როგორც სპეციალური, ასევე
სამხედრო წოდებით ნამსახურები წლებისთვის. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატში დღეისათვის არის 2 მოსამსახურე, რომლებსაც აქვთ სამხედრო წოდებით
ნამსახურები კალენდარული წლები. ყოველთვიურად ორივე მოსამსახურისთვის
გასაცემი დანამატი შეადგენს 253 ლარს. (წლიურად 3036 ლარი) საშემოსავლო
ნაწილზე ზეგავლენა განისაზღვრება ამ პირებისთვის დარიცხული დანამატიდან
საშემოსავლო გადასახადის სახით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ,
ეროვნული
უსაფრთხოების
საბჭოს
აპარატის
სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურეებს ხელფასზე დანამატი მიეცემათ როგორც სპეციალური, ასევე
სამხედრო წოდებით ნამსახურები წლებისთვის. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატში დღეისათვის არის 2 მოსამსახურე, რომლებსაც აქვთ სამხედრო წოდებით
ნამსახურები კალენდარული წლები. ყოველთვიურად ორივე მოსამსახურისთვის
გასაცემი დანამატი შეადგენს 253 ლარს. (წლიურად 3036 ლარი) ხარჯების
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატის ასიგნებები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული
ვალდებულებებს.
უწყების
მიერ
მისაღებ
პირდაპირ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
ეროვნული
უსაფრთხოების
საბჭოს
აპარატის
სპეციალური
წოდების
მქონე
მოსამსახურეებს ხელფასზე დანამატი მიეცემათ როგორც სპეციალური, ასევე
სამხედრო წოდებით ნამსახურები წლებისთვის. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს
აპარატში დღეისათვის არის 2 მოსამსახურე, რომლებსაც აქვთ სამხედრო წოდებით
ნამსახურები კალენდარული წლები. ყოველთვიურად ორივე მოსამსახურისთვის
5
გასაცემი დანამატი შეადგენს 253 ლარს. (წლიურად 3036 ლარი)
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
6
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
კანონპროექტის
ეროვნული
მომზადების
უსაფრთხოების
უსაფრთხოებისათვის
ფარგლებში
გაანალიზდა
პოლიტიკის
აუცილებელი
პარლამენტის
შემუშავებაში.
სტრატეგიული
როლი
ეროვნული
დოკუმენტების
შექმნის
პროცედურები, მათი გადახედვის პერიოდულობა და ამ პროცესში პარლამენტის
ჩართულობა, რაც თითოეულ სახელმწიფოს ინდივიდუალურად აქვს განსაზღვრული.
ამის მაგალითებია:
ლატვია - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცება ხდება ახალი
მოწვევის
პარლამენტის
მიერ
არანაკლებ
ერთხელ,
ახალი
მოწვევის
პარლამენტის პირველივე წელს, არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა.
სახელმწიფო თავდაცვის კონცეფციას ამტკიცებს ახალი მოწვევის პარლამენტი
არანაკლებ ერთხელ, ახალი მოწვევის პარლამენტის მეორე წელს, არაუგვიანეს
პირველი ოქტომბრისა.
ლიეტუვა - ლიეტუვაში ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების მიღების
პერიოდულობა და წესი დარეგულირებულია ლიეტუვის კონსტიტუციით,
„ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ“ (Law on the Basics of
National Security) და „დაზვერვის შესახებ“ ( Law on Intelligence) ლიეტუვის
კანონებით.
„ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ“ ლიეტუვის კანონის, მე-3
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მთავრობა, სახელმწიფო თავდაცვის
საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, სეიმას დასამტკიცებლად
წარუდგენს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რომელშიც ქვეყნის
ეროვნული უსაფრთხოების სისტემის განვითარების, საგარეო, თავდაცვის და
საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი
ამოცანებია ასახული. სახელმწიფო თავდაცვის საბჭო განიხილავს ეროვნული
უსაფრთხოების
სტრატეგიის
განხორციელების
მდგომარეობას
და
რეკომენდაციებს წარადგენს მასში შესწორების შეტანის თაობაზე. საჭიროების
7
შემთხვევაში,
უსაფრთხოების
გარემოს
ცვლილების
შესაბამისად,
შესაძლებელია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლება.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ყოველი ახალი მთავრობა
ლიეტუვის სეიმას განახლებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას
წარუდგენს
დასამტკიცებლად.
ამასთანავე,
ლიეტუვის
ეროვნული
უსაფრთხოების სტრატეგია, ეროვნული უსაფრთხოების გარემოს ცვლილების
შესაბამისად შეიძლება განახლდეს.
ასევე, „ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ“ ლიეტუვის კანონის,
მე-16 თავის თანახმად ლიეტუვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭო შედგება:
პრემიერ მინისტრის, სეიმას თავმჯდომარის, თავდაცვის მინისტრისა და
შეიარაღებული ძალების მეთაურისგან, რომელსაც ლიეტუვის რესპუბლიკის
პრეზიდენტი თავმჯდომარეობს. ამასთანავე, სახელმწიფო თავდაცვის საბჭო
შეხვედრებზე
(როგორც
წესი)
იწვევს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
დეპარტამენტის დირექტორს, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ასევე
სეიმის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს.
ესტონეთი - უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, კონცეფცია გადაიხედება
და განახლდება ესტონეთის უსაფრთხოების გარემოს ცვლილებასთან ერთად
ესტონეთის უსაფრთხოების გარემოში ახლად წარმოშობილი წინაპირობების
გათვალისწინებით,
იმ
მიმართულებების
შესაბამისად,
რომელი
მიმართულებებითაც საჭიროა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ესპანეთი - ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული
დოკუმენტების
განახლება
ხდება
ყოველ
ხუთ
წელიწადში,
ასევე
სტრატეგიული დოკუმენტების განახლება შესაძლებელია განხორციელდეს
ნებისმიერ დროს, უსაფრთხოების გარემოს ცვლილების გათვალისწინებით.
პროცედურულად,
პრემიერ-მინისტრი
სტრატეგიულ
დოკუმენტებს
თანხმობის მისაღებად ჯერ მინისტრთა კაბინეტს
წარუდგენს, ხოლო
თანხმობის
მიღების
შემდეგ,
დოკუმენტები
წარედგინება
გენერალურ
კორტესებს (პარლამენტს).
ჰოლანდია (ნიდერლანდები) - ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის
თანახმად, მისი განახლებისთვის დაწესებულია 3 წლიანი ციკლი. მაგალითად,
2019 წლიდან დაიწყო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გადახედვის
ახალი 3 წლიანი ციკლი, რომელშიც აისახა ეროვნულ უსაფრთხოებასთან
მიმართებაში წარმოშობილი უარყოფითი გავლენები, რისკები და საფრთხეები.
ზემოაღნიშნული პროცესის შედეგად, შესწავლილი და გაანალიზებული იქნა
ის საფრთხეები და რისკები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სახელმწიფოს
8
უსაფრთხოების მედეგობის ხარისხზე, რაც ეროვნული
უსაფრთხოების
სტრატეგიულ დაგეგმარებაში აისახება.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე,
ვლადიმერ ჩაჩიბაია, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, რატი იონათამიშვილი,
გიორგი ხელაშვილი, ეკა სეფაშვილი, ნინო იობაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე,
ვლადიმერ ჩაჩიბაია, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, რატი იონათამიშვილი,
გიორგი ხელაშვილი, ეკა სეფაშვილი, ნინო იობაშვილი.