საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-8160/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-8160/21 21-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის თაობაზე ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, 2021 წლის 31 მაისს, მოუსმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს, რომელმაც წარმოადგინა გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, გარემოს დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების კუთხით თანამშრომლობის სფეროები და შესასრულებელი ვალდებულებები გათვალისწინებულია როგორც ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის ნაწილით, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით. ასოცირების შეთანხმებაში საუბარია თანამშრობლობის გაძლიერებაზე გარემოს დაცვის ისეთ სფეროებში როგორიცაა: გარემოსდაცვითი მმართველობა და ჰორიზონტალური საკითხები, ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი და წყლის რესურსების მართვა, ნარჩენების მართვა, ბუნების დაცვა, ქიმიური ნივთიერებების მართვა და კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები. 2020 წელს არაერთი ნაბიჯი გადაიდგა გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. საკანონმდებლო დაახლოება განხორციელდა ატმოსფერული ჰაერის დაცვის და გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის კუთხით და მიღებულ იქნა ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები და ,,გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი. კლიმატის ცვლილების გაეროს ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) პარიზის შეთანხმების ფარგლებში NDC-თან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებულების მიზნით, შემუშავდა საქართველოს განახლებული „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს იღებს ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების მაჩვენებელი 35%-ით ნაკლები იყოს. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ევროკავშირსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, საქართველოში დაიწყო პროექტის განხორციელება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების დეტალური დიზაინის შესაქმნელად. ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების კუთხით მომზადებულია ,,ბიომრავალფეროვნების შესახებ“ და ,,წყლის რესურსების შესახებ“ კანონის პროექტები რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია 2021 წლის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ,,მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში კიდევ უფრო აძლიერებს გარემოს დაცვის მიმართულებას, რაც საქართველოს მიერ დასახული მიზნების მიღწევის პროცესში უფრო მეტად პრიორიტეტული გახდება. მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო სთავაზობს ევროკავშირს ,,მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში ორმხრივ თანამშრომლობას და ამისათვის, საქართველოს მთავრობამ მიმართა ევროკავშირს, საქართველოსთვის ,,მწვანე შეთანხმების საგზაო რუქის“ მომზადების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული სექტორულ დონეზე დაახლოების ვალდებულებები, რასაც ითვალისწინებს შეთანხმება. კომიტეტი დადებითად აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გაწეულ საქმიანობას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი