საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს მოქალაქე გურამ წერეთლის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (80 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საკითხი) (№1-5299/21; 22.04.2021); ბ) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კრედიტორთა დაცვასთან დაკავშირებით (№1-5848/21; 06.05.2021); გ) საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კრედიტორთა დაცვასთან დაკავშირებით (№1-5849/21; 06.05.2021).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8117/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-8117/21 21-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები:  გურამ წერეთლის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-5299/21; 22.04.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 21 ივნისი);  ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კრედიტორთა დაცვასთან დაკავშირებით (N1-5848/21; 06.05.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ივნისი);  ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კრედიტორთა დაცვასთან დაკავშირებით (N1-5849/21; 06.05.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ივნისი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge