„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“
- „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ ანგარიში
- „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 80 ✗ 0
📄 წერილი (71 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (90 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (49 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (13 KB)
📄 დასკვნები (798 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (8.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (3.7 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (408 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.3 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-07-26
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-8140/21
21-06-2021
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად
გიგზავნით
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნებს, ასევე,
საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტს საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილ `2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიურ
ანგარიშზე“ (№07-2/42, 28.05.2021).
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: 31 ფურცელზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-8139/21
21-06-2021
დ ა ს კ ვ ნ ა
"საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის შესახებ”
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა
მიმდინარე წლის 16 ივნისს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში (№07-2/42, 28.05.2021).
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ
საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში ფისკალურ
სფეროსთან
ერთად
ვრცლადაა
მიმოხილული
ბიუჯეტის
მაკროეკონომიკური გარემოს ძირითადი მახასიათებლები,
ასახულია
კოვიდპანდემიის გამოწვევების გავლენა როგორც მაკროეკონომიკურ, ისე
ფისკალურ პარამეტრებზე.
2020 წლის მშპ-ს ფაქტიურმა რეალურმა კლებამ
შეადგინა (-)6.2
პროცენტი და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში
განისაზღვრა
49 407.3 მლნ ლარით.
2020 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით 5.2%, ხოლო პერიოდის ბოლოს 2.4% შეადგინა.
მნიშვნელოვანია, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, 2020 წელს
ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა და მატებამ 0.9 პროცენტი
შეადგინა.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საანგარიშო წელს შეფერხება დაფიქსირდა საგარეო სექტორში,
ტურიზმის სფეროში, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ზრდაში და ა.შ.
საანგარიშო
პერიოდში
ბიუჯეტის
დეფიციტი
(ტრადიციული
მოდიფიცირებული) დაფიქსირდა 9.3 პროცენტის დონეზე.
2020 წელს მთავრობის ვალმა მშპ-ს მიმართ 59.9 პროცენტი შეადგინა
(ეკონომიკური თავისუფლების აქტით მთავრობის ვალის ზღვრული
მაჩვენებელი განსაზღვრულია 60% -ის დონეზე).
2020
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ოდენობამ
შეადგინა 18 042.3 მლნ ლარი, რაც წლის გეგმაზე 378 მლნ ლარით ნაკლებია
(გეგმა შესრულებულია 97.9%-ით), ხოლო მშპ-ს მიმართ 36.5% შეადგინა.
შემოსულობების
51,9%-მდე
არის
გადასახადებიდან
შემოსავლები, რომლის გეგმაც 104.3%-ით, ანუ
გადაჭარბებით არის
მიღებული
385.4 მლნ ლარის
შესრულებული. სახეების მიხედვით, ყველა
გადასახადის გეგმა შესრულებულია გადაჭარბებით.
2020
განისაზღვრა
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა
15 923.8 მლნ ლარით, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა
16 174.6 მლნ ლარი, რაც მშპ-ს 32.7%-ია.
საანგარიშო
წლის
განმავლობაში
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შემოსულობებისა და გადასახდელების ასეთი შესრულების პირობებში
დაგეგმილი ბიუჯეტის ნაშთის 2 496.5 მლნ ლარის ოდენობით დაგროვების
ნაცვლად, მოხდა 1 867.7 მლნ ლარის დაგროვება. შესაბამისად, 2021 წლის 1
იანვრისთვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ნაშთის მოცულობამ 2
311.4 მლნ ლარი შეადგინა.
საბიუჯეტო
ორგანიზაციებიდან
წლიური
გეგმებით
გათვალისწინებული გადასახდელები სრულადაა დაფინანსებული ისეთი
სამინისტროების მიხედვით, როგორებიცაა: რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრო,
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა. შ. ამასთან,
თანხები აუთვისებელი დარჩათ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს - 21.7 მლნ ლარი;
დევნილთა,
შრომის,
ოკუპირებული ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს -11.6 მლნ ლარი; ფინანსთა სამინისტროს - 3.8 მლნ ლარი;
იუსტიციის სამინისტროს - 9 მლნ ლარამდე.
უნდა
აღინიშნოს,
რომ
კვლავაც
სრულადაა
დაფინანსებული
ეკონომიკური და სოციალური ხასიათის პროგრამები, როგორიცაა საგზაო
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესების
ავტომაგისტრალების
მშენებლობა,
ღონისძიებები,
რეგიონული
და
ჩქაროსნული
მუნიციპალური
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის
აღდგენა-რეაბილიტაცია,
ერთიანი
აგროპროექტი,
შეღავათიანი
აგროკრედიტები, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური
დახმარება,
მოსახლეობის
ჯანმრთელობის
დაცვა,
იძულებით
გადაადგილებული პირების მხარდაჭერა, იძულებით გადაადგილებულ
პირთა
და
მიგრანტთა
ხელშეწყობა,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების ხელშეწყობა, კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა
სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები და ა. შ.
მნიშვნელოვანია,
დახარჯულია
3.6
რომ
ანტიკრიზისული
მილიარდი
ლარი
გეგმის
ისეთი
ფარგლებში
მნიშვნელოვანი
მიმართულებებით, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა - 417.8 მლნ ლარი,
მოსახლეობის სოციალური დაცვა - 918.1 მლნ ლარი, ბიზნესის მხარდაჭერა
- 636.4 მლნ ლარი, ეკონომიკის ხელშემწყობი დამატებითი პაკეტები - 1 634
მლნ ლარი.
მსოფლიოში გავრცელებულმა
კოვიდპანდემიამ მნიშვნელოვანი
გავლენა მოახდინა საქართველოს როგორც ეკონომიკის განვითარებაზე, ისე
სოციალურ სფეროზე და შექმნა სერიოზული პრობლემები, რის გამოც 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები.
წარმოდგენილი
ანგარიშის
მიხედვით,
სხვა
პროგრამებთან
ერთად
მნიშვნელოვანი თანხებია დახარჯული პანდემიისა და მისი უარყოფითი
შედეგების პრევენციის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის მიმართ
კომიტეტს აქვს შემდეგი წინადადებები და რეკომენდაციები:
საანგარიშო წელს საშუალო წლიური ინფლაციის
მაჩვენებელი
მაღალია როგორც გეგმით განსაზღვრულ, ისე მიზნობრივ დონესთან
შედარებით. მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასა და საქართველოს
ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობა, რათა ინფლაციის მაჩვენებელი რაც
შეიძლება
სწრაფად
დაუბრუნდეს
მიზნობრივ
დონეს,
რომელიც
მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია.
ორგანული კანონით განსაზღვრულ ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან
ზღვარზე გადაჭარბების მიუხედავად, ანგარიშს თან არ ახლავს ინფორმაცია
კანონმდებლობით
დადგენილი
ნიშნულის
მაჩვენებლის დაბრუნების თაობაზე.
ფარგლებში
დეფიციტის
მიმდინარე წლის მარტი-აპრილის
ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების გათვალისწინებით, საინტერესოა,
რა კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს მთავრობა ორგანული
კანონით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ბიუჯეტის დეფიციტის
მაჩვენებლის დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
სხვა ქვეყნების მსგავსად, 2020 წელს პანდემიამ გავლენა მოახდინა
საქართველოს
სახელმწიფო
ვალის
მოცულობაზეც.
კერძოდ,
მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა,
რომლის
თანაფარდობამ
მშპ-ს მიმართ
კრიტიკულ ზღვარს - 59,9%-ს
მიაღწია. საინტერესოა საქართველოს მთავრობის
კონკრეტული გეგმა,
დეტალური ანალიზი და ხედვა, როდის და როგორ დაუბრუნდება
მთავრობის ვალი პანდემიამდელ მდგომარეობას, კერძოდ მშპ-ს მიმართ 40
პროცენტის ფარგლებს.
ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების გეგმის
შესრულების
პირობებში, ზოგიერთი პროგრამის მიხედვით, კვლავაც სრულად არ არის
ათვისებული ასიგნებები.
შესაბამისად, უნდა გააქტიურდეს მუშაობა
ცალკეული
მიხედვით
პროგრამების
ბიუჯეტის
დაგეგმვის,
წლის
განმავლობაში
ასიგნებების
განაწილების,
დროულად
და
სრულად
ათვისების უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური შედეგები მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს ბიუჯეტზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და
საქართველოს მთავრობის, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ იქნა გაცხადებული, რომ სახელმწიფო საწარმოთა ეფექტიანობის
ამაღლების მიზნით განხორციელდება რეფორმები,
რაც გულისხმობს
კორპორაციული მართვისა და კონტროლის პრინციპების დანერგვას.
საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით და რა
მდგომარეობაა ამ დროისთვის.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და
ყურადსაღებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ
მოხსენებაში დაფიქსირებული რეკომენდაციები და წინადადებები, რაც
გააუმჯობესებს ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების
ხარისხს.
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი
მთავრობის მიერ წარმოდგენილი
მხარს
უჭერს
საქართველოს
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის განხილვასა და მის დამტკიცებას
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს
საბიუჯეტო
კოდექსის
58-ე
მუხლისა
და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 142-ე მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის ანგარიში საქართველოს
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2021 წლის ..... ივნისი.
№
კახაბერ კუჭავა
დასკვნები
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-7694/21
14-06-2021
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“
(07-2/42; 28.05.2021)
2021 წლის 7 ივნისს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, განიხილა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიში.
წარმოდგენილი ანგარიშით 2020 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ
წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტი შეადგინა. 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი
ნომინალურ გამოსახულებაში 49 407.3 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 0.3 პროცენტით
აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13 292.7
ლარს (4 274.6 აშშ დოლარი) შეადგენა. 2020 წლის ბოლოს წინა წელთან შედარებით ინფლაციის
დონე 2.4 პროცენტით განისაზღვრა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 5.2
პროცენტის დონეზეა.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2020 წლის
წლის მონაცემებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა
შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა (7.9%); სოფლის მეურნეობა (3.6%); განათლება (3.1%);
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (1.8%); სამთომოპოვებითი მრეწველობა (1.5%);
კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და
საკვების მიწოდების საქმიანობებში (37.9%); ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების
საქმიანობები (37.9%); ხელოვნება, გართობა და დასვენება (18.9%); პროფესიული, სამეცნიერო
და ტექნიკური საქმიანობები (18.4%); ტრანსპორტი და დასაწყობება (22.3%); 2020 წელს
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 371.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.6 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 3 342.1
მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 029.8 მლნ აშშ
დოლარს (15.6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020
წელს 4 687.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.2020 წელს მთლიან საქონელბრუნვაში
ევროკავშირის წილი 22.4 პროცენტს შეადგენს. თურქეთის - 14.1 პროცენტს, რუსეთის - 11.7
პროცენტს, ჩინეთის - 10.4 პროცენტს, აზერბაიჯანის - 8.2 პროცენტს. მთლიან ექსპორტში
ევროკავშირის წილი 20.9 პროცენტს შეადგენს. ჩინეთის - 14.3 პროცენტს, აზერბაიჯანის - 13.2
პროცენტს, რუსეთის - 13.2 პროცენტს, უკრაინის - 6.5 პროცენტს, თურქეთის - 5.7 პროცენტს.
მთლიან იმპორტში ევროკავშირის წილი 23.0 პროცენტია. თურქეთის - 17.5 პროცენტი,
რუსეთის - 11.1 პროცენტი, ჩინეთის - 8.8 პროცენტი, აშშ - 6.9 პროცენტი, აზერბაიჯანის - 6.1
პროცენტი. 2020 წელს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 52.9 პროცენტით შემცირდა და 616.9 მლნ
აშშ დოლარი შეადგინა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე
საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა. საქართველოში
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ინვესტორ
ქვეყნებს გაერთიანებული სამეფო (307.8 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდები (172.1 მლნ აშშ
დოლარი) და თურქეთი (108.1 მლნ აშშ დოლარი) წარმოადგენს. ყველაზე დიდი უცხოური
ინვესტიციები საფინანსო სექტორში (400.3 მლნ აშშ დოლარი), სამთომოპოვებითი
მრეწველობაში (101.5 მლნ აშშ დოლარი) და უძრავ ქონებაში (71.8 მლნ აშშ დოლარი)
განხორციელდა. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო
ვალის ნაშთმა შეადგინა 30 835.0 მლნ ლარი, მათ შორის: სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი
შეადგენს 6 145.3 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი შეადგენს 24 689.7
მლნ ლარს.
2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა როგორც შემოსულობების, ისე
გადასახდელების თვალსაზრისით. სახელწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ
101.6% შეადგინა. წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი
განისაზღვრა 10 212 699.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 10 490
370.0
ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.7%. გადასახადების საპროგნოზო
მაჩვენებელი განისაზღვრა 8 979 350.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ
იქნა 9 364 779.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.3%. გრანტების საპროგნოზო
მაჩვენებელი განისაზღვრა 558 349.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ
იქნა 459 551.2 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 82.3%. მათ შორის: სხვა
შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 675 000.0 ათასი ლარის ოდენობით,
მობილიზებულ იქნა 666 039.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 98.7%.
მობილიზებულ იქნა 98 153.9 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო არაფინანსური აქტივების
კლებიდან მაჩვენებელის (90 000.0 ათასი ლარი) 109.1%-ია. ფინანსური აქტივების კლებიდან
მობილიზებულ იქნა 163 357.5 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (80 000.0 ათასი
ლარი) 204.2%-ია. ვალდებულებების ზრდამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 7 290 418.5
ათასი ლარი, მათ შორის: 2 026 071.5 ათასი ლარი - საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით
წმინდა ზრდა; 1 418 759.9 ათასი ლარი - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და
სხვა სახელმწიფოების მთავრობებისგან მიღებული საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტები;3
845 587.0 ათასი ლარი - ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები; 2020 წლის მანძილზე
სახელმწიფოს მიერ ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე მიიმართა 1 705.6 მლნ ლარი, მათ
შორის: საგარეო ვალდებულებები - 1 238.4 მლნ ლარი; მომსახურება - 336.5 მლნ ლარი;
დაფარვა - 901.9 მლნ ლარი; საშინაო ვალდებულებები - 467.2 მლნ ლარი; მომსახურება - 427.2
მლნ ლარი; დაფარვა - 40.0 მლნ ლარი. საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 16
174 636.1 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 101.6%-ია. „საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვრა 12 556 416.5 ათასი ლარით. დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 12 586 545.1 ათასი
ლარი, რაც წლიური დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 100.2%-ია. გაწეულმა საკასო
ხარჯმა შეადგინა 12 533 887.9 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 99.6%-ია.
„საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით
სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვრა 2 007 825.4 ათასი
ლარით. დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 2 034 592.6 ათასი ლარი, რაც წლიური
დამტკიცებული მაჩვენებლის 101.3%-ია. საკასო შესრულებამ შეადგინა 2 319 013.5 ათასი
ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 114.0%-ია. გადაჭარბება განპირობებულია დონორების
მიერ დაფინანსებული პროექტების ხარჯზე. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების
ზრდა განისაზღვრა 326 820.0 ათასი ლარით. დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 310 326.0 ათასი
ლარი, რაც წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის 95.0%-ია. საკასო შესრულებამ შეადგინა 377
686.4 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 121.7%-ია. „საქართველოს 2020
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
სახელმწიფო
წლის
ბიუჯეტის
ვალდებულებების კლება განისაზღვრა 1 032 731.0 ათასი ლარით. დაზუსტებულმა გეგმამ
შეადგინა 992 329.1 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის 96.1%-ია. საკასო
შესრულებამ შეადგინა 944 048.3 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 95.1%-ია.
რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გეგმით
გათვალისწინებული რესურსების
ხარჯვით ნაწილს, სამინისტროს 2020 წლის ფაქტიური
შესრულება შეადგენს
2020 წლის
102 %-ს,
შესრულების
ზოგადი ტენდენცია არის
სტაბილურად მაღალი. ცალკეული სამსახურების საქმიანობისა და პროგრამების კუთხით
მაჩვენებლები პოზიტიურია. მიუხედავად იმისა რომ ბიუჯეტი შესრულდა 102%-ით,
გარკვეულ პროგრამებზე და ქვეპროგრამებზე შესრულების მაჩვენებელი დაბალია ან რიგ
შემთხვევაში გადააჭარბა დაზუსტებულ გეგმას, რაც მიუთითებს დაგეგმვის ხარვეზებზე:
31 02 05 სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი - 83.9%
31 03 02 ღვინის ლაბორატორიული კვლევა - 87.0%
31 03 06
31 03 07 ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და
ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია - 68.6%
ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშემწყობი ღონისძიებები - 87.2%
31 05 05
ქართული ჩაი - 57.7%
31 01 გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა -110%
31 02 06 კვების პროდუქტების, ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკა
- 187.1%
31 04 01 სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების
პროგრამის ადმინისტრირება და მართვა - 107.0%
31 05 01
აგრარულ
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვა - 112.0%
საკითხთა
კომიტეტი
აღნიშნული
შენიშვნების
გათვალისწინებით
დადებითად აფასებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი
განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-7687/21
14-06-2021
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კოვზანაძე
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილ
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიურ ანგარიშზე“ (№07-2/42; 28.05.2021)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 14 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიში“.
კომიტეტმა, წარმოდგენილი ანგარიშის განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება
გაამახვილა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე იმ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ,
რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვასა ან/და სამოქალაქო
ინტეგრაციასთან, ასევე, სოციალური და ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსების გეგმის
შესრულებაზე.
სოციალური დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 4 455
210.0 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 4 456 406.4 ათასი ლარი, ანუ წლიური
გეგმიური მაჩვენებლის 100.0%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის
საკასო
შესრულების
-
30.0%.
მათ
შორის:
ავადმყოფთა
და
შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის დაფინანსებამ შეადგინა 32 150.2
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის (32 424.8 ათასი ლარი) 99.2%; ხანდაზმულთა
სოციალური დაცვის დაფინანსებამ შეადგინა 2 287 364.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის
(2 287 364.7 ათასი ლარი) 100.0%-ს შეადგენს; ოჯახებისა და ბავშვების სოციალური
დაცვის დაფინანსებამ შეადგინა 1 063 659.6 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის (1 064 951.8
ათასი ლარი) 99.9%; უმუშევართა სოციალური დაცვის დაფინანსებამ შეადგინა 242 020.2
ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის (242 608.3 ათასი ლარი) 99.8%; საცხოვრებლით
უზრუნველყოფის დაფინანსებამ შეადგინა 36 262.7 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის (36
469.9 ათასი ლარი) 99.4%; სოციალური გაუცხოების საკითხების, რომლებიც არ
ექვემდებარება კლასიფიცირებას, დაფინანსებამ შეადგინა 95 666.0 ათასი ლარი, ანუ
წლიური გეგმის (90 668.9 ათასი ლარი) 105.5%; სოციალური დაცვის სფეროში სხვა
არაკლასიფიცირებული საქმიანობის ასიგნებების დაფინანსებამ შეადგინა 699 283.2
ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (700 721.5 ათასი ლარი) 99.8%-ს შეადგენს.
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განისაზღვრა 1 821 934.9
ათასი ლარით, საკასო შესრულებამ შეადგინა 1 804 864.1 ათასი ლარი, ანუ წლიური
გეგმიური მაჩვენებელის 99.1%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის
საკასო შესრულების - 12.2%. მათ შორის: სამედიცინო პროდუქციის, მოწყობილობების და
აპარატების დაფინანსებამ შეადგინა 3 804.7 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის (3 812.2
ათასი ლარი) 99.8%; ამბულატორიული მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 997 165.9
ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (997 331.1 ათასი ლარი) 100.0%-ს შეადგენს;
საავადმყოფოების მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 259 591.2 ათასი ლარი, ანუ
წლიური გეგმის (241 712.4 ათასი ლარი) 107.4%; საზოგადოებრივი ჯანდაცვის
მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 63 568.7 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (64
102.2
ათასი
ლარი)
99.2%-ს
შეადგენს;
ჯანმრთელობის
დაცვის
სფეროში
სხვა
არაკლასიფიცირებული საქმიანობის ასიგნებების დაფინანსებამ შეადგინა 480 733.6
ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (514 977.0 ათასი ლარი) 93.4%- ს შეადგენს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატისთვის 2020 წლის 12 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა
დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 2 550.0 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა
დაფინანსებამ - 2 189.1 ათასი ლარი, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 555.5 ათასი
ლარით ნაკლებია.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
საქართველოს
სახალხო
დამცველის
აპარატისთვის
2020
წლის
12
თვეში
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 7 000.0
ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 6 373.3 ათასი ლარი, რაც 2019 წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 1 182.6 ათასი ლარით ნაკლებია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის 2020 წლის 12 თვეში გამოყოფილმა
დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 7 000.0 ათასი ლარი ხოლო ფაქტიურმა
შესრულებამ 6 100.1 ათასი ლარი, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 433.1 ათასი
ლარით მეტია.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის
აპარატისათვის
2020
წლის
12
თვეში
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 700.0
ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინასებამ - 577.9 ათასი ლარი, რაც 2019 წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 153.0 ათასი ლარით ნაკლებია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 თვეში სახელმწიფო
ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 4 250.0 ათასი ლარი,
ხოლო ფაქტიურმა დაფინასებამ - 3 469.4 ათასი ლარი, რაც 2019 წლის შესაბამის
მაჩვენებელზე 396.9 ათასი ლარით ნაკლებია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის 2020 წლის 12 თვეში
სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 79 636.0
ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 77 511.4 ათასი ლარი, რაც 2019 წლის
შესაბამის მაჩვენებელზე 45 748.9 ათასი ლარით მეტია.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 12 თვეში სახელმწიფო
ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 5 820.0 ათასი ლარი,
ხოლო ფაქტიურმა დაფინასებამ - 4 531.6 ათასი ლარი, რაც 2019 წლის შესაბამის
მაჩვენებელზე 253.8 ათასი ლარით მეტია.
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური
სსიპ
იურიდიული
დახმარების
სამსახურისათვის
2020
წლის
12
თვეში
გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 6 800.0 ათასი ლარი, ხოლო
ფაქტიურმა შესრულებამ 6 326.2 ათასი ლარი, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე
61.8 ათასი ლარით ნაკლებია.
სსიპ - საპენსიო სააგენტო
სსიპ
საპენსიო
-
სააგენტოსათვის
2020
წლის
12
თვეში
გამოყოფილმა
დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 4 500.0 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა
შესრულებამ 4 191.0 ათასი ლარი, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 398.1 ათასი
ლარით მეტია.
სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო
სსიპ - კონკურენციის სააგენტოსათვის 2020 წლის 12 თვეში სახელმწიფო
ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 1 930.0 ათასი ლარი,
ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 1 877.6 ათასი ლარი, რაც 2019 წლის შესაბამის
მაჩვენებელზე 132.5 ათასი ლარით ნაკლებია.
სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო
სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოსათვის 2020 წლის 12 თვეში სახელმწიფო
ბიუჯეტით გამოყოფილმა სახსრებმა შეადგინა 3 500.0 ათასი ლარი, ლარი, ხოლო
ფაქტიურმა შესრულებამ 3 559.9 ათასი ლარი, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1
867.9 ათასი ლარით ნაკლებია.
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო
სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის 2020 წლის 12 თვეში
გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 5 330.0 ათასი ლარი, ხოლო
ფაქტიურმა შესრულებამ 5 255.7 ათასი ლარი, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.7
ათასი ლარით მეტია.
გარდა
ზემოთაღნიშნული
საკითხებისა,
კომიტეტმა
საკომიტეტო
სხდომაზე
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამტრედიის ერთ-ერთი საჯარო სკოლის
დეინსტიტუციონალიზაციის ხარჯების გამოყოფასთან და მის გეგმიურ შესრულებასთან
დაკავშირებით.
კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
2-7639/21
14-06-2021
საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ (07-2/42, 28.05.2021), სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენებაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე (№1-6497/21; 20.05.2021) და
ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი
მიმართულებების შესახებ ინფორმაციაზე (07-2/47; 31.05.2021).
განათლების, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტმა 2021 წლის 14 ივნისს კომიტეტის
სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის ანგარიში და ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და
საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშის შესაბამისად 12 თვის
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით:
-განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს
დასაფინანსებლად დაზუსტებული გეგმა განსაზღვრული იყო 1, 546, 016.0
ლარით,
შესრულებამ კი შეადგინა 1, 551, 185.7 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის
100.3%-ს შეადგენს;
- სკოლამდელი და ზოგადი განათლება - დაზუსტებული გეგმა - 908,193.1 ლარი,
შესრულება - 908,338.8 ლარი, რაც წლიური გეგმის 100.0%-ს შეადგენს;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება- დაზუსტებული გეგმა - 795,009.9
ლარი, შესრულება - 794,996.8 ლარი, რაც წლიური გეგმის 100.0%-ს შეადგენს;
- პროფესიული განათლება- დაზუსტებული გეგმა - 44,678.9 ლარი, შესრულება44,557.2 ლარი, რაც წლიური გეგმის 99.7%-ს შეადგენს;
- უმაღლესი განათლება - დაზუსტებული გეგმა 137,925.9 ლარი, შესრულება - 147,026.8
ლარი, რაც წლიური გეგმის 106.6%-ს შეადგენს;
- მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - დაზუსტებული გეგმა 56,419.2 ლარი, შესრულება - 56,836.1 ლარი, რაც წლიური გეგმის 100.7%-ს შეადგენს;
- ინკლუზიური განათლება - დაზუსტებული გეგმა - 21,285.6 ლარი, შესრულება 21,221.8 ლარი, რაც 99.7%-ს შეადგენს;
- ინფრასტრუქტურის განვითარება - დაზუსტებული გეგმა- 129,731.9
ლარი,
შესრულება - 128,601.7 ლარი, რაც წლიური გეგმის 99.1%-ს შეადგენს;
კომიტეტს ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების „საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
ანგარიშზე“ (№1-6497/21; 20.05.2021) და ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის (07-2/47;
31.05.2021) მიმართ შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე განხილვას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გიორგი ამილახვარი
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-7817/21
15-06-2021
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ (N07-2/42; 28.05.2021); სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენებაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის შესახებ“ (1- 6497/21; 20.05.2021) და საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილ ინფორმაციაზე ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და
საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (N07-2/47, 31.05.2021)
კომიტეტმა მ/წ 15 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში“ (N07-2/42; 28.05.2021);
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“
(1- 6497/21; 20.05.2021) და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია
,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების შესახებ (N07-2/47, 31.05.2021).
კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნული დოკუმენტების პარლამენტის
სხდომაზე განსახილველად წარდგენას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-7647/21
14-06-2021
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“
(07-2/42; 28.05.2021)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 14 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში“ და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტი
2-7823/21
15-06-2021
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
“საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა (07-2/42;
28.05.2021) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის (1-6497/21/10; 20.05.2021) შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, 2021 წლის 15
ივნისის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე და 142-ე მუხლების
საფუძველზე, მოისმინა “საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში (07-2/42; 28.05.2021) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის (1-6497/21/10; 20.05.2021) შესახებ“ .
რეგიონში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული და შეადგინა 10,490,37 ათასი ლარი, რაც წლიური
გეგმის 102,7 %-ია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიასპორული პოლიტიკის (20 01 04) განსახორციელებლად
2020 წელს გამოყოფილი ასიგნებების (2,533.400 ლარი) თითქმის სრულად აითვისა და დაზუსტებული
გეგმის შესრულებამ შეადგენს 99,3%.
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტრომ,
მიგრაციის
პოლიტიკის
განვითარების
საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, განახორციელა საგრანტო პროგრამა - „იყავი
შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. პროგრამის მიზანს წარმოადგენდა „ახალგაზრდა ელჩების“ მიერ
ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაცია, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა; მსოფლიოში ახალი კორონავირუსის
(COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტრომ პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, ფარგლებში განახორციელა
საგრანტო პროექტი. გამოვლინდა 45 გამარჯვებული თანამემამულე, მსოფლიოს 19 ქვეყნიდან;
დასრულდა მუშაობა მიგრაციის სტრატეგიის (2021-2030) დიასპორის ნაწილის შემუშავებაზე და
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მომზადდა 2021 წლის მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტი; დიასპორის შესახებ
ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, საელჩოებისა და დიასპორული ორგანიზაციების აქტიური
ჩართულობით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა „დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენის“ 3
ნომერი;
უცხოეთში
მოქმედ
დიასპორულ
ორგანიზაციებს
სისტემატიურად
მიეწოდებოდათ
ინფორმაცია ელ-ფოსტის მეშვეობით მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის
გამოცხადებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და
საკონსულო დაწესებულებების მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის, დიპლომატიურ
მისიებში დამატებითი ცხელი ხაზის ამოქმედების, დაგეგმილი სპეცრეისების, ონლაინ სამედიცინო
კონსულტაციებისა და ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კორონავირუსის
გავრცელების პრევენციული ღონისძიებების თაობაზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, წარმოდგენილ მოხსენებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს
მიმართ შენიშვნები არ ჰქონია.
“საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები არ გამოთქმულა
და მხარი დაუჭირეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ განხილვას.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი მეძმარიაშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-7546/21
11-06-2021
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი - საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკ ვნა
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ
ანგარიშის“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების „საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ და
,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების“ თაობაზე (№07-2/42; 28.05.2021)
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში“, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ და ,,ძირითადი მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების
შესახებ“ ინფორმაცია.
მიუხედავად მსოფლიო პანდემიით გამოწვეული უამრავი სირთულისა,
ბიუჯეტის შესრულება მოხერხდა დაბალანსებულად, თუმცა არის რიგი პროექტები,
რომელთათვისაც გამოყოფილი ასიგნებების ათვისება ზოგ შემთხვევაში ვერ
მოხერხდა, რიგ შემთხვევებში კი რესურსი მცირედათვისებულია. ასევე აღსანიშნავია
მთელი რიგი პროგრამები, რომლებმაც გეგმით განსაზღვრულ ნორმას მნიშვნელოვნად
გადააჭარბეს. ამ ვითარებაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პანდემიამ
მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის დღის წესრიგი, შეაჩერა ეკონომიკური აქტივობები,
რაც თავის მხრივ, აისახა სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ პროექტების
განხორციელებაზეც.
2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში
საქართველოს
ინტეგრაციის
თაობაზე
საზოგადოების
ინფორმირებისთვის (28 01 05), საგარეო საქმეთა სამინისტროს დაზუსტებულ გეგმად
მითითებულია 703.2 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურ შესრულებად მითითებულია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
1,215. ათასი ლარი, რაც 512.1 ათასი ლარით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს.
რეალურად, საინფორმაციო ცენტრის 2020 წლის დაზუსტებული გეგმით
განსაზღვრულია 1,291.7 ათასი ლარი. შესაბამისად, შესრულების მაჩვენებელი
პროცენტულად არის 94% და არა 173%, როგორც ეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშში არის მითითებული. სასურველია, აღნიშნული მონაცემი
დაკორექტირდეს.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დადებითად აფასებს წარმოდგენილ
ანგარიშს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-7111/21
07-06-2021
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კოვზანაძეს
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ შესახებ (N 07-2/42, 28.05.2021).
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში“.
კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული უწყებების მიერ საბიუჯეტო
ასიგნებების ფაქტიური ათვისება დაგეგმილ მაჩვენებლებთან მიმართებაში საანგარიშო
პერიოდის მიხედვით არის შემდეგნაირი: თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული გეგმა 818,000.0 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება - 842,378.8 ათასი ლარი; შინაგან საქმეთა
სამინისტრო: დაზუსტებული გეგმა - 763,550.0 ათასი ლარი, შესრულება - 765,835.6 ათასი
ლარი; საქართველოს დაზვერვის სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 13,500.0 ათასი ლარი,
შესრულება - 13,500.0 ათასი ლარი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:
დაზუსტებული გეგმა - 136,500.0 ათასი ლარი, შესრულება - 136,343.5 ათასი ლარი;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 57,800.0
ათასი ლარი, შესრულება - 56,685.2 ათასი ლარი; სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 7,400.0 ათასი ლარი, შესრულება - 7,224.9 ათასი ლარი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება დადებითად შეაფასა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კულტურის კომიტეტი
2-7822/21
15-06-2021
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
კულტურის კომიტეტის დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშსა“ (№07-2/42; 28.05.2021) და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენების „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-6497/21; 20.05.2021).
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მიმდინარე წლის 15 ივნისს კომიტეტის
სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/42; 28.05.2021) და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოხსენება „2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№1-6497/21;
20.05.2021).
წარმოდგენილი
დოკუმენტის
მიხედვით,
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 2020 წლის 12 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით
გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 1,546,016.0 ათასი ლარი, ხოლო
ფაქტობრივმა შესრულებამ 1,551,185.7, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 93 490,9 ათასი
ლარით ნაკლებია. ამავე უწყებისათვის გამოყოფილ სახსრებში „ხარჯების“ მუხლით საკასო
შესრულებამ 94.2% შეადგინა, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 5.5%, ხოლო
„ვალდებულებების კლების“ მუხლით - 0.1%
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
რაც შეეხება უშუალოდ კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული უწყების მიერ
საბიუჯეტო ასიგნების ფაქტიური ათვისება გეგმიურ მაჩვენებელთან მიმართებით არის
შემდეგნაირი:
კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა (32
07 06) - 2020 წლის დაზუსტებული გეგმა 6,167.1 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება
6,119.7 ათასი ლარი (99,2%);
სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა (32 08) - 2020 წლის
დაზუსტებული გეგმა 6,109.3 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება - 5,968.9 ათასი ლარი
(97,7%);
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (32 09) - 2020 წლის დაზუსტებული გეგმა 68,902.7 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება - 68,658.1 ათასი ლარი (99,6%);
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა (32 10) 2020 წლის დაზუსტებული გეგმა 24,621.8 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება 24,941.9 (101,3%);
კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის
ღონისძიებები (32 12) - 2020 წლის დაზუსტებული გეგმა 13,845.4, ფაქტობრივი
შესრულება - 16,906.5 (122,1%).
ანგარიშის მიხედვით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინიტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების გახარჯვამ შეადგინა 100,3 %.
კომიტეტს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის“ მიმართ შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს მის პლენარულ სხდომაზე
განხილვას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ელისო ბოლქვაძე
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-7125/21
07-06-2021
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა
და თვითმმართველობის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში (07-2/42; 28.05.2021); სახელმწიფო აუდიტის
სამსასურის მოხსენება „ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (1-6497/21; 20.05.2021) და „ძირითადი მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმსართულელების შესახებ
(07-2/47; 31.05.2021)
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა
2021 წლის 7 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „
საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში (07-2/42;
28.05.2021); სახელმწიფო აუდიტის სამსასურის მოხსენება „ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (1-6497/21; 20.05.2021) და
„ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულელები (07-2/47; 31.05.2021)
კომიტეტი სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ცნობად იღებს
წარმოდგენილ ანგარიშებს და მხარს უჭერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას
პატივისცემით
კომიტეტის თავმჯდომარე
სოზარ სუბარი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-6981/21
04-06-2021
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
(07-2/42/10; 28/05/2021)
კომიტეტმა მოისმინა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიში“ და „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენება და მათ მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტი
2-7829/21
15-06-2021
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ და ,,ძირითადი მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების თაობაზე
(N 07-2/42;28.05.2021)
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2021
წლის 15 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
წარმოდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ და ,,ძირითადი მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ
ინფორმაცია.
კომიტეტი მხარს უჭერს ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას
,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“
და ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-6936/21
04-06-2021
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიურ ანგარიშზე“ (№07-2/42; 28.05.2021) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაზე
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის ანგარიშზე
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 3 ივნისს
კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/42; 28.05.2021) და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე (№1-6497/21; 20.05.2021).
კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის 3 ივნისს სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში“ (№07-2/42; 28.05.2021) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის ანგარიში
(№1-6497/21; 21.05.2021) მიიღო ცნობად და მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული
დოკუმენტების პარლამენტის სხდომაზე განსახილველად წარდგენა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge