„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაზა ლომინაძე, ირმა ზავრადაშვილი, დავით სერგეენკო
ნომერი
#07-3/72/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 74 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 3325 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2022 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი სასამართლო სხდომის გამართვის დროებითი წესი“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2022 წლის 1 იანვრამდე პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომა სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, თუ: ა) ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული თანახმაა; ბ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ან/და სასამართლო სხდომის ამ წესით ჩაუტარებლობამ შესაძლებელია დანაშაულის გახსნისა და პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საჯარო ინტერესის ხელყოფა გამოიწვიოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ახალმა კორონავირუსმა (SARS-COV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ (COVID-19) კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან პანდემიამ ადამიანების დანაკარგთან ერთად უპრეცენდენტო ეკონომიკური დანახარჯები გამოიწვია. COVID-19-თან გამკლავება ყველა ქვეყნის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახდა. საქართველომ ეპიდემიის შეკავებისათვის მზადება ადრეულ ეტაპზე დაიწყო. ქვეყნის მთავრობის მიერ 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელებულმა შეკავების ღონისძიებებმა და კრიზისის დასაძლევად გადადგმულმა ნაბიჯებმა შეარბილა COVID-19-თან ასოცირებული უარყოფითი შედეგები, რამაც შესაძლებელი გახადა მაისიდან შემზღუდველი ზომების ეტაპობრივი შემსუბუქება. სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, ასევე რეგიონში არსებული ტენდეციის შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისა ინტენსიურად დაიწყო სექტემბრის ტერიტორიაზე ეპიდემიის მასიური და ახალი შემთხვევების პერიოდიდან, რამაც მთელი გავრცელება გამოიწვია. ზრდა ქვეყნის ინციდენტების ზრდასთან ერთად, ეპიდ-კონტროლისათვის მნიშვნელოვანი პარამეტრების (მათ შორის, რეპროდუქციის ინდექსი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოსახლეობაზე გადათვლით, ტესტირების დადებითობა) და ჰოსპიტალური რესურსების მოხმარებით საქართველომ მიაღწია განგაშის წითელ დონეს, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავრობამ შემოდგომის ბოლოს პრევენციისა და სტაბილიზაციისთვის კვლავ სავალდებულო გახადა გარკვეული ამკრძალავი ღონისძიებები და გააფართოვა მიზნობრივი შეზღუდვები. შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივი გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა. ამასთანავე, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, ხოლო მის საფუძველზე - შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლებითაც ეტაპობრივად დაწესდა აუცილებელი შეზღუდვები. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა; სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით განისაზღვრა სხვა სატრანსპორტო სპეციალური დისტანციური მგზავრთა რეგულარული საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა; გადაადგილების წესები; საგანმანათლებლო დაწესებულებები გადავიდნენ სწავლების რეჟიმზე; აიკრძალა გარკვეულ დროს პირთა გადაადგილება; კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა; შეიზღუდა საჯაროდ შეკრება, სატრანპორტო საშუალებებით გადაადგილება, ეკონომიკური საქმიანობა, საჯარო სერვისების მიწოდება და ა.შ. ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ გამოკვეთა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც გაგრძელების აუცილებლობა. აღნიშნული კი გარკვეული მოითხოვდა შეზღუდვების საქართველოს პარლამენტის მიერ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას, რაც 2020 წლის 22 მაისს განხორციელდა. 2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით დაზუსტდა ტერმინის „საკარანტინო ღონისძიებები“ შინაარსი და საქართველოს მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ. კანონში პირდაპირ და მკაფიოდ მიეთითა იმ პრინციპებზე, რომელთა დაცვაც საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა სამართლის თანახმად აუცილებელია, როდესაც ადამიანის უფლებები იზღუდება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ დროებითი ნორმის იმპლემენტაცია კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, პანდემიის სამართავად აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული წესები შეესაბამება ეპიდვითარების სიმძიმეს და ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები გამოიყენება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2020 წლის 22 მაისის ცვლილებით დადგინდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომების დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შესაძლო გამართვის დროებითი წესი. თავდაპირველად ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 ივლისი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 ივლისამდე. აღნიშული გულისხმობს, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იმოქმედებს კანონის აღნიშნული დროებითი ნორმები, პანდემიით გამოწვეული ვითარება ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება. არსებული რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ პანდემიასთან და მისით გამოწვეულ შედეგებთან მყისიერად და ეფექტურად გასამკლავებლად აუცილებელია გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მოქმედება და მის საფუძველზე სათანადო რეგულაციების მიღებისა და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა არსებობდეს. გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ უწევთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა პანდემიის პირობებში, ერთი მხრივ, გააგძელონ ჩვეული ცხოვრება და მეორე მხრივ, ებრძოლონ ვირუსსა და მისგან მომდინარე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშ შედეგებს. ახალი კორონავირუსის (COVID19-ის) გავრცელების შესაფერხებლად და თავიდან ასაცილებლად მთელი რიგი შეზღუდვები კვლავ გრძელდება ევროკავშირის წევრ და არაწევრ ბევრ ქვეყანაში (მაგალითად: ავსტრია, აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, თურქეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი და სხვა). ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19ის) საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 2021 წლის 15 მარტიდან. კერძოდ, 13 მარტს მიღებულ იქნა „ასტრა-ზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა, ხოლო 25 მარტს „ფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინა. 4 მაისიდან დაიწყო „სინოფარმით“, ხოლო 24 მაისიდან „სინოვაკით“ ვაქცინაცია. 2021 წლის 27 მაისის მონაცემებით განხორციელდა 125 601 პირის ვაქცინაცია და აღნიშნული ციფრი ყოველდღიურად მზარდია. მიუხედავად ამისა, პანდემიით გამოწვეული ვითარება კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება. ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3325 მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, რაც ემსახურება პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას და ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა, საჭიროა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს და სსსკ 3325 მუხლის ნორმების მოქმედება გაგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისის შემდგომაც გარკვეული დროით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში 2021 წლის 1 ივლისის შემდეგაც იქნება კანონისმიერი შესაძლებლობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3325 მუხლში („2021 წლის 1 ივლისამდე შესაბამისი სასამართლო სხდომის გამართვის დროებითი წესი“) და ამ მუხლის ნორმების მოქმედება 2021 წლის 1 ივლისიდან გრძელდება 2022 წლის 1 იანვრამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტზე, რადგან იგი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რაც გამომდინარეობს მისი მიზნის მიღწევის აუცილებელი საჭიროებიდან და კანონის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არა აქვს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებულია, თუ რა სახის და რა ინტენსივობით მოუწევს სახელმწიფოს იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევათა საპასუხოდ და მათ საბოლოოდ დასაძლევად იქნება საჭირო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსური თვალსაზრისით გავლენას არ მოახდენს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპოექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს/დაწესებულებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა ამ კანონპროექტის შემუშავებისას არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაზა ლომინაძე, ირმა ზავრადაშვილი, დავით სერგეენკო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, ანტონ ობოლაშვილი, ზაზა ლომინაძე, ირმა ზავრადაშვილი, დავით სერგეენკო.