„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე
ნომერი
#07-3/78/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის 112-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „112. 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2021 წლის 1 ივნისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება: ა) საბიუჯეტო ორგანიზაციაზე; ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკზე; გ) ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე; დ) საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი; ე) ამ შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებული/შვილობილი საწარმოს აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კოვიდ-19-ის პანდემიის კრიზისმა გამოიწვია მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები, შემცირდა ბიზნეს აქტივობა, ფუნქციონირება შეაჩერეს რიგმა საწარმოებმა, თითქმის ერთ წელიწადზე მეტია სრულად არ ფუნქციონირებს „ჰორეკა“ ბიზნესის სექტორი და ა.შ.. ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლების მხრიდან თითქმის არ გადადგმულა არანაირი ქმედითი ნაბიჯი, რითაც მნიშვნელოვნად დამძიმდა ბიზნეს სექტორისა და ხალხის მდგომარეობა. მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა თავის მხრივ, დღის წესრიგში აყენებს მცირეშემოსავლიანი პირებისათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების აუცილებლობას და შესაბამისად, მათთვის საგადასახადო შეღავათის დაწესებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; იმ ფონზე, როდესაც კოვიდ-19 პანდემია არ დასრულებულა, ეკონომიკის ვარდნა გრძელდება, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები იზრდება, მოქალაქეთა შემოსავლები მცირდება (განსაკუთრებით ეს ეხება მცირე შემოსავლიან მოქალაქეებს), შესაბამისად, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მცირე შემოსავლიან გადასახადის გადამხდელებს შეუმსუბუქდეთ საგადასახადო ტვირთი და გარკვეული ვადით (6 თვით) კვლავ ისარგებლონ საგადასახადო შეღავათით საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა ცალკეულ კატეგორიას უმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კოვიდ-19 პანდემიის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომლის მიხედვით, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი გათავისუფლებული იქნა საშემოსავლო გადასახადისგან (კერძოდ, თვეში 750 ლარამდე შემოსავლის ნაწილში). წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დამატებით 6 კალენდარული თვით გრძელდება ზემოაღნიშნული შეღავათის, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით განსაზღვრული ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვით დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, რათა კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობა შესაბამისმა პირებმა შეძლონ დაუყოვნებლივ და უწყვეტად გაგრძელდეს მათთვის შესაბამისი საგადასახადო შეღავათის მოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვითხოვთ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიზანშეწონილი და მოქალაქეებისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული შეღავათების გაგრძელება, რომლის მიხედვითაც დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება კიდევ 6 თვის განმავლობაში. ამ შეღავათის გაგრძელების საჭიროება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არ შეცვლილა პანდემიის შედეგად გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად არ გაუმჯობესებულა მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობა, აქედან გამომდინარე, საჭიროება მოითხოვს, რომ ეს შეღავათები გაგრძელდეს მინიმუმ კიდევ 6 თვით. ასევე, ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ჯერ არ მოხსნილა, პანდემიის პროცესი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკის ფუნქციონირების განსაკუთრებული რეჟიმი კვლავ ძალაშია, ამიტომ სამართლიანი იქნება აღნიშნული შეღავათის გაგრძელებაც. ასევე, ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა იმით არის განპირობებული, რომ მოცემული შეღავათი 1 ივნისიდან აღარ მოქმედებს, ხოლო ჩვენ მიერ განსაზღვრული ვადა არის დამატებით 6 თვე (2021 წლის 1 ივნისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში), შესაბამისად მოქალაქეთათვის საარსებოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ამასთან, შეღავათის უწყვეტად სარგებლობის მიზნიდან გამომდინარე ეს შეღავათები უნდა გაგრძელდეს, რაც შეიძლება მალე, და არ მოუწიოთ ამ სუბიექტებს, თუნდაც ერთი თვით გადასახადების გადახდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გარეშე, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქალაქეთა ეკონომიკური მდგომარეობა, გასულ თვეებთან შედარებით არ გაუმჯობესებულა და მათ არ შესწევთ იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ გადასახადები იმ მოცულობით გადაიხადონ, როგორც პანდემიამდე არსებული წესით ხდებოდა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 ათასზე მეტ საწარმოში (კომპანიაში) დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეადგენს დაახლოებით 225 მილიონ ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფო ან/და ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელ იმ პირებზე, რომელთა მიერ დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. კერძოდ, მათ შეუმსუბუქდებათ საშემოსავლო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებული საგადასახადო ტვირთი 750 ლარამდე მიღებულ ხელფასზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება მდგომარეობაზე. არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: გიორგი ვაშაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე