საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, საქართველოს პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას არჩევის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
ნომერი
#2-8180/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 13

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა N 13 2021 წლის 18 ივნისი. 13:00 საათი საქართველოს პარლამენტი, ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ N 8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ანრი ოხანაშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (N07-3/61; 25.05.2021). მეორე მოსმენა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, გია ბენაშვილის, რესან კონცელიძეს, რატი იონათამიშვილის, გიორგი ხელაშვილის, ეკა სეფაშვილის, ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (N 07-3/73, 09.06.2021). პირველი მოსმენა. წამყვანი კომიტეტი. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია. 4. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქცია ,,შარლს მიშელის რეფორმების ჯგუფის“-ის წარდგინებით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის, თეონა აქუბარდიას არჩევის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია.
ოქმი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის ოქმი N13 2021 წლის 18 ივნისი. 13:00 საათი საქართველოს პარლამენტი, ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ N 8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) სხდომას თავმჯდომარეობდა: ირაკლი ბერაია სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, თეონა აქუბარდია, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილი, რესან კონცელიძე, ირაკლი ჩიქოვანის ადგილმონაცვლე ისკო დასენი, ალექსანდრე ელისაშვილი, არმაზ ახვლედიანი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: 1. პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი (აშშ-ის თავდაცვის ატაშე; 2. მაიორი ემანუელ გფოელერ-ვოლკოფი (აშშ-ის არმიის ატაშე); 3. ბ-ნი ენდრიუ მიურეი (აშშ-ის თავდაცვის ატაშეს ასისტენტი); 4. ქ-ნი მაიკო ტყემალაძე (აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშეების ოფისი); 5. ვიცე-პოლკოვნიკი კაიდო ლაინჯარვი (ესტონეთის თავდაცვის ატაშე); 6. ქ-ნი კლერ მაკიანი (გაერთიანებული სამეფოს სპეციალური მრჩეველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში); 7. პოლკოვნიკი სუ რუ (ჩინეთის თავდაცვის ატაშე); 8. პოლკოვნიკი ლიუ ჟიაჰონგი (ჩინეთის თავდაცვის ატაშეს მოადგილე); 9. პოლკოვნიკი მირჩა ჯუგურეანუ (რუმინეთის თავდაცვის ატაშე); 10. მაიორი რუსტამ კამალეტდინოვი (ყაზახეთის თავდაცვის ატაშეების ოფისი); 11. ვიცე-პოლკოვნიკი მირიან ზაგორსკი (ბულგარეთის თავდაცვის ატაშე); 12. პოლკოვნიკი ბურაკ ალტინერი (თურქეთის სამხედრო ატაშე); 13. ვიცე-პოლკოვნიკი ფატიჰ ბალი (თურქეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე); 14. კაპიტანი დენიზ კუჩუკი (თურქეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე); 15. ვიცე-პოლკოვნიკი ნერიჟიუს ტამოსაიტისი (ლიტვის სამხედრო ატაშე); 16. პოლკოვნიკი ილმარს ძენიევსი (ლატვიის თავდაცვის ატაშე); 17. პოლკოვნიკი ადამ ოძეჟი (პოლონეთის სამხედრო ატაშე); 18. პოლკოვნიკი ოლექსანდ ჰურაკი (უკრაინის სამხედრო ატაშე). 1 დღის წესრიგი 1. საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ანრი ოხანაშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ (N07-3/61; 25.05.2021), მეორე მოსმენა, მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, გია ბენაშვილის, რესან კონცელიძეს, რატი იონათამიშვილის, გიორგი ხელაშვილის, ეკა სეფაშვილის, ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (N 07-3/73, 09.06.2021), პირველი მოსმენა, წამყვანი კომიტეტი; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია; 4. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარდგინებით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის, თეონა აქუბარდიას არჩევის საკითხის განხილვა, მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია. კომიტეტის სხდომა თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ,,დღის წესრიგით პირველი საკითხია სამუშაო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან, სადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაცნოთ ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც კომიტეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს განიხილავს’’-განაცხადა მან. “ძვირფასო თავდაცვის ატაშეებო, საქართველოს ძვირფასო მეგობრებო, ჩემი კოლეგების სახელით, მოგესალმებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. მსურს ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო აშშ-ის თავდაცვის ატაშეს პოლკოვნიკ ბეგლის ამ სფეროში მისი გამორჩეული ხელმძღვანელობისთვის და 2 განსაკუთრებით იმისთვის, რომ მოგვცა შესაძლებლობა გვემასპინძლა თქვენთვის და მოგვეწოდებინა ინფორმაცია ჩვენი კომიტეტის საქმიანობის შესახებ. ვიმედოვნებ, პანდემიის მიუხედავად, გქონდათ და ახლაც გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ საქართველოს, მის მშვენიერ ბუნებას და პეიზაჟებს, მთებსა და ზღვისპირეთს, განსაკუთრებით ჩვენს დიდ სტუმართმოყვარეობას, საუკეთესოს ქართული ღვინითა და სამზარეულოთი. ჩვენი კომიტეტი შედგება 17 დეპუტატისგან, რომელთაგან 9 მმართველი პარტიიდან და 8 ოპოზიციიდან არის წარმოდგენილი. ჩვენი წევრები არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. მოგეხსენებათ, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უამრავი შესაძლებლობა და განვითარების უზარმაზარი პერსპექტივა, მაგრამ ეს არის ასევე ქვეყანა უსაფრთხოების წინაშე მდგარი ეგზისტენციალური გამოხატულია რუსეთის და ფედერაციის მზარდი საფრთხეებით. მიერ ჩვენი ორი ეს საფრთხეები რეგიონის ოკუპაციით; საერთაშორისო სამართლის სრული უგულვებელყოფით მათი დეფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით; ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობით და წვრთნებით; ბორდერიზაციის უკანონო პროცესით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების სერიოზული დარღვევებით, როგორიც არის წამება, უკანონო დაკავებები და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა; გააქტიურებული ჰიბრიდული ქმედებებით, როგორიცაა კიბერშეტევები და დეზინფორმაციული კამპანიები. შავი ზღვის მილიტარიზაცია და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მზარდი სამხედრო წარმომადგენლობა ძირს უთხრის რეგიონალურ უსაფრთხოებას. გლობალურმა პანდემიამ საფრთხეები გააორმაგა, აგრესორმა კი ის თავისი დესტრუქციული ინტერესებისთვის გამოიყენა. შესაბამისად, უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფა უმთავრესია და, შეიძლება ითქვას, რომ აუცილებელი წინაპირობაა საქართველოს განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი კომიტეტის საქმიანობა დაფუძნებულია და მორგებულია საქართველოს უსაფრთხოების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს. კომიტეტის მთავარი მიზანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერება, მათ შორის, იმ საშუალებებით, როგორიცაა: - უსაფრთხოების კოორდინაციის არქიტექტურის გაძლიერება; - ტოტალური თავდაცვის მექანიზმების გაძლიერება; 3 - ჰიბრიდული საფრთხეებისა და ქვე-ბარიერიერული აქტივობების მიმართ მდგრადობის გაზრდა; - კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაძლიერება; - საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება; თავდაცვისა და - რაც მთავარია, ჩვენი მანდატის ფარგლებში დეოკუპაციის ძალისხმევის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარების ხელშეწყობა. აღნიშნული დღის წესრიგის განსახორციელებლად ჩვენ ვმუშაობთ 5 მთავარი მიმართულებით: - საკანონმდებლო; - საზედამხედველო; - საერთაშორისო თანამშრომლობა და საპარლამენტო დიპლომატია; - სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა. ნება მიბოძეთ თქვენი ყურადღება გავამახვილო საკანონმდებლო და კანონის აღსრულების ღონისძიებებზე. წლის ბოლოს პარლამენტი დაამტკიცებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ფუნდამენტურ დოკუმენტს. ჩვენი წევრები წარმოდგენილნი არიან უწყებათაშორის საბჭოში და აქტიურად მონაწილეობენ დოკუმენტის შემუშავების პროცესში. მას შემდეგ, რაც პროექტი მზად იქნება, იგი განსახილველად წარედგინება ჩვენს კომიტეტს, რის შემდეგაც გადაინაცვლებს პლენარულ სხდომაზე. ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების მიზნით ჩვენი ერთერთი ინიციატივაა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სავალდებულო წესით გადახედვა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, რომლის შედეგების გათვალისწინებით, იგი შეიძლება განახლდეს. 5-წლიანი ვადის გარდა, კონცეფცია ასევე გადაიხედება საქართველოს უსაფრთხოების გარემოში არსებითი ცვლილების შემთხვევაში. დღეს, კომიტეტში პირველი მოსმენით განვიხილავთ ამ ინიციატივას. ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტოტალური თავდაცვის მექანიზმების გაძლიერება, კომიტეტი აქტიურად მუშაობს თავდაცვის ახალ კოდექსზე შესაბამის ინსტიტუტებთან ერთად. თავდაცვის კოდექსი მოახდენს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებას ერთ აქტად, მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს და გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების 4 მართვის ეფექტიანობას. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია თავდაცვის ძალები გახდეს პოტენციური აგრესიის ეფექტიანი შემაკავებელი. ჩვენი მუშაობის ძირითადი ფოკუსი ასევე მიმართული იქნება ჰიბრიდულ საფრთხეებთან და მათ წინააღმდეგ მედეგობის გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებაზე. პარლამენტმა ახლახან შეიტანა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქ. კანონში შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს კიბერ-საფრთხეების კომპეტენტური წინააღმდეგ ორგანოების ოპერატორებისთვის უფრო მკაფიო მძლავრ ინსტიტუციურ პასუხისმგებლობას, კიბერუსაფრთხოების უფრო მაღალი მექანიზმებს, ძირითადი დონის სერვისების სავალდებულო სტანდარტებს და უფრო უსაფრთხო კიბერ-სივრცეს. ჩვენი სამუშაო ფოკუსირებული იქნება კიბერ-საფრთხეების სწრაფად ცვალებად ბუნებასა და სულ უფრო დახვეწილი, ახალი და დესტრუქციული ტექნოლოგიების მავნე გამოყენების წინააღმდეგ კანონმდებლობის შემდგომ ადაპტაციაზე. რუსი და სხვა აქტორები უფრო შეუპოვარნი და აგრესიულნი გახდნენ კიბერსივრცეში, ატარებენ რა მავნე კიბერ აქტივობებს თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, საფრთხეს უქმნიან ეკონომიკას, თავისუფალ და ღია საზოგადოებას და ზიანს აყენებენ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას კიბერშეტევებზე რეაგირებისა და მათი თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად. დეზინფორმაციული კამპანიებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ამ სფეროში ეროვნული შესაძლებლობებისა და კოორდინაციის გაძლიერება. ჩვენი პრიორიტეტია საზოგადოების მედეგობის გაზრდა კრიტიკული აზროვნების, მედიაწიგნიერების და სტრატეგიული კომუნიკაციების საშუალებით. რუსეთი აგრძელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს ინფორმაციულ სივრცეში როგორც საკუთარ საზღვრებში, ასევე მის გარეთ და წარმართოს დახვეწილი საინფორმაციო მანიპულაციური ოპერაციები. იგი განაგრძობს ამ აქტივობების გავრცელებას სხვადასხვა ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების გამოყენებით. ეს საინფორმაციო კამპანიები გამიზნულად და კოორდინირებულად ხორციელდება, რათა შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, დათესონ უნდობლობა და ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს. შესაბამისად, ქვესაზღვრის დაცვა და შეკავება არ უნდა დავუტოვოთ მხოლოდ ფორმიანებს. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციური 5 ცნობიერებისა და მედეგობის განმტკიცებას, რათა ამ აქტივობების განსახორციელებლად უფრო ეფექტიანები გავხდეთ. ამისათვის დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ადგილზე გვაქვს ეფექტიანი კანონმდებლობა. ჩვენ გავაძლიერებთ ეროვნულ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ ჩარჩოს ეროვნული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, სადაც არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ეროვნული ნუსხით, უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტებით, მათი უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც სფეროში ინვესტიციების შემოწმებით. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ მთავრობასთან ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ და საქართველოს შავი ზღვის ეროვნული სტრატეგიების შემუშავების მიზნით, როგორც ეს მთავრობის პროგრამაშია მოცემული. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მუშაობის მეორე მთავარ მიმართულებას წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობა. ჩვენი კომიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრაქტიკის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და ფართო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის, უსაფრთხოების და სადაზვერვო ინსტიტუტები უნდა აკმაყოფილებდნენ თავიანთ ფუნქციონალურ მოთხოვნებს, ისინი თანაბრად უნდა შეესაბამებოდნენ ნორმატიულ, საზოგადოებრივ და სამართლებრივ სტანდარტებს და მხოლოდ დემოკრატიული კონტროლისა და ზედამხედველობის პირობებში, მათ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზედამხედველობას მივანიჭეთ პრიორიტეტი და მოვათავსეთ ჩვენს პოლიტიკურ და საკანონმდებლო დღის წესრიგში. თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობა ხორციელდება 4 ოპერაციულ დონეზე: ცალკეული პარლამენტის წევრები, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ნდობის ჯგუფი და პლენარული სხდომა. ნდობის ჯგუფის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს არის 5 პარლამენტის წევრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც იქმნება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და შედგება მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წევრებისგან. რეგლამენტის თანახმად, ნდობის ჯგუფს ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე; 6 2 წევრი დასახელებულია საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ფრაქციის/ფრაქციების მიერ; ხოლო დანარჩენი 2 - ოპოზიციური ფრაქციის/ფრაქციების მიერ. ნდობის ჯგუფი ზედამხედველობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საიდუმლო საქმიანობას, სპეციალურ პროგრამებსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საიდუმლო შესყიდვებს. მის წევრებს წვდომა აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობის საიდუმლო ინფორმაციაზე. ნდობის ჯგუფის კომპეტენციაში სხვა უფლებამოსილებებთან ერთად შედის: - თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობის, სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო შესყიდვების შესახებ საიდუმლო წლიური ანგარიშების მოსმენა; - ოფიციალური პირების ნდობის ჯგუფში მოწვევა და მოსმენა; - სპეციალური ანგარიშების, ინფორმაციისა და მასალების გამოთხოვა; - საიდუმლო საკანონმდებლო აქტების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ რეჟიმში მიღება; - 2 მილიონ ლარზე მეტი საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულ რეჟიმში მიღება; - საზედამხედველო ვიზიტების განხორციელება. მე-10 მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფი შეიქმნა 2020 წლის დეკემბერში. მას თავმჯდომარეობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ორი წევრი მმართველი პარტიიდან არის: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია პარლამენტში სულ ცოტა ხნის წინ შევიდა, მათ ჯერ არ გაუვლიათ ნდობის ჯგუფის წევრობისთვის საჭირო სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შემოწმების პროცედურები. ნდობის ჯგუფის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა 2021 წლის 11 იანვარს გამართა, სადაც დამტკიცდა წლიური სამოქმედო გეგმა, რომელსაც მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი. ამასთანავე, ჩვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმა საჯაროა და ატვირთულია პარლამენტის ვებგვერდზე. ორივე გეგმა განსაზღვრავს კომიტეტის საქმიანობას 2021 წლისთვის, მათ შორის, ზედამხედველობას. თუმცა, ზედამხედველობის 7 მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც მიმდინარე მოვლენებს ემყარება. ჩვენი საზედამხედველო საქმიანობა პრაქტიკაში შემდეგნაირად გამოიყურება: მოსმენები, დოკუმენტების მიღება, საზედამხედველო ვიზიტები. ეს საზედამხედველო უფლებამოსილებები საშუალებას გვაძლევს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებზე მუდამ ფხიზლად გვეჭიროს თვალი და შევაფასოთ მათი საქმიანობის კანონიერება და ეფექტიანობა. რაც შეეხება ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება და სამხედრო სამსახურის პოპულარობის ზრდას, აქ 4 მიმართულებას გამოვყოფთ: - სავალდებულო სამხედრო სამსახური; - რეზერვი; - მშვიდობიან დროში ისეთი მექანიზმების შექმნა, რაც ომის დროს საშუალებას მისცემს ყველა ეროვნული ძალისხმევისთვის მობილიზებას; - პარლამენტის მიერ ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდის როლის შესრულება მოსახლეობასა და სამხედროებს შორის, რათა გაიზარდოს სამხედრო საქმის მიმზიდველობა და მისადმი ინტერესი მოსახლეობაში. ჩვენი მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობისა და საპარლამენტო დიპლომატიის მეშვეობით წვლილი შევიტანოთ და მოვახდინოთ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების შესაძლებლობების გასაღრმავებლად. შესაბამისად, ამ კუთხით ვცდილობთ ჩვენს კომიტეტსა და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის ინსტიტუტებთან (განსაკუთრებით აშშ-სა და ნატოს მოკავშირეებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან) და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ეს მოიცავს პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან ორმხრივი კავშირების განმტკიცებას, მრავალმხრივ ფორმატებში ეფექტიან თანამშრომლობას, როგორიცაა საპარლამენტო ასამბლეები. ჩვენ წარმოდგენილნი ვართ რამდენიმე საპარლამენტო ასამბლეაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კომიტეტი აქტიურად მონაწილეობს აშშ – ს საქართველოს სტრატეგიული ქარტიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში; აღსანიშნავია უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის და ახლადშექმნილი მაღალი დონის გერმანულ-ქართული 8 ფორუმი გერმანიის ბუნდესტაგში, ასევე, სხვა საპარლამენტო თანამშრომლობის ძალიან ფართო შესაძლებლობები. ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი - თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეფექტიანი საპარლამენტო ჩართულობა თავდაცვასა და უსაფრთხოებაში მიიღწევა შესაბამისი დამხმარე აქტორების მონაწილეობით. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს გვქონდეს წვდომა ინფორმაციის მრავალ წყაროსთან და დამოუკიდებელ მრჩეველთან, რათა სრულად არ დავეყრდნოთ ან ავტომატურ რეჟიმში არ დავეთანხმოთ მთავრობის განცხადებებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საშუალებას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომებში, კანონპროექტებსა და ანგარიშებზე წარადგინონ კომენტარები და რეკომენდაციები. ბოლო 12 თვის განმავლობაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ჩატარდა მრავალი ღონისძიება ისეთ თემაზე, როგორიც არის ქბრბ და სტრატეგიული საქონლით ვაჭრობა, გამოწვევები კონტროლის მხრივ და ა.შ. მას შემდეგ, რაც თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა აუდიტორიას, სხდომა კითხვაპასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პირველი კითხვით თავმჯდომარეს რუმინეთის სამხედრო ატაშემ მიმართა, რომელიც დაინტერესდა მიიღო თუ არა უკვე კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსგან ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი განსახილველად. აღნიშნულთან დაკავშირებით თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში უსაფრთხოების კონცეფციისა და სხვა კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაზე, მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს შემუშავების პროცესი სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით და როგორც კი დასრულდება განსახილველი დოკუმენტის დამუშავების პროცესი, ის მთავრობიდან პარლამენტში გადმოინაცვლებს, სადაც გაიმართება შესაბამისი განხილვები კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე. შემდეგი კითხვით თავმჯდომარეს აშშ-ის სამხედრო ატაშემ მიმართა, რომელიც დაინტერესდა მხოლოდ ნდობის ჯგუფი ახორციელებს საზედამხედველო ვიზიტებს, თუ 9 მთელს კომიტეტსაც ეძლევა საშუალება გამოიყენოს აღნიშნული მექანიზმი. ამასთან დაკავშირებით თავმჯდომარემ უპასუხა, რომ საზედამხედველო ვიზიტები შედის თითოეული კომიტეტის მანდატში იმის მიხედვით, თუ რომელი სფეროს მიმართულებით მუშაობს კომიტეტი. როდესაც საზედამხედველო ვიზიტი ხორციელდება თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაბამის ინსტიტუტებში, მასში მონაწილეობას იღებს, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სრული შემადგენლობა, ასევე, ნდობის ჯგუფის წევრები. „ჩვენ 12-ზე მეტი საზედამხედველო ვიზიტი განვახორციელეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ობიექტებში, მათ შორის სამხედრო ობიექტებში, სამხედრო ბაზებზე, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც დახმარებით. საზედამხედველო უსაფრთხოების სამსახურის აშენდა ვიზიტების სასწავლო ჩვენი ამერიკელი ფარგლებში ცენტრს და პარტნიორების ვეწვიეთ სახელმწიფო ვაგრძელებთ აქტიურ ზედამხედველობას. ასევე, საზედამხედველო ვიზიტი განვახორციელეთ ოპერატიულტექნიკურ სააგენტოში მხოლოდ ნდობის ჯგუფის მანდატის ფარგლებში. ასე რომ, ეს უწყვეტი პროცესია და ჩვენ თვის განმავლობაში სულ ცოტა ორ/სამ საზედამხედველო ვიზიტს ვახორციელებთ. ეს ძალიან საინტერესო პროცესია და ამ ვიზიტების მსვლელობისას ჩვენ ადგილზე დეტალურად ვეცნობით სიტუაციას და შესაბამის რეკომენდაციებს ვაძლევთ ინსტიტუტებს. ესტონეთის სამხედრო ატაშე - „თქვენ აღნიშნეთ, რომ აპირებთ თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციას (ერთ კოდექსად გაერთიანებას). გთხოვთ უფრო დაგვიზუსტოთ გეგმები და გვითხრათ, თქვენი აზრით, რამდენად რთული ამოცანაა ეს“. თავმჯდომარემ ესტონეთის სამხედრო ატაშეს უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი „თავდაცვის სფეროში არსებობს მთელი რიგი კანონები და კოდიფიცირებული კანონის პროექტის ვერსიის შექმნის უზრუნველსაყოფად მუშაობს შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ცდილობს ერთ სტანდარტში მოაქციოს იგი, რათა მივიღოთ ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაარეგულირებს თავდაცვის სხვადასხვა სფეროებსა და მიმართულებებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს რთული პროცესია. ეს არის საკმაოდ ნორმალურად მიმდინარე შიდა პროცესი. ამგვარად, როგორც კი საკანონმდებლო პროექტის შემუშავება დასრულდება, ის გაიხსნება საჯარო დებატებისთვისა და განხილვისთვის,“ - აღნიშნა თავმჯდომარემ. 10 შემდეგი კითხვით თავმჯდომარეს ლიეტუვის სამხედრო ატაშემ მიმართა, რომელიც დაინტერესდა არის თუ არა კომიტეტი ჩართული სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების პროცესში და როგორია კომიტეტის ხედვა აღნიშნულ რეფორმებთან დაკავშირებით, რაზეც თავმჯდომარემ უპასუხა, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი აქტიურად არის ჩართული ყველა იმ საკითხში, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, რა თქმა უნდა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ამ სფეროში მექანიზმები უფრო დაიხვეწოს. თავმჯდომარემ იქვე აღნიშნა, რომ მხოლოდ ამის თქმა შეუძლია ამ ეტაპზე მოცემულ ფორმატში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა თეონა აქუბარდიამ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს: „მე გახლავართ თეონა აქუბარდია, კომიტეტის წევრი წარმოდგენილი ოპოზიციიდან და მოხარული ვარ, რომ გხედავთ დღეს აქ. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა გაგაცნოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმიანობის ზუსტი გეგმა. სხვათა შორის, სულ რაღაც ერთი თვეა, რაც კომიტეტში ვარ და უკვე განვახორციელეთ რამდენიმე საზედამხედველო ვიზიტი საქართველოს უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში და მივიჩნევ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენთვის ადგილზე მივიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ასრულებენ თავიანთ საქმეს აღნიშნული სუბიექტები. დამატებითი ინსტრუმენტი ასევე გახლავთ სააგენტოებისადმი მიმართული სადეპუტატო შეკითხვები მათი საქმიანობის შესახებ და პირადად მე, ხშირად ვიყენებ ამ შესაძლებლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. უნდა აღვნიშნო, რომ კომიტეტში გვაქვს სიტუაცია, როდესაც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ. არსებობს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები და ასევე, რა თქმა უნდა არსებობს შესაძლებლობებიც. ირაკლიმ ახსენა მედეგობა და სტრატეგიული კომუნიკაციები, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ვიმედოვნებ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალშიც და თუ არსებობს რამე დამატებითი საკითხი, რომელიც მოითხოვს პასუხს, მზად ვართ სამომავლო თანამშრომლებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ კომიტეტში მობრძანებისთვის“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ. 11 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს პარლამენტში ვიზიტისთვის „პირველ რიგში, მივესალმები ჩვენს სამხედრო მეგობრებს. თქვენი წარმომადგენლობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციის ხელმძღვანელს (პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის), რადგან ის აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან მრავალ საკითხზე. აქ იყო კითხვები სამხედრო განვითარების ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით და განსაკუთრებით (სავალდებულო სამხედრო) გაწვევის სისტემასთან დაკავშირებით. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ვმუშაობთ თავდაცვის კოდექსზე, რომელიც იქნება ყოვლისმომცველი დოკუმენტი, კერძოდ, იგი გააერთიანებს 9 კანონს და 5 კანონქვემდებარე აქტს. ეს კოდექსი კანონის მიხედვით სრულ ორგანიზებას გაუწევს ჩვენს თავდაცვის ინსტიტუტს, რომელიც დაეფუძნება „check and balance“-ის პრინციპს. ჩვენ ვეცადეთ ასევე, რომ განსახილველ კანონში ჩაგვერთო რამდენიმე ტერმინოლოგია, რაც ჩვენს ამის თავდაცვის ინსტიტუტს პარალელურად იქნება გახდის ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადს. მცდელობა, რომ კანონმდებლობით თავდაცვის ინსტიტუტი ორგანიზდეს არა მხოლოდ კონვენციური თავდაცვის მიმართულებით, არამედ გარკვეული სახის ჰიბრიდული მიდგომაც იქნას გამოყენებული შიდა უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ თავდაცვის ინსტიტუტებს მიაღწიონ ისეთ დონეს, რომ გახდეს უფრო მედეგი და თავდაცვისუნარიანი“, - აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მოწვეულ სტუმრებს კომიტეტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა მიმართა: „ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო სტუმრებო, ნება მომეცით მოგესალმოთ. მე ნამდვილად მესმის თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მაგრამ ამავე დროს, აბსოლუტურად ნათელია, რომ შეუძლებელია საუბარი ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი გზა საქართველოსთვის არის შექმნას მართლაც ნორმალური დემოკრატიული ინსტიტუტები და ჰყავდეს უფრო და უფრო მეტი დემოკრატი პარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს გვექნება საქართველო, სადაც გვეყოლება რამდენიმე დემოკრატი მმართველი პარტიის შიგნით, ამავე დროს, ოპოზიციაში. არ ვსაუბრობ მხოლოდ მმართველ პარტიაზე, ჩვენ გვჭირდება მეტი დემოკრატი საქართველოში ძალაუფლების შიგნით. ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთადერთი გზა. მე ასე მესმის და ვიმედოვნებ მიხვდებით ჩემს ნათელ პოზიციას. კიდევ ერთხელ მადლობა“, - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა. 12 რუმინეთის სამხედრო ატაშე დაინტერესდა მოქმედებს თუ არა საქართველოში სისტემა, როდესაც პარლამენტში სხვადასხვა ინსტიტუტებიდან, მაგალითად, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებიდან მოვლენილი პირები, მუშაობენ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით თავმჯდომარემ უპასუხა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებთან კომიტეტის ურთიერთობა მრავალმხრივია - „უპირველეს ყოვლისა ეს არის ანგარიშების მიღება და შესწავლა, შემდეგ კითხვების დასმა. ჩვენ ვახორციელებთ საზედამხედველო ვიზიტებს და ასევე, კომიტეტში ვიწვევთ შესაბამისი ინსტიტუტების წარმომადგენლებს სხვადასხვა საკითხებზე სამუშაოდ და ეს შესაძლოა იყოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ნებისმიერი თემა. გარდა ამისა, დისკუსიებს ვმართავთ როგორც კომიტეტში, ასევე შესაბამისი უწყებების დაწესებულებებში და ეს აქტიური სამუშაოა, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ. ვიცი, რომ გარკვეულ პარტნიორ ქვეყნებში არსებობს მსგავსი პრაქტიკა, როდესაც შესაბამისი თანამდებობის ან უნიფორმიანი პირები მუდმივად არიან გამწესებული შესაბამის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში, მაგრამ მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არ გვაქვს,“ - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ. რუმინეთის სამხედრო ატაშემ მაგალითად მოიყვანა მისი ქვეყნის გამოცდილება, სადაც თავდაცვის სამინისტროში არსებობს პარლამენტთან ურთიერთობის განყოფილება. ამ დეპარტამენტში მომუშავე პირები მიდიან პარლამენტში, რათა გაეცნონ და დაეუფლონ საპარლამენტო პრაქტიკას. „ვინაიდან ხანდახან, როდესაც ახალი კანონის წამოწევაა საჭირო, თუ არ იცი როგორ მუშაობს პარლამენტი, ექსპერტიზა რთულდება და შესაბამისად, კომიტეტში მიიღებ დოკუმენტებს, რომლებიც არ არის კარგად სტრუქტურირებული და საფუძვლიანი.“ - აღნიშნა რუმინეთის სამხედრო ატაშემ. თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ საქართველოში აღმასრულებელი შტოს ყველა სამთავრობო დაწესებულებაში არსებობს საპარლამენტო მდივნის პოზიცია, რომელიც მინისტრის მოადგილის დონეს წარმოადგენს. „მათ აქვთ შესაბამისი დეპარტამენტები, რომლებიც გარდა კანონშემოქმედებითი საქმიანობისა, ეწევიან საპარლამენტო- სამეკავშირეო საქმიანობას. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობები შესაბამის ინსტიტუტებსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის, თუმცა აღნიშნული დეპარტამენტებიდან წარმომადგენლების ან საპარლამენტო მდივნების გარდა ნებისმიერი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნებისმიერი ინსტიტუციის წარმომადგენელს შეუძლია მოსვლა პარლამენტში ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებული იქნება 13 ჩვენი თუ მათი საქმიანობის მანდატთან,“ - განუმარტა თავმჯდომარემ რუმინეთის სამხედრო ატაშეს. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ დისკუსია, არა კონკრეტულად აღნიშნულ სისტემაზე, მაგრამ მსგავსზე, რომ პარლამენტში შეიქმნას სამეკავშირეო ოფისი, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სხვადასხვა სააგენტოები, თუმცა ეს მხოლოდ დისკუსიის დონეზე. დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა მრჩეველმა კითხვით მიმართა თავმჯდომარეს. იგი დაინტერესდა, თუ როგორ ხედავს ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს როლს საქართველოში. თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ ისევე, როგორც ყველა სახელმწიფოში, საქართველოშიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი არის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია. „არსებობს სხვადასხვა მოდელი, განსხვავებული მოწყობა ინსტიტუციურად, თუ როგორ ფორმირდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოები და ეს მიდგომები, დამოკიდებულია სტრუქტურასა და სპეციფიკაზე. თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი თითქმის ერთნაირია ყველა ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუტების მსგავსად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ასრულებს მანდატს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ განმარტა ირაკლი ბერაიამ. „ალბათ არ იქნება გასაკვირი თქვენთვის, რომ მე ვაკრიტიკებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს არსებულ სისტემას,“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ. და ეს არ არის პრობლემა სისტემასთან დაკავშირებით, ის თითქმის ერთი და იგივეა ყველა ქვეყანაში. საუბარია იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ მას. ვფიქრობ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრების სიხშირე, ისევე როგორც მდივნის არ ყოლა პრობლემური საკითხია. ეს დარეგულირებულია კანონმდებლობით და პრობლემაა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს უნდა ჰყავდეს მოადგილეები და ამჟამად მხოლოდ აპარატის უფროსი ხელმძღვანელობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფისს, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი. ასევე, ბევრი პრობლემაა კრიზისების მართვასთან დაკავშირებით. მე ვაკრიტიკებდი ამ კანონს პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, როდესაც ის მიიღეს 2019 წელს და ვაკრიტიკებ ახლაც ამ პოზიციიდან. მჯერა, რომ ეს ერთი და იგივეა 14 ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა დავწეროთ საფუძვლები, ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს უჭირავს პოზიცია მინისტრის დონეზე. ვინაიდან ფიზიკურად შეუძლებელია შეასრულო შენი ფუნქცია, როდესაც გიჭირავს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სხვა პოზიცია. მიმაჩნია, რომ ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოს უნდა ჰყავდეს ცალკე მდივანი თავისი მოადგილეებით და საბჭოს შეხვედრები უნდა იმართებოდეს სამ თვეში ერთხელ, როგორც ეს კანონშია გაწერილი, თუმცა ასე არ ხდება,“ - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ. „ასე ჟღერს კომიტეტში ოპოზიციის ძლიერი ხმა,“ - აღნიშნა თავმჯდომარემ. „რაც შეეხება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოს, მსურს დავამატო, რომ რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა მოდელი, განსხვავებული მოწყობა, სიმართლე, რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ პრობლემას მოწყობაში, როდესაც ვალდებულებების შესრულება ხდება ეფექტიანად. საბჭო შეიძლება ჩამოყალიბდეს ამა თუ იმ გზით. თუმცა, საქმიანობის მსვლელობისას პრაქტიკაში ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა დაკვირვების, კონტროლის და საჭიროებისამებრ ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერების, როდესაც ამის აუცილებლობა ჩნდება,“ - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ. კითხვების ამოწურვის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს „როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, განზრახული გვაქვს თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ვინაიდან საფრთხეები და გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას, ერთობლივ რეაგირებას და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო არ არის მარტო და გვაქვს მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული და საერთაშორისო პარტნიორებისგან. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის კარი მთელი წლის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დროს ღიაა თქვენნაირი მეგობრებისთვის ნებისმიერ საკითხთან და თემასთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს დისკუსიას. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ან გვესტუმროთ ნებისმიერ დროს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და განსაკუთრებული მადლობა პოლკოვნიკ ბეგლის ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის,“ - განაცხადა თავმჯდომარემ. მეორე საკითხად კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ბერაიას, ანრი ოხანაშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები - ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და ,,საქართველოს 15 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა. მომხსენებლის განმარტებით წარმოდგენილ კანონის პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავალდებულო დასკვნის მქონე კომიტეტის შენიშვნებიც. თეონა აქუბარდიამ მოსაზრება გამოთქვა პროექტის პირველი მუხლის „გ“ პუნქტის სხვაგვარად ფორმულირებასთან დაკავშირებით, რაზეც მომხსენებელმა განმარტა, რომ წარმოდგენილი რედაქცია აბსოლუტურად ამომწურავია და იგი საზღვარგარეთის გამოცდილებას და ევროკავშირის დირექტივებს შეესაბამება. დეპუტატმა მოსაზრება გამოთქვა პირველი მუხლის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით, რომლითაც ყალიბდება კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტი კერძოდ, მიზანშეწონილი იქნებოდა დემონსტრირების ცნების დაზუსტება, რაზეც მომხსენებელმა განმარტა, რომ ამის საჭიროა არ იდგა, რადგანაც იარაღის ტარებას წესები განსაზღვრულია მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. დეპუტატი ასევე დაინტერესდა ჰქონდა თუ არა მოქალაქეს აკუსტიკური იარაღის სატრანსპორტო საშულებით ტარების უფლება, რაზეც მომხსენებელმა განმარტა, რომ აკუსტიკური იარაღის ცნება აბსოლუტურად ახალია, რომელიც ამ კანონის მიზნებისთვის არის შემოსული, შესაბამისად იარაღი მანქანაში იქნება თუ ჩანთაში, მისი გადატანის და გადაზიდვის წესი განისაზღვრება შს მინისტრის ბრძანებით. მოცემული ინიციატივით იარაღის გადატანა დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნებისთვის რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ესენია: თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში;“. თეონა აქუბარდიამ ასევე კითხვა დასვა, ჰქონდა თუ არა აპარატს სასამართლო სტატისტიკა იარაღის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებთან დაკავშირებით, რაზეც მომხსენებელმა განმარტა, რომ აღნიშნული მოცემული იყო კანონპროექტის განმარტებით ბარათში. თეონა აქუბარდიას მოსაზრებით მიზანშეწონილი იქნებოდა დაზუსტებულიყო იარაღის ტარებასთან დაკავშირებული მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებებში სხვადასხვ დეფინიციებიც. არმაზ ახვლედიანმა მოსაზრება გამოთქვა, ახალი იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მიღების მიზანშეწონილობის შესახებ. მომხსენებლის განმარტებით წარმოდგენილ კანონის პროექტში გათვალისწინებულია სავალდებულო დასკვნის მქონე კომიტეტის შენიშვნებიც. 16 ასევე რესან კონცელიძემ მოსაზრება გამოთქვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლთან დაკავშრებით, რომლითაც ყალიბდება კოდექსის 167-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც მომხსენებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა საქართველოს კანონის პროექტებს ,,იარაღის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად მიიჩნია. მესამე საკითხად კომიტეტმა პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, გია ბენაშვილის, რესან კონცელიძეს, რატი იონათამიშვილის, გიორგი ხელაშვილის, ეკა სეფაშვილის, ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტი განიხილა. ,,არსებული ცვლილებით კანონში, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვადების შესახებ ჩნდება სავალდებულო ჩანაწერი. კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სავალდებულო წესით გადახედვა მოხდება 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ. ასევე, გადაიხედება და უსაფრთხოების გარემოს არსებითი განახლდება ნებისმიერ დროს, ქვეყნის ცვლილებისას. რაც არის საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი არსი,’’ - განაცხადა მომხსენებელმა. თეონა აქუბარდია დაინტერესდა, რამ გამოიწვია პროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებები, რაზეც მომხსენებელმა განმარტა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში საქმიანობენ სამოქალაქო პირები და სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლები. შესაბამისად, აპარატის მოსამსახურეების ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და სპეციალური წოდებისთვის დადგენილი სარგოსგან, რაც ნიშნავს რომ ფულად სარგოზე ყოველთვიურად ეძლევა დანამატი სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურებით კალენდარული წლების მიხედვით. თუკი, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თანამშრომელი არის 17 სპეციალური წოდების მატარებელი და წინა სამსახურში, სხვა უწყებაში საქმიანობდა სპეციალური წოდებით, მისი სპეციალური წოდებით ნამსახურების ვადა ამ სამსახურში ეთვლება. აღნიშნული რეგულირებით სწორდება ასევე დანამატის განსაზღვრასთან დაკავშირებული არსებული საკანონმდებლო ხარვეზი, რაც იყო გამორჩენილი სამხედრო წოდებით ნამსახურევ პირებზე. მომხსენებლის განმარტებით თუ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში დღეს საქმიანობს სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელიც მაგალითად მანამდე თავდაცვის ძალებში მსახურობდა და მას მოქმედი კანონმდებლობით არ განესაზღვრება დანამატი, რაც ტექნიკური ხარვეზია და ხდება მისი გასწორება. კომიტეტმა კენჭი უყარა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, გია ბენაშვილის, რესან კონცელიძეს, რატი იონათამიშვილის, გიორგი ხელაშვილის, ეკა სეფაშვილის, ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად მიიჩნია. მეოთხე საკითხად კომიტეტმა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქცია ,,შარლს მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარდგინებით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის, თეონა აქუბარდიას არჩევის საკითხი განიხილა. შედეგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, თეონა აქუბარდია იქნა არჩეული. სხდომის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სხდომის მდივანი სოფიო ბაბუნაშვილი 18