საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ბუჩუკურის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ალექსანდრე მოწერელიას, ბექა ლილუაშვილის, მიხეილ დაუშვილის და შალვა კერესელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/50; 19.05.2021) საქართველოს კანონის პროექტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/51; 19.05.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (298 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (285 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (222 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (206 KB)
📄 წერილი (67 KB)
📄 დანართი (95 KB)
📄 დანართი (93 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-7602/21
14-06-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია
საქართველოს
კანონის
პროექტი
„არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/50; 19.05.2021) და
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/51;
19.05.2021).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30
დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-7463/21
10-06-2021
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
N55/2,
გადაწყვეტილებით,
24.05.2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ბუჩუკურის,
გიორგი ხოჯევანიშვილის, ალექსანდრე მოწერელიას, ბექა ლილუაშვილის, მიხეილ
დაუშვილისა და შალვა კერესელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/50; 19.05.2021).
აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2021
წლის 14 ივნისამდე.
იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივით
რეგულირებული საკითხი ეხება სხვადასხვა უწყების უფლებამოსილებას, კომიტეტმა
2021 წლის 28 მაისს მათ მიმართა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების
წარმოდგენის თხოვნით. ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია დროულად წარმოდგენილი
არ იქნა, 2021 წლის 10 ივნისს კომიტეტმა დამატებით მიმართა ამ უწყებებს.
უწყებების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა და მათი დამუშავება
მოითხოვს გარკვეულ დროს. ამდენად, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით
დადგენილ ვადაში კომიტეტის მიერ საკითხის განხილვა ვერ მოხერხდება.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 3 კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასახელებული
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-7447/21
10-06-2021
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
N55/3,
24.05.2021
გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის
პროექტი
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/51; 19.05.2021).
აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2021
წლის 14 ივნისამდე, თუმცა, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას კომიტეტი ვერ
მოახერხებს, რადგან ამ ეტაპზე უცნობია აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებები
დასახელებულ
ინიციატივასთან
დაკავშირებით,
რისი
გაცნობაც
კომიტეტს
მნიშვნელოვნად მიაჩნია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 3 კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასახელებული