საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილის, დავით სონღულაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილის, ბექა ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/29; 09.02.2021), მეორე მოსმენა; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ბექა ლილუაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ანა ბუჩუკურის, დავით სონღულაშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ელისო ბოლქვაძის, ნინო წილოსანის და თეა წულუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აღსრულების კოდექსისა“ და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/34; 22.02.2021), მეორე მოსმენა; გ) საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, კახაბერ კუჭავას, ნიკოლოზ სამხარაძის, ავთანდილ ენუქიძის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, მამუკა მდინარაძის და ირაკლი ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტები და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (№07-3/39; 02.03.2021), მეორე მოსმენა.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (381 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (387 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (328 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (309 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (644 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (268 KB)
📄 წერილი (69 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-7601/21
14-06-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ და
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/29;
09.02.2021) (მეორე მოსმენით განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 ივნისი);
საქართველოს კანონის პროექტი „აღსრულების კოდექსი“ და საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/34; 22.02.2021) (მეორე
მოსმენით განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 ივნისი); საქართველოს ორგანული
კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/39; 02.03.2021) (მეორე მოსმენით განხილვის ბოლო ვადაა 2021
წლის 15 ივნისი).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული კანონპროექტების
სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის
ვადები გაგრძელდეს 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge