საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ტრანსპორტის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-22
ბიუროს ნომერი 68
📜 ტექსტი
დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-8210/21
21-06-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
დასკვნა
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2020 წლის
სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ ტრანსპორტის მიმართულებით გაწეული
საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომაზე, 2021 წლის 26 აპრილს მოუსმინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გურამ გურამიშვილს,
რომელმაც ტრანსპორტის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის
წესრიგის 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ
შეთანხმების მე-4 თავი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას
ითვალისწინებს
და
მისი
მიზანია:
ქართული
კანონმდებლობის
ევროპულ
კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, საქართველოსა და ევროკავშირის სატრანსპორტო
სექტორების ერთმანეთთან დაახლოება, ქართული კომპანიებისა და მძღოლებისთვის
ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ბარიერების
მოხსნა, საქართველოს გზებზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, საქართველოს
სატრანსპორტო ქსელის დახვეწა, მგზავრებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების
უზრუნველყოფა და გარემოზე ტრანსპორტის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.
ასოცირების შესახებ შეთანხმებაში საუბარია ტრანსპორტის ოთხი ძირითადი დარგის
საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროებში არსებული
კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასა და მათი აღსრულების
მექანიზმების შექმნაზე.
ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2020
წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ტრანსპორტის ოთხივე დარგში 19-მდე დირექტივა/
რეგულაციასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულებას.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში ევროკავშირის
ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოს საშუალებას მისცემს, გახდეს
ევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილი, რაც სტიმულს მისცემს ქვეყნაში ინვესტიციების
მოზიდვას, ტრანსპორტის სფეროს განვითარებას და ეკონომიკის ზრდას.
წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ტრანსპორტის სფეროში, ასოცირების
შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2020 წლის სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული აქტივობების უმეტესი ნაწილი შესრულების ეტაპზეა და ასოცირების
შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული
კანონმდებლობის დაახლოების პროცესი მიმდინარეობს.
კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ჰარმონიზაციის პროცესის უფრო ეფექტურად
წარმართვასა და ტრანსპორტის სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების
ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვადის დაცვით შესრულებას.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი