„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და
62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას „ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო კომისია“.
2. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ
საკითხთა წრედ განისაზღვროს საქართველოში არსებული და გამოუძიებელი
ელიტური კორუფციის ფაქტები, ამ ფაქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო და
ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და საჯარო
მოსამსახურეების შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები და სამართალდამცავი
ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზები.
3. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების
ვადა განისაზღვროს 3 თვით.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახა კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ელიტური კორუფციის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
საქართველოში გაუარესებული ანტიკორუფციული გარემო საგანგაშო ნიშნულზეა.
უკანასკნელ წლებში ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინდექსის და შეფასების
მიხედვით, საქართველომ განიცადა სტაგნაცია. 2016-2020 წლებში, “საერთაშორისო
გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს თითქმის არ განუცდია
პროგრესი, ხოლო არსებული მცირე ცვლილებები გამოწვეულია კვლევის მეთოდოლოგიის
ცვლილებით. ნეგატიური ტენდენცია ჩანს Heritage Foundation-ის და Trace International-ის
ანტიკორუფციულ ინდიკატორებშიც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს ეროვნული კეთილსინდისიერების
სისტემის შეფასების (National Integrity System Assessment) მიხედვით, 2015 წელთან შედარებით
საქართველომ განიცადა უკუსვლა თითქმის ყველა მიმართულებით. კვლევის მიხედვით
„ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა ამჟამად სათანადოდ ვერ
ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული
კორუფციის პრევენციის მხრივ.“1
მმართველობის
უზრუნველყოფისა
და
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმოხილვაში
ელიტური კორუფცია მნიშვნელოვან გამოწვევად არის მიჩნეული. ევროპარლამენტის 2020
წლის 16 სექტემბრის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს
საქართველოს სახელმწიფოს მიტაცების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში”.2
კორუფციის
თვალსაზრისით
არსებულ
გამოწვევებზეა საუბარი ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის
ანგარიშშიც. დოკუმენტში არსებული 81 რეკომენდაციიდან, საქართველოს არ შეუსრულებია
რეკომენდაციების ნახევარზე მეტი. ასევე შეუსრულებელია ევროსაბჭოს კორუფციის
წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
1
https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-erovnuli-antikorupciuli-sistemis-shepaseba-2020.
https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-20200221_EN.html?fbclid=IwAR023SMqnadTxRdXpTtNeIIOGNuaXuBYE2kyiKxb-A1p9IuuG_ifFgfxpEA.
2
საერთაშორისო ინდექსებში და შეფასებებში ხაზგასმულმა სისტემურმა ჩავარდნამ
კონკრეტული გამოხატულება ჰპოვა თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართლებით. კერძოდ,
სახელმწიფო შესყიდვები გადაიქცა კორუფციის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე
მოწყვლად სფეროდ, სადაც სისტემატიურად იკვეთება შესაძლო კორუფცია.
2020
წელს
გამოცხადებული
საგანგებო
მდგომარეობით
გამოწვეულმა
გამჭვირვალობის დეფიციტმა დაადასტურა თუ რამდენად არის სისტემა დაუცველი
კორუფციის წინაშე. საერთაშორისო გამჭვირვალობა-ს კვლევის მიხედვით, საგანგებო
მდგომარეობის პერიოდში გამოცხადდა სულ 557 მილიონი ლარის ჯამური
ღირებულების
1,495 ელექტრონული ტენდერი, სადაც შემდგარი შესყიდვების 50%-ზე მეტში მხოლოდ ერთი
მიმწოდებელი მონაწილეობდა. გამარტივებული შესყიდვის გზით, საგანგებო მდგომარეობის
დროს, 127.2 მილიონი ლარის ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. მხოლოდ
საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული შესყიდვებიდან 45 მილიონი ლარის
კონტრაქტები (პირდაპირი შესყიდვების 35%) „ქართული ოცნების“ და სალომე
ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს.3 საზოგადოებაში
არსებული შეკითხვების და კორუფციული რისკების მიუხედავად, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორურციულ დეპარტამენტს, გენერალურ პროკურატურას
და სხვა პასუხისმგებელ უწყებებს არ გაუკეთებიათ განმარტებები ზემოხსენებულ
სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო შესყიდვების კორუფციული მიზნებით გამოყენება მზარდ გამოწვევას
წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში. „საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს“-ს კვლევის მიხედვით, 665 მილიონი ლარის ღირებულების
ხელშეკრულებები ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირებთან
დაკავშირებულ კომპანიებს გადაეცათ.
საეჭვო შესყიდვების ბენეფიციარებს შორის არიან ყოფილი და მოქმედი უმაღლესი
თანამდებობის პირები. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ
ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2018 წლის შემდეგ მიიღეს 6.3 მილიონი ლარის
ღირებულების კონტრაქტები - ერთი ნაწილი გამარტივებული შესყიდვის სახით, ხოლო მეორე
ნაწილი - საეჭვოდ ჩატარებული ტენდერით.4
სახელმწიფო შესყიდვების მიღმა, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბდა თანამდებობის
პირების საეჭვო გამდიდრების პრაქტიკა, რომელთან დაკავშირებითაც სამართალდამცავმა
სისტემამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა.
3
https://transparency.ge/ge/post/sagangebo-mdgomareobis-periodshi-ganxorcielebuli-saxelmcipo-shesqidvebiziritadi-monacemebis?fbclid=IwAR1OatTuYy27gf2MwY1QAdn_X1b6Fhf4ZumIgaWYMZckFQlFpuHz8lhwIFQ.
4
https://www.transparency.ge/ge/blog/deputat-viktor-japarizestan-dakavshirebulma-kompaniebmashesqidvebidan-6-milion-larze-meti.
თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების შემთხვევებს შორის ყველაზე
თვალსაჩინოა ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის მაგალითი, რომელიც
თანამდებობაზე ყოფნისას 226 კვ.მ საერთო ფართობის ორ უძრავ ქონებას ფლობდა, ხოლო
2018 წლის მონაცემებით 24-მდე უძრავი ქონების მეპატრონე გახდა. ოთარ ფარცხალაძის
კორუფციული გარიგების შესახებ აუდიტის სამსახურის შემოწმებაშიც იყო საუბარი, რომლის
გამოც ფარცხალაძე 2017 წელს ფიზიკურად გაუსწორდა გენერალურ აუდიტორს.
ფარცხალაძის საეჭვო გამდიდრების შესახებ არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა,
თუმცა არც ერთ მათგანზე სამართალდამცავი სისტემის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ
განხორციელებულა.
შესაძლო საეჭვო გამდიდრების მაგალითებს შორის არის შემთხვევები, როდესაც
თანამდებობის პირების მხრიდან დეკლარაციაში არ იქნა შეტანილი მათი ოჯახის წევრების
საკუთრებაში არსებული
ქონება.
მიხეილ
ჩინჩალაძის
და
ლელა
ჩიქოვანის
არადეკლარირებული ქონების შესახებ საუბარია “სტუდია მონიტორი“-ს მიერ ჩატარებულ
ჟურნალისტურ გამოძიებაში, თუმცა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ამ
შემთხვევებზეც არ მომხდარა რეაგირება.5
სისტემური კორუფციის პრობლემები ასევე იკვეთება სახელმწიფო და ადგილობრივი
ნებართვების და ლიცენზიების სფეროშიც. „სტუდია მონიტორი“-ს გამოძიებაში საუბარია სამ
სხვადასხვა საეჭვო სამშენებლო ნებართვაზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილმა ემზარ ივანიშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორნმა - გრიგოლ ხურციძემ მიიღეს.6
საერთო ჯამში, ქართული ოცნების მმართველობის დროს დაგროვდა ელიტური
კორუფციის ათობით შესაძლო შემთხვევა, რომლებთან დაკავშირებითაც სამართალდამცავ
სისტემას ან საერთოდ არ მოუხდენია რეაგირება, ან საზოგადოებისთვის უცნობია, რა ეტაპზეა
გამოძიების მიმდინარეობა. მაღალი დონის კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევები
კონსოლიდირებულია საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველო“-ს კვლევაში და სხვა
სამოქალაქო ორგანიზაციების მიმოხილვებში. საქართველოში ელიტური კორუფცია სამი
ძირითადი მიმართულებით ვითარდება, ესენია: სახელმწიფო შესყიდვები, საეჭვო და
5
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A9%
E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/29812348.html.
6
https://monitori.ge/%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1
%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9
8%E1%83%A1-%E1%83%A1/.
დაუსაბუთებელი გამდიდრება და ნებართვებისა და ლიცენზიების კორუფციული გზით
დაუფლება.7
ჩამოთვლილი საეჭვო შემთხვევებიდან და საერთაშორისო ინდექსებში არსებული
უარყოფითი დინამიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს პარლამენტმა
განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული საზედამხედველო
ფუნქცია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გზით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
როგორც ზემოთ, „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღინიშნა, საქართველოს სამართალდამცავი
ორგანოები არ რეაგირებენ აშკარა კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც იმავე პუნქტში იქნა
აღწერილი. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნა, რათა დადგინდეს, მართლაც აქვს (ჰქონდა) თუ არა ადგილი
ასეთ კორუფციულ ფაქტებს, ვინ არიან მათი ჩამდენი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები ან/და საჯარო მოსამსახურეები, რა
არის ამ ფაქტების გამოუძიებლობის მიზეზები.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სიღრმისეულად
შეისწავლის ზემოთ აღწერილ და სხვა კორუფციულ ფაქტებს, გამოავლენს მათ ჩამდენ და
მათთან სხვა მხრივ დაკავშირებულ პირებს, სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების
ჩათვლით, დაადგენს ამ ფაქტების გამოუძიებლობის მიზეზებს. ამ გზით მოხდება კორუფციის
ფაქტების გამოვლენა, კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირების ვინაობის
დადგენა და შემდგომი რეაგირების მიზნით ამ ინფორმაციის სამართალდამცავი
ორგანოებისათვის გადაცემა. ყოველივე ეს დადებითად აისახება კორუფციასთან ბრძოლის,
კორუფციული დანაშაულის გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის, ეკონომიკის
გაჯანსაღების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მაჩვენებლებზე.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
დადგენილების პროექტი ითვალისწინებს საქართველოში არსებული და
გამოუძიებელი კორუფციის ფაქტების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი საქმიანობის ვადად განსაზღვრულია 3 თვე.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
7
https://transparency.ge/ge/blog/magali-donis-savaraudo-korupciis-gamouziebeli-shemtxvevebi-ganaxlebadi-sia.
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. დადგენილების მიღებისთანავე ამოქმედება
განპირობებული იქედან, რომ ქვეყანაში არსებობს მძიმე მდგომარეობა ელიტური კორუფციის
გამოუძიებელი ფაქტების შესახებ.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
აღნიშული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან
მიმართებით.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილები პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი (პარლამენტის ასიგნებები).
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება
პარლამენტის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დადგენილების პროექტი გავლენას არ იქონიებს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მნიშვნელოვანია ამ
საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებული პრაქტიკაც, კერძოდ, „2020 წლის 31 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის“ საქმიანობისათვის გამოყოფილი იყო 20500 ლარი ყოველ თვიურად,
რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას საორიენტაციო თანხად, თუმცა, შესაძლებელია მოხდეს
მისი კორექტირებაც შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილებით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის გავლენის შეფასება:
დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ)
დადგენილების
სტანდარტებთან
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
დაგენილების პროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დაგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვისმომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
დადგენილების ავტორია ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“.