გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის 21 ივნისის სხდომის გადაწყვეტილება - „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“ - თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე (ჯგუფის შემადგენლობა: ნინო წილოსანი, ხატია წილოსანი, გიორგი ხელაშვილი, თეონა აქუბარდია, ხათუნა კვიციანი; ჯგუფის მთავარი მომხსენებელი ნინო წილოსანი)

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.06.2021
ავტორი
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი
ნომერი
#2-8286/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-23
ბიუროს ნომერი 69

📜 ტექსტი

წერილი
2-8286/21 22-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თემატური მოკვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვის და მათი აღსრულების ეფექტიანობა“ დაწყების შესახებ. საკითხის შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ხატია წილოსანი, გიორგი ხელაშვილი, თეონა აქუბარდია და ხათუნა კვიციანი. ჯგუფის მთავარ მომხსენებლად განისაზღვრა ნინო წილოსანი. პატივისცემით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი