საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“-ს რეგისტრაციის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-8280/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 38

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2021 წლის 21 ივნისი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი 1. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/54; 19.05.2021) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე; 2. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/76; 09.06.2021) I მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/74; 09.06.2021) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 6. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N38 2021 წლის 21 ივნისი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, პაატა მანჯგალაძე, სავალან მირზოევი, ვიქტორ სანიკიძე, დავით უსუფაშვილი და ირმა ზავრადაშვილის უფლებამონაცვლე ზაურ დარგალი. სხდომაზე მოწვეულები: გივი მიქანაძე, ნიკა მაჭუტაძე, იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამენტის წევრები; სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/54; 19.05.2021) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე; 2. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/76; 09.06.2021) I მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/74; 09.06.2021) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. საპარლამენტო პოლიტიკური განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; ჯგუფის „მოქალაქეები“ რეგისტრაციის საკითხის 5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 6. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ მეორე საკითხის (საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/76; 09.06.2021) განხილვა, იმის გამო, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არ ჰქონდა ჯერ განხილული სავალდებულო დასკვნის წარმოდგენის მიზნით, გადატანილი ყოფილიყო კომიტეტის უახლოეს სხდომისათვის. კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი 1. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/54; 19.05.2021) II მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/74; 09.06.2021) განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საპარლამენტო პოლიტიკური განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; ჯგუფის „მოქალაქეები“ რეგისტრაციის საკითხის 4. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 5. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/54; 19.05.2021) II მოსმენით განხილვა მოისმინეს: გივი მიქანაძის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, მომხსნებელმა პროექტი განსახილველად წარმოადგინა მუხლობრივად მომხსენებელმა განხილვის დაწყებამდე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის“ 1987 წლის ევროპული კონვენციის ვალდებულების შესრულება, კერძოდ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე საქართველომ კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილი ვალდებულების მიხედვით უნდა წარადგინოს სამი კანდიდატურა, რომლებიც შეირჩევიან ეროვნულ დონეზე გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებზე დამყარებული კონკურსის შედეგად. სწორედ ამ მიზნის შესაბამისად, საქართველოს რეგლამენტს ემატება ის დებულებები, რომლებიც ქმინიან აღნიშნული კონკურსის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს პარლამენტის მიერ შეჩეულ სამ კადიდატს ჯერ განიხილავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეკომიტეტი, შემდგომ იურიდიულ საკითხთა ქვეკომიტეტი და დასკვნა გადაეცემა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთი კანდიდატის დამტკიცების შესახებ, რომელიც იქნება 4 წლის განმავლობაში საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპულ კომიტეტში. გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგლამენტის პროექტში გათვალისწინებული იქნა ის მოსაზრება, რომელიც გამოითქვა დავით უსუფაშვილის მიერ (რეგლამენტის პროექტის კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს) და ასახული იყო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნაში. კერძოდ, რეგლამენტის პროექტს დაემატა ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც კონკურსის ჩატარებასა და კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს უკავშირდება. აგრეთვე მიეთითა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გარდა კონკურსის ჩატარების წესისა, ამტკიცებს საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: რეგლამნეტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის „ყ¹“ ქვეპუნქტი: „ყ¹) ამტკიცებს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას.“. შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად: რეგლამენტს დაემატა შემდეგი შინაარსის 208² მუხლი: „ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის კანდიდატთა წარდგენა 1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს წარუდგენს, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის“ ევროპული კონვენციით დაარსებული, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის 3 კანდიდატს შემდგომი განხილვისა და შერჩევისთვის. გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩანაწერი „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია“ მიზანშეწონილია დაზუსტდეს ტერმინოლოგიური თვალსაზრისით და მიეთითოს „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია“. მოსაზრება გათვალისწინებული იქნა ინიციატორის მიერ და აისახა რეგლამენტის პროექტში: 1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს წარუდგენს, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის“ ევროპული კონვენციით დაარსებული, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის 3 კანდიდატს შემდგომი განხილვისა და შერჩევისთვის. გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი შეიცავდეს იმ ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატი, კერძოდ, რეგლამენტის პროექტით განისაზღვროს, რომ წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის ან ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში, ფლობს ინგლისურ ან ფრანგულ ენას და არ არის ნასამართლევი, რაც შესაბამისად უნდა აისახოს რეგლამენტის პროექტში და დაემატოს წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულ 208² მუხლს მე-2 პუნქტად, ხოლო მე-2 პუნქტი გადაინომროს და გახდეს მე-3 პუნქტი. მოსაზრება გათვალისწინებული იქნა ინიციატორის მიერ და აისახა რეგლამენტის პროექტში: 2. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება; ბ) აქვს არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის ან ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში; გ) ფლობს ინგლისურ ან ფრანგულ ენას; დ) არ არის ნასამართლევი. 3. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. შემდეგი შენიშვნა შეეხებოდა საკონკურსო კომისიას, რომლის შემადგენლობასაც პროექტის თანახმად ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა მიზანშეწონილი იქნება, რომ რეგლამენტის პროექტით განისაზღვროს საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესი, რაც შესაბამისად უნდა აისახოს წარმოდგენილი მუხლის ფორმულირებაში და რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულ 2082 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტად. კერძოდ, განისაზღვროს, რომ საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისგან. კომისიის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის დანარჩენ წევრებს (3 წევრს - საპარლამენტო უმრავლესობის წევრთაგან, 2 წევრს - საპარლამენტო ოპოზიციის წევრთაგან) შესაბამის სუბიექტებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. მოსაზრება გათვალისწინებული იქნა ინიციატორის მიერ და აისახა რეგლამენტის პროექტში: 4. საკონკურსო კომისია შედგება 7 წევრისგან. კომისიის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის დანარჩენ წევრებს (3 წევრს - საპარლამენტო უმრავლესობის წევრთაგან, 2 წევრს - საპარლამენტო ოპოზიციის წევრთაგან) შესაბამის სუბიექტებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე“. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/74; 09.06.2021) განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რაც განპირობებულია საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების შექმნის გამო. დადგენილების პროექტის თანახმად, შემოთავაზებულია რომ ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა (8 წევრი) გაიზარდოს და განისაზღვროს 12 წევრით, მათ შორის 6 წევრი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და 6 წევრი - საპარლამენტო ოპოზიციიის წარმომადგენელი. აღნიშნული რაოდენობის შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციის ყველა სუბიექტქს ეთიკის საბჭოში ეყოლება ერთი წარმომადგენელი, თუმცა როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შესაძლებელია აგრეთვე, რომ ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდოს 14 წევრამდე და 14 წევრიან ეთიკის საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა რაოდენობა გაიზრდება 7 წევრამდე, ხოლო საპარლამენტო ოპოზიციის სუბიექტებიდან ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - ეყოლება 2 წევრი, ხოლო დანარჩენ სუბიექტებს საპარლამენტო ოპოზიციიდან - 1 წევრი. აზრი გამოთქვეს: ნიკა მაჭუტაძე (ფრაქციის -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი) დაეთანხმა წინადადებას, რომ ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდოს არა 14, არამედ 12 წევრამდე. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებას და თანდართული მასალებს. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე - ალექსანდრე ელისაშვილი; პოლიტიკური ჯგუფის წევრი - ლევან იოსელიანი. წარმოდგენილია აგრეთვე პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ წესდება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 228¹ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“-ს რეგისტრაცია. მიაჩნია საპარლამენტო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საპარლამენტო ჯგუფის - „გირჩის“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსულ განცხადებას და თანდართულ მასალებს. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე - იაგო ხვიჩია; პოლიტიკური ჯგუფის წევრები: 1. ვახტანგ მეგრელიშვილი; 2. ალექსანდრე რაქვიაშვილი. წარმოდგენილია აგრეთვე პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წესდება. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებობს საკანონმდებლო პრობლემა, კერძოდ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228¹-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი. ამასთანავე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია.“ პოლიტიკური პარტია „გირჩი“-ს წარმომადგენელს ზურაბ ჯაფარიძეს შექმნილი აქვს უკვე სხვა ფრაქცია, რაც ქმნის დაბრკოლებას პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციისათვის. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების სულისკვეთება გახლდათ ის, რომ პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელთაც ვერ შექმნეს ფრაქცია, საპარლამენტო საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით, ჰქონოდათ პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესაძლებლობა. აზრი გამოთქვეს: იაგო ხვიჩიამ წაიკითხა კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტის 228¹-ე მუხლის მე-5 პუნქტი და აღნიშნა, რომ ჩანაწერი - „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია.“ მათ საკითხს საერთოდ არ ეხება ან ხდება იურისტების მიერ მისი არასწორი წაკითხვა და ინტერპრეტაცია. მისი აზრით, აღნიშნული ჩანაწერი ეხება უკვე შექმნილ ფრაქციებს და უწესებს ერთგვარ ჩამკეტს, რომ თუ მათ აქვთ ფრაქცია შექმნილი, არ აქვთ უფლება შექმნან პოლიტიკური ჯგუფი. თუ აღნიშნულ ნორმას, როგორც იაგო ხვიჩიამ განმარტა, მათ სიტუაციასთან დაკავშირებით წავიკითხავთ, ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური პარტია „გირჩი“ ს წევრებს ფრაქცია არ შეუქმნით და საქართველოს პარლამენტში მათი პარტიის სიით შესული მხოლოდ ერთი წევრი არის გაერთიანებული სხვა ფრაქციაში. აღნიშნული სამართლებრივი დისკუსიის გარეთ გატანის შემთხვევაში, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ის აუცილებლად მოიგებს და რეგლამენტის ზემოაღნიშნული ნორმა ვერ იქნება დაბრკოლება მათი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციისათვის. გურამ მაჭარაშვილი დაეთანხმა მომხსენებელს და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები ცალსახად იყო უმრავლესობის პოლიტიკური ნების დადასტურება, რათა პოლიტიკურ ოპოზიციას ჰქონოდა საპარლამენტო საქმიანობის ბერკეტების მაქსიმალურად ათვისების საშუალება. სწორედ ამ პოლიტიკური ნების დადასტურებაა სწორედ რეგლამენტში იმ ცვლილების ინიცირება, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხს და ისიც ორჯელ განხორციელდა და ნაცვლად 4 წევრისა 2 წევრსაც შეუძლია შექმნას პოლიტიკური ჯგუფი. გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილების დეკლარირებული მიზანი და ნება, მისი აზრით, არ უნდა შეფერხდეს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით, ამიტომ მიზანშეწონილი იქნება ამ ხარვეზის გასწორებაზე წარიმართოს მუშაობა და არა დისკუსიის გარეთ გატანის მიმართულება. იაგო ხვიჩიამ მადლობა გადაუხადა გურამ მაჭარაშვილს მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნეიტრალური მკითხველისათვის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული ნორმა და ჩანაწერი რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია - იკითხება მარტივად და გვეუბნება, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ არ შეიძლება ერთდროულად ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფების შექმნა. ირაკლი ქადაგიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და კომიტეტის წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ გადაწყვეტილების მიღება (კენჭისყრა) პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, დამატებითი კონსულტაციებისა და წარმოდგენილი ცვლილების სამართლებრივად მყარ არგუმენტზე დაფუძნების მიზნით, გადატანილი იქნეს კომიტეტის მომდევნო უახლოეს სხდომაზე. კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილი იქნა ორი კანდიდატურა: ნიკა მაჭუტაძე - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“; პაატა მანჯგალაძე - ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“; იმის გამო, რომ ნიკა მაჭუტაძემ - ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, მეორე ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად კომიტეტი კენჭისყრაზე დააყენებს პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას. კენჭისყრები: 1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/54; 19.05.2021) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/54; 19.05.2021) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 2. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/74; 09.06.2021)? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/74; 09.06.2021) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. 3. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი - „მოქალაქეების“ რეგისტრაციას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი - „მოქალაქეების“ რეგისტრაციის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 4. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად მხარი დაუჭიროს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ პაატა მანჯგალაძის კანდიდატურას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე; კომიტეტის დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი