„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 115 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) მე-11 მუხლში
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი
თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას,
პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს
გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და
წინადადებას განიხილავენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომლებიც წერილობით დასკვნას წარუდგენენ
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის
უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ
გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი
მეხუთედის უმრავლესობით.“.
2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის
შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს დაკავების ან დაპატიმრების
პერიოდით
შეუჩერდება
უფლებამოსილება დადგენილებით,
პარლამენტის
სრული
შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან
სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს
პარლამენტის დადგენილებით დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში და მიეცემა დაკავების ან დაპატიმრების დროის
შესაბამისი კომპენსაცია.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის:
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ
2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად,
რომლის მიზანია შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს
არიდებული პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის გადაჭარბებული
პოლიტიზირება, აუცილებელია პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების
აუცილებლობა:
რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19
აპრილს „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს,
რომლის
თანახმად:
„პარლამენტმა
რეაგირება
უნდა
მოახდინოს
პოლიტიზებულ
მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების
შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის
სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.“.
ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად შესრულდება 2021 წლის 19 აპრილს „სამომავლო გზა
საქართველოსთვის“ ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება
პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად უბრალო უმრავლესობაზე მეტი
ხმის საჭიროებასთან დაკავშირებით.
ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ,
ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების
(დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით) შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად
ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი.
ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე.
ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
2021 წლის 19 აპრილს „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერილი შეთანხმებით
გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე,
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული
არ არის კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილ
პლენარული სხდომების კვირათა რაოდენობიდან და მოქმედი საპარლამენტო პროცედურებიდან
გამომდინარე, თუ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი დაჩქარებული წესით არ იქნება
განხილული და მიღებული, მის მიღებას საქართველოს პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო
სესიის ფარგლებში ვერ შეძლებს. ამასთანავე, საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ მისი მიღება
მიზანშეწონილია შემჭიდროვებულ ვადებში, რათა დროულად შესრულდეს ევროპული საბჭოს
პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს
ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. სწორედ ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, ინიციატორის მიერ მოთხოვნილია რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვა.
ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გაღებას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
გავლენა სახელმწიფო
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ან/და
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის
გადასახდელები.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ)
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს.
გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის არ გამომდინარეობს ევროკავშირის სამართლებრივი
აქტიდან.
დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის ინიციატორია საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“.