საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-7372/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 36

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2021 წლის 10 ივნისი, 10:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის და ალექსანდერე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/68; 01.06.2021) II მოსმენით განხილვა; მომხსენებლები: ალექსანდრე ელისაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N36 2021 წლის 10 ივნისი, 10:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, დავით უსუფაშვილი. სხდომაზე მოწვეულები: ალექსანდრე ელისაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდერე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/68; 01.06.2021) II მოსმენით განხილვა; მომხსენებლები: ალექსანდრე ელისაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/68; 01.06.2021) II მოსმენით განხილვა. მოისმინეს: ალექსანდრე ელისაშვილის მოხსენება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნისათვის საჭირო პარლამენტის წევრთა რაოდენობა მცირდება 4 წევრიდან არანაკლებ 2 წევრამდე ანუ ცვლილების თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის ფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 2-მა წევრმა შეიძლება შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს. აღნიშნულ ცვლილებას, როგორც ლევან იოსელიანმა განმარტა, თავისი ლეგიტიმური საფუძველი აქვს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ თუ არის პოლიტიკური ჯგუფი, უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკურ პარტიას, ანუ გამოხატავდეს კონკრეტული ამომრჩევლების ნებას. თუ ასეთი 4-კაციანი ჯგუფი არსებობს, მაშინ რატომ არ უნდა იყოს 3-კაციანი ჯგუფი, მაგალითად, „გირჩის“ შემთხვევაში, რომელიც კონკრეტული ამომრჩევლების ნებას გამოხატავს და თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ჩვენი, პარტია „მოქალაქეების“, რომლებიც ასევე კონკრეტული ამომრჩევლების ნებას გამოვხატავთ და ყველასგან განსხვავებული დღის წესრიგი გვაქვს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სამართლიანი იქნება ჩვენც მოგვეცეს საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა, რის საშუალებასაც იძლევა სწორედ არსებული ჩანაწერი რეგლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შესახებ. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ხელახლა განსაზღვრის საჭიროება დღის წესრიგში დადგა ორი ახალი საპარლამენტო ფრაქციისა და ერთი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის გამო იმ მიზნით, რომ აღნიშნული ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა სრულფასოვნად განხორციელონ თავიანთი საპარლამენტო საქმიანობა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, წევრთა რაოდენობა ყველა 13 წევრიან კომიტეტში გაიზარდა 15 წევრამდე, 15 წევრამდე გაიზარდა აგრეთვე 11 წევრიანი კომიტეტის წევრთა რაოდენობა და 17 წევრიანი კომიტეტების რაოდენობა არის 3, ანუ ამჟამად საქართველოს პარლამენტში არსებული 16 კომიტეტიდან -13 კომიტეტი არის 15 წევრიანი, ხოლო 3 კომიტეტი - 17 წევრიანი. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით: 17 წევრიან კომიტეტებში ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 9 წევრი; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 3 წევრი; ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ – 1 წევრი; ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – 1 წევრი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 2 წევრი. 15 წევრიან კომიტეტებში ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 8 წევრი; ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 3 წევრი; ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ - 1 წევრი; ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – 1 წევრი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 წევრი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, 72-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 228¹ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 12 წევრის შემადგენლობით, ხოლო ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 წევრი; 2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 წევრი; 3. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 წევრი; 4. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი; 5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი; 6. უფრაქციო პარლამენტის წევრი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა. მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 228¹ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 12 წევრის შემადგენლობით, ხოლო ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 წევრი; 2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 2 წევრი; 3. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 წევრი; 4. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი; 5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი; 6. უფრაქციო პარლამენტის წევრი - 1 წევრი. კენჭისყრები: 1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/68; 01.06.2021) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს : მომხრე 5 წევრი წინააღმდეგი 1 წევრი საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/68; 01.06.2021) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 2. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ და გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 3. ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედრუო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 4. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი