საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/40; 13.05.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-7732/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-7732/21 14-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/40; 13.05.2021). აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7644/21 14-06-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N55/10, 24.05.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/40; 13.05.2021) და მისი განხილვის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 14 ივნისამდე. ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას კომიტეტი ვერ ახერხებს, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 3 კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge