„საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.04.2021
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ნომერი
#1-5699/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში

  • საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში ანგარიში
  • „საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-12-29

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-8130/21 21-06-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით (№ 1-5699/21; 29.04.2021) გიგზავნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: კომიტეტის დასკვნა 2 ფურცლად; პარლამენტის დადგენილების პროექტი 2 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-8125/21 21-06-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის 2 ივნისს განიხილა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში“. კომიტეტს ანგარიშთან დაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: 1. მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს შიდა და გარე შოკების გავლენის დროული იდენტიფიკაცია, მაკროეკონომიკური ანალიზის და მოდელირების, სამომხმარებლო ფასების ინდექსის პროგნოზის, მოქმედი რისკების და ეკონომიკური აგენტების მოლოდინების გათვალისწინებით, მისი საქმიანობა მიზანშეწონილია ატარებდეს წინმსწრებ, პრევენციულ და არა შედეგებზე რეაგირების ხასიათს. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 2. მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ინფლაციის მაჩვენებლის საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკით დადგენილი მიზნობრივი თარგეთის ფარგლებში შენარჩუნება. 3. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცეს რეკომენდაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაააქტიუროს მუშაობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. 4. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცეს რეკომენდაცია სრულყოს საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვის და აღსრულების პროცესი. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან შესწავლას საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის 2013-2020 წლების ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და შეფასება. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ფულადსაკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში შემდეგი შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით: ა. მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს შიდა და გარე შოკების გავლენის დროული იდენტიფიკაცია, ხოლო მისი საქმიანობა მიზანშეწონილია ატარებდეს წინმსწრებ და პრევენციულ ხასიათს. ბ. მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ინფლაციის მაჩვენებლის საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკით დადგენილი მიზნობრივი თარგეთის ფარგლებში შენარჩუნება. გ. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცეს რეკომენდაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაააქტიუროს მუშაობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გ. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცეს რეკომენდაცია სრულყოს საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვის და აღსრულების პროცესი. დ. ეთხოვოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ მე17 მუხლის, მე-2 პუნქტის, დ) ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის, ასევე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ 59-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად შეამოწმოს საქართველოს ეროვნული ბანკის 2013-2020 წლების ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები, მათ შორის შეისწავლოს საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი