საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-22
ბიუროს ნომერი 68
📜 ტექსტი
დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-8209/21
21-06-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოსა და
ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების
ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, 2020 წლის 28 აპრილს,
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილისგან - ეკატერინე დგებუაძისგან
მოისმინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანგარიში განათლებისა
და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული
ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის
ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.
განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმები და
რეფორმის ფარგლებში გასატარებელი აქტივობები შესაბამისობაშია ან გამომდინარეობს
ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
წარმოდგენილი ანგარიში ეხებოდა ევროკავშირთან თანამშრომლობის სფეროს და
აღნიშნული იქნა შემდეგი საკითხები:
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საჯარო მმართველობის რეფორმის“ პროგრამის
მიმდინარეობა
და
„აღმოსავლეთ
პარტნიორობის
ევროპული
სკოლის
პროექტის“ მეორე ფაზის განხორციელება;
eTwinning Plus-ში ქართული სკოლებისა და მასწავლებლების ჩართულობის გაზრდის
ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები;
პროფესიული განათლების მოდერნიზების ხელშეწყობისთვის, კვალიფიკაციების
ჩარჩოს მართვის, განვითარების, მონიტორინგის და კვალიფიკაციების ელექტრონული
რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის პროექტის დამტკიცება.
ევროპულ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, "პროფესიული განათლების
შესახებ" ახალ კანონში და "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" კანონში
შესული ცვლილებები. ასევე, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებაში შესული
ცვლილებები.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების
მიზნით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის
(ENQA) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ეტაპობრივად შესრულების საკითხი.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს Erasmus+ის პროგრამულ ქვეყნად ტრანზიციისთვის მოსამზადებელი
პროექტის დასრულება და 2020 წლისთვის საქართველოს წარმომადგენლების 29 COST
აქციაში ჩართლობის საკითხი;
საერთო
ევროპულ
სამეცნიერო
ფესტივალთან
„ევროპელ
მკვლევართა
ღამე“ საქართველოს შეერთება.
მოსმენილი ანგარიშიდან გამომდინარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ აქვს შემდეგი
რეკომენდაცია:
ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღება სხვადასხვა საფასურთან არის
დაკავშირებული. ზოგიერთ შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა
სტუდენტი, ევროკავშირის ქვეყნებში სწავლის საფასურის გადახდა სხვადასხვა შეღავათებს
ითვალისწინებს, რაც საქართველოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაააქტიუროს მუშაობა განათლების საფასურის
გათანაბრების მიმართულებით, რათა ევროკავშირში სწავლის საფასურთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქეებზეც იგივე რეჟიმი გავრცელდეს, რაც ევროკავშირის წევრი
ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება. ასეთი შესაძლებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი
იქნება, როგორც ფინანსური, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი