ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციის წევრების წარდგენის შესახებ: ა) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - სავალან მირზოევი, ვიქტორ სანიკიძე; ბ) აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარაული; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - ირაკლი ზარქუა; დ) კულტურის კომიტეტი - ხათუნა კვიციანი; ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - რამინა ბერაძე; ვ) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - რამინა ბერაძე. ასევე, ფრაქციამ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან გამოიწვია რამინა ბერაძე.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-10
ბიუროს ნომერი 64 (21:00)
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-7457/21
10-06-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავჯდომარეს
ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად
ფრაქცია „ქართული ოცნება“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრად
კუთვნილი კვოტით წარმოგიდგენთ ბატონ სავალან მირზოევს და ბატონ ვიქტორ სანიკიძეს,
აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრად წარმოგიდგენთ ბატონ გელა სამხარაულს, გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრად - ბატონ ირაკლი ზარქუას,
კულტურის კომიტეტის წევრად - ქალბატონ ხათუნა კვიციანს, ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრად - ქალბატონ რამინა ბერაძეს, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის წევრად - ქალბატონ რამინა ბერაძეს.
ამასთანავე, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან გამოიწვია ქალბატონი
რამინა ბერაძე.
გთხოვთ, აღნიშნული საკითხი მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge