„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი
ნომერი
#07-3/82/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე პუნქტი: ,,34. ლიცენზიას, რომელსაც ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად გაუგრძელდა მოქმედების ვადა, რომელიც იწურება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს უსასყიდლოდ 2026 წლის 31 დეკემბრამდე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში ადგილობრივ საეთერო კერძო და სპეციალიზირებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ ოცდაათზე მეტ კომპანიას 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურება ერთხელ უკვე ავტომატურად ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ერთხელ უკვე ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის მეორედ ავტომატურ გაგრძელებას, შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მაუწყებლობის გაგრძელებისთვის ოცდაათზე მეტმა რადიომაუწყებელმა ლიცენზია კონკურსის წესით უნდა მოიპოვოს. კონკურსები, ამოწურვადი სიხშირული რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად, რაციონალურად და ოპტიმალურად გამოყენებისა და დასახლებული პუნქტების რადიომაუწყებლობით მაქსიმალურად მოცვის მიზნით1 რადიომაუწყებელთა მფლობელობაში არსებული ლიცენზიებით გათვალისწინებულ სამაუწყებლო არეალთან შედარებით უფრო დიდ რადიოსამაუწყებლო ზონებში გამოცხადდება. გაფართოებულ რადიოსამაუწყებლო ზონებში მოსახლეობის რადიოსიგნალით უზრუნველყოფა საჭიროებს კომპანიების მფლობელობაში არსებულზე უფრო მძლავრი და რაოდენობრივად უფრო მეტი რადიოსადგურის აშენებას, ასევე, განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ანძების/გადამცემების დამონტაჟებასა და შესაბამისი ქსელის მოწყობას, რისთვისაც საჭიროა მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები და დრო. ამასთან, კონკურსში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში, რადიომაუწყებლებს მოუწევთ სალიცენზიო გადასახადისა და მოსაკრებლის გადახდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით2 2015-2020 წლებში საქართველოს რადიომაუწყებლობის სფეროში აღინიშნება შემოსავლების კლების ტენდენცია. 2020 საანგარიშო წელს რადიოსამაუწყებლო კომპანიების საერთო შემოსავალმა(იგულისხმება ყველა ტიპის შემოსავალი, გარდა სახელმწიფო დაფინანსების და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლისა) 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით იკლო 46%-ით. სარეკლამო3 შემოსავალმა კი 27%-ით. 2020 საანგარიშო წელს რადიოსამაუწყებლო კომპანიების საერთო შემოსავალი(იგულისხმება ყველა ტიპის შემოსავალი, გარდა სახელმწიფო დაფინანსების და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლისა) 1 იხ. https://www.comcom.ge/ge/regulation/sakonsultacio-dokumentebi/proeqti-komisiis-strategia-kerdzosaetero-radiomauwyeblobis-licenziebis-mosapoveblad-konkursebis-gamocxadebis-taobaze.page 2 იხ. https://analytics.comcom.ge/ka/statistics/?c=broadcasting&f=revenue&exp=radio&sid=878169&sid=878170 3 სარეკლამო შემოსავალი აერთიანებს რეკლამის შემდეგ ტიპებს - რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, განცხადებები და ტელეშოპინგი შეადგენს მაუწყებლობის სფეროს შემოსავლის მხოლოდ 6%-ს, დანარჩენი თანხა მოდის ტელემაუწყებლებზე. რადიო რეკლამის შემოსავალი კი მთლიანი მაუწყებლის შემოსავლის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე 2020 – 2021 წლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა რადიოსამაუწყებლო ბაზარი, რაც უარყოფითად აისახა რადიომაუწყებლების შემოსავლებზე. სტატისტიკური და კვლევითი მონაცემებით4, საქართველოს მოსახლეობის 30%-ზე მეტი ცხოვრობს თბილისში, სადაც სხვა გეოგრაფიულ არეალებთან შედარებით ყველაზე მეტი აქტივობაა რადიოს მოსმენის თვალსაზრისით. ამასთან, რადიოს მსმენელთა 4/5-ზე მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და საკუთარი ავტომობილებით მგზავრებზე მოდის, ხოლო ავტომობილების მფლობელთა მესამედზე მეტი თბილისშია რეგისტრირებული. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, იმ კომპანიების, რომლებიც ერთდროულად ფლობენ როგორც თბილისის გეოგრაფიული არეალის 2015 წლის 31 დეკემბრამდე, ისე სხვა გეოგრაფიული არეალის 2025-2027 წლამდე მოქმედ ლიცენზიებს, ძირითადი რადიოსამაუწყებლო ბაზარი და შემოსავლის წყარო დაკავშირებულია თბილისის ეკონომიკურ ზონასთან. შესაბამისად, კომპანიების ძირითადი საქმიანობის ადგილი (საეთერო სტუდია) თბილისშია განთავსებული და აქ არსებული საეთერო სტუდიებისა და მასში დასაქმებული სპეციალისტების მეშვეობით ხორციელდება რადიომაუწყებლობა ერთიანი სამაუწყებლო ბადით როგორც თბილისის, ისე სხვა გეოგრაფიულ არეალში. თბილისის გეოგრაფიული არეალის 2025 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი ლიცენზიების ვადის ამოწურვის გამო, რადიოსამაუწყებლო ბაზრის ძირითადი სეგმენტის (თბილისი) და შესაბამისად, ძირითადი შემოსავლის წყაროს დაკარგვით კითხვის ქვეშ დადგება ამ კომპანიების მფლობელობაში არსებულ სხვა გეოგრაფიული არეალის 2025-2027 წლამდე მოქმედი ლიცენზიების ფარგლებში რადიომაუწყებლობის განხორციელება, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, სხვა გეოგრაფიულ არეალებში მიღებული შემოსავლები არ არის საკმარისი რადიომაუწყებლობის განსახორციელებლად. 4 იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - სტატისტიკური პუბლიკაცია "დემოგრაფიული ვითარება საქართველოში 2018", თბილისი 2019წ., გვ.21 (https://www.geostat.ge/media/27212/demograpia-2018.pdf); ინოვა - საქართველოში რადიო მაუწყებლობის განვითარების შესაძლებლობების კვლევა, მარტი 2018წ., გვ.13 და 44 (https://comcom.ge/uploads/other/3/3097.pdf); სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი - რადიო მაუწყებლობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ინტერესების განსაზღვრა, http://www.gncc.ge/uploads/other/1/1743.doc). ეისითი -რითი გადაადგილდებიან თბილისელები და რამდენად აწუხებთ გადატვირთული მოძრაობა, თბილისი 2017 წ. https://act-global.com/news/transport/; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი - ავტოპარკი, 2011წ. - გვ.14, 2016წ. - გვ.19 (https://police.ge/files/pdf/statistika%20da%20kvlevebi/geo/sxvadasxva%20statistika/avtopark.pdf, https://police.ge/files/pdf/statistika%20da%20kvlevebi/2017/autoparki-2016-5.pdf). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადიოსამაუწყებლო ბაზარზე შეფერხებების, რადიოსექტორის მწირი შემოსავლისა და რადიომაუწყებლების ფინანსური და მათ მფლობელობაში არსებული რადიოსადგურების, ანძების/გადამცემებისა და სხვა საოპერაციო აქტივის პირობებში რადიოსამაუწყებლო ბაზარზე საქმიანობის განმახორციელებელმა და ბაზარზე შემოსვლის მსურველმა პირებმა შეიძლება ვერ შესძლონ თბილისისა და სხვა გეოგრაფიული არეალების ლიცენზიის მოსაპოვებელი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონკურსების ჩაშლა. წარმოდგენილი კანონპროექტთან მიმართებაში აღსანიშნავია ევროპის კავშირის ქვეყნების პრაქტიკა ადგილობრივი საეთერო კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით: ლუქსემბურგის დამოუკიდებელი მაუწყებლობის ორგანო ადგილობრივი საეთერო კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიებს კომერციულ კომპანიებზე გასცემს ძირითადად 10 წლის ვადით, რაც ექვემდებარება განახლებას/ავტომატურ გაგრძელებას კონკურსის გარეშე5. დანიაში რადიომაუწყებლობისათვის რადიოსიხშირის გამოყენება ხორციელდება ენერგეტიკის სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის შესაბამისად, რომლის ვადაც ძირითად შემთხვევებში შეადგენს 15 წელს, ხოლო სააგენტო უფლებამოსილია გააგრძელოს ან განაახლოს ლიცენზიის მოქმედების ვადა ლიცენზიანტის მიერ სალიცენზიო პირობების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში6. დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში კომუნიკაციების ოფისის მიერ გაცემული, ადგილობრივი საეთერო კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოქმედების ვადა შეადგენს 8 წელს, რომლის ამოწურვამდე 1 წლით ადრე სხვა (არალიცენზიანტი) რადიოსამაუწყებლო კომპანიის მიერ ინტერესის არდაფიქსირების შემთხვევაში (ინტერესის დასაფიქსირებლად განსაზღვრულია 1 თვე), ოფისი უფლებამოსილია იმავე ვადითა და პირობებით გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა7. ადგილობრივი საეთერო კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს ანალოგიური მიდგომა აქვს შვეიცარიასაც, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება დელეგირებული აქვს 8 კომუნიკაციების ოფისზე . ასევე, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა ადგილობრივ საეთერო კერძო რადიომაუწყებლობასთან დაკავშირებით, სადაც გათვალისწინებულია შესაბამისი ლიცენზიების იგივე ვადითა (8 წელი) და პირობებით მრავალჯერადად გაგრძელების შესაძლებლობა9. ამდენად, მიუხედავად რადიოსიხშირული სპექტრის შეზღუდული რესურსულობისა, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა ლიბერალური მიდგომით ხასიათდება საეთერო კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის ვადის 5 იხ. https://www.alia.lu/en/radio/regulation, https://guichet.public.lu/en/entreprises/creationdeveloppement/autorisation-etablissement/inscriptions-agrements-specifiques/concession-service-media.html 6 იხ. https://ens.dk/en/our-responsibilities/spectrum/licenses 7 იხ. https://www.ofcom.org.uk/manage-your-licence/radio-broadcast-licensing/apply-for-a-radio-broadcastlicence/timetable-for-analogue-re-ads 8 იხ. htmlhttps://www.comcom.admin.ch/comcom/en/Homepage/the-commission/organisation/frequentlyasked-questions/what-are-the-respective-roles-of-comcom-and-ofcom.html 9 იხ. https://www.fcc.gov/media/radio/broadcast-radio-license-renewal გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი ბაზრის სტაბილურობას და უწყვეტი რადიომაუწყებლობის განხორციელებას. აღნიშნული მიდგომის ობიექტური გამართლება მდგომარეობს რადიოსამაუწყებლო სფეროში ინვესტიციების სახელმწიფოს მიერ წახალისების მოტივში - ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები აცნობიერებს ხსენებული მედიასაშუალების მნიშვნელობას ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიაპლურალიზმის ჭრილში, რაც გამოიხატება ინვესტიციების წახალისებასა და უწყვეტი რადიოსამაუწყებლო მომსახურების მიწოდების რეგულირების დონეზე ხელშეწყობაში10. კანონპროექტის მიზანია 2025 წლის 31 დეკემბრისთვის ვადამოსული რადიოსამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიებისთვის რადიომაუწყებლობის გაგრძელების ხელშეწყობა, რადიოსამაუწყებლო ბაზარზე სტაბილური გარემოს შენარჩუნება, ინვესტიციების წახალისება, და ამგვარად, ქვეყანაში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონით გათვალისწინებული სანქციები. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ერთხელ ავტომატურად ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის მეორედ ავტომატურ გაგრძელებას. შესაბამისად, აუცილებელია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი საქართველოს კანონი პროექტის მიღება, რომელიც ადგენს ერთხელ ავტომატურად ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ერთჯერადად ავტომატურ გაგრძელებას უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 10 ინვესტიციების წახალისების ხელშეწყობის მიზნით, შვედეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მიერ 2014 წელს შემუშავებული შვედეთის სპექტრის სტრატეგიის თანახმად, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ინვესტიციების ციკლის ხელშეწყობა და ამ მოტივით რადიომაუწყებლობის ლიცენზიების ვადებისა და მათი ავტომატური განახლების პროცესის გადახედვა შესაბამისი ბაზრის სუბიექტების სასარგებლოდ (The Swedish Post and Telecom Authority PTS Swedish Spectrum Strategy, 2014წ., გვ.45. (https://www.pts.se/contentassets/7d9e389f716a42c59f991f33bcbe0b95/pts-swedish-spectrum-strategy-eng-ptser-2014_16.pdf)). ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის აღმოფხვრის მიზნით, 2020 წლის 26 მაისს ევროპის კომისიამ წარმოადგინა აღდგენის გეგმა ევროპისათვის, რომლითაც 20212027 წლებისათვის გათვალისწინებულია 55 მილიონი ევროს სუბსიდირება ისეთ სოციალურეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა ციფრული გადასვლა და მაუწყებლობა (Digital Transition, 5G, Radio Broadcasting) (იხ. https://ec.europa.eu/info/live-work-travel-eu/health/coronavirus-response/recoveryplan-europe_en; https://ec.europa.eu/info/sites/info/files/factsheet_1_en.pdf). „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს დღეის მდგომარეობით არსებული რადიომაუწყებლების საქმიანობის უწყვეტად გაგრძელებას, რაც უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი რადიომაუწყებლობის განხორციელებას და ამგვარად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მედიაპლურალიზმს, ისე რადიოსამაუწყებლო ბაზრის სტაბილურობას და წაახალისებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საფინანსო ინსტიტუტებს, რომ დააფინანსონ/სუბსიდირება გაუწიონ რადიომაუწყებლებს. კომპანიებს მიეცემათ დრო მოემზადონ გაფართოებულ რადიოსამაუწყებლო ზონებში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამართული კონკურსებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადგენს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ერთხელ ავტომატურად ვადაგაგრძელებული ლიცენზიის მოქმედების ვადის ერთჯერადად ავტომატურ გაგრძელებას უსასყიდლოდ, 2026 წლის 31 დეკემბრამდე. ასევე, განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით კომისიისთვის მიმართვის ვადას, კერძოდ, მაუწყებელმა კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე. ამასთან, ადგენს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის საფუძველზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წინამდებარე ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ, რადგან პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული არ არის. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოქმედების ვადა იწურება 2021 წელს და მნიშვნელოვანია კანონპროექტის მოქმედება გავრცელდეს მათზეც. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან დაფინანსების სხვა წყაროებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება უსასყიდლოდ, ხოლო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსის საფუძველზე გაცემის შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებული იხდის სალიცენზიო გადასახდელს და სალიცენზიო მოსაკრებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ლიცენზიის მოქმედების ვადის 34 რადიომაუწყებლისთვის 2026 წლის 31 დეკემბრამდე უსასყიდლოდ გაგრძელებისა და ლიცენზიის საფასურის თითოეული ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე დარჩენილი თვეების კონკურსის საფუძველზე გაცემული ლიცენზიის 10 წლის საფასურთან მიმართებით პროპორციულად დათვლის შემთხვევაში, ბიუჯეტი ვერ მიიღებს დაახლოებით 170 ათასს ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ვინაიდან, კანონპროექტით გათვალისწინებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება უსასყიდლოდ, იმ 34 რადიომაუწყებელს, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, არ მოუწევთ სალიცენზიო გადასახდელის და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა, რომელიც ლიცენზიის მოქმედების ვადის 2026 წლის 31 დეკემბრამდე უსასყიდლოდ გაგრძელებისა ლიცენზიის საფასურის თითოეული ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე დარჩენილი თვეების კონკურსის საფუძველზე გაცემული ლიცენზიის 10 წლის საფასურთან მიმართებით პროპორციულად დათვლის შემთხვევაში, შეადგენს დაახლოებით 170 ათასს ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის რაიმე გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება/ ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები - დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე და ისკო დასენი; ვ): კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი