„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ინიციირებული ვარიანტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 22
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/647?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
თარიღი
14 ივნისი 2021 10:00
2021 წლის 14 ივნისი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში
(07-2/42; 28.05.2021) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის
ანგარიშზე
(1-6497/21;
20.05.2021)
და
ძირითადი
მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ
(07-2/47; 31.05.2021) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო
შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო
გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული
მმართველობის
გაძლიერება
ეკონომიკური
ზრდის
დემოკრატიული
შედეგად
მიღწევების
ინკლუზიური,
3.
განსამტკიცებლად;
მაღალანაზღაურებადი
და
მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა)“ (07-2/46; 31.05.2021) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
9/12/2024, 1:27 PM
https://parliament.ge/print/announcement/647?local=true
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
მოადგილე;
3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/69; 01.06.2021) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
4. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - ინიცირება
მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
5.
პროფესიული
განათლების
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს
შემადგენლობის
დაზუსტება;
მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
9/12/2024, 1:27 PM
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის
ოქმი N22
2021 წლის 14 ივნისი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
სხდომას უძღვებოდა: გიორგი ამილახვარი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა
და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თამარ ტალიაშვილი, ვლადიმერ კახაძე,
მაია მენაღარიშვილი, ბექა დავითულიანი, ხატია წილოსანი, ბაია კვიციანი, ხათუნა
სამნიძე, მარიამ ლაშხი, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები:
საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე რაქვიაშვილი;
საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ელისაშვილი;
საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების
მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი: დენიელ დავითაშვილი;
სხდომის მდივანი: გიორგი არზიანი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
აპარატის წამყვანი სპეციალისტი;
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები:
ფინანსთა სამინისტრო: გიორგი კაკაურიძე - მინისტრის პირველი მოადგილე.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი
ამილახვარმა. მან დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა და დეპუტატებს გააცნო
დღის წესრიგი.
დღის წესრიგი
1.
საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიში (07-2/42; 28.05.2021) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე (1-6497/21; 20.05.2021) და ძირითადი
მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი
მიმართულებების შესახებ (07-2/47; 31.05.2021) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
2.
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების
შესახებ
საგრანტო
შეთანხმება
(საქართველოს
მდგრადი
განვითარების
ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2.
მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული
მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური,
მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა)“
(07-2/46; 31.05.2021) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
3.
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/69; 01.06.2021) განხილვა;
მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
4.
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - ინიცირება;
მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
5.
პროფესიული
განათლების
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს
შემადგენლობის დაზუსტება;
მომხსენებელი: გიორგი ამილახვარი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
კომიტეტმა მოისმინა:
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს გააცნო
საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში (072/42; 28.05.2021) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“
საქართველოს მთავრობის ანგარიშზე (1-6497/21; 20.05.2021) და ძირითადი
მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი
მიმართულებების შესახებ (07-2/47; 31.05.2021).
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცალკეული პროგრამების
განხორციელების თაობაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის კორექტირების
შემთხვევაში, არ მოხდეს ცალკეული პროგრამების განხორციელების შეფერხება.
საუბარი, ამ მიმართულებით, შეეხო მედლებისა და კომპიუტერების გადაცემას
წარჩინებული მოსწავლეებისათვის.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი
დაუჭირა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის (07-2/42; 28.05.2021), სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის
შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე (1-6497/21; 20.05.2021) და ძირითადი
მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი
მიმართულებების შესახებ ინფორმაციის (07-2/47; 31.05.2021) პარლამენტის პლენალურ
სხდომაზე განხილვას.
კენჭისყრის შედეგი:
მომხრე - 7;
წინააღმდეგი - 0.
კომიტეტმა მოისმინა:
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განსახილველად
წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების
შესახებ
საგრანტო
შეთანხმება
(საქართველოს
მდგრადი
განვითარების
ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2.
მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული
მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური,
მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა)“
(07-2/46; 31.05.2021).
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება:
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების
შესახებ
საგრანტო
შეთანხმების
საფუძველზე
დაგეგმილი
პროექტების
განხორციელებისთვის კონკრეტული მექანიზმის ან სამუშაო ჯგუფის შექმნის
საჭიროების შესახებ, რათა საკანონმდებლო ორგანომ შეძლოს
ჩაერთოს პროგრამის განხორცილებაში.
ოფიციალურად
კომიტეტმა გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი
დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების
შესახებ
საგრანტო
შეთანხმების
(საქართველოს
მდგრადი
განვითარების
ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2.
მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული
მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური,
მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა)“
(07-2/46; 31.05.2021) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 11;
წინააღმდეგი - 0.
კომიტეტმა მოისმინა:
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტს
განსახილველად წარუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრების შ. პაპუაშვილის, გ.
ამილახვარის, თ. ტალიაშვილის, მ. ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/69; 01.06.2021).
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება:
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ქონების გადასახადთა
დაკავშირებით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის
შესახებ“ გათვალისწინებულ იქნეს კერძო უნივერსიტეტების ინტერესებიც და
მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება არ
მოხდეს. გარდა ამისა აღინიშნა, რომ სასურველია აღნიშნული საკითხის განხილვისას
კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ იქნენ ქვეყნის კერძო უმაღლესი სასწავლებლების
წარმომადგენლები,
რომლებიც
თავიანთ
მოსაზრებებსა
და
საჭიროებებს
წარმოადგენენ აღნიშნული თემის გარშემო.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი
დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების შ. პაპუაშვილის, გ. ამილახვარის, თ.
ტალიაშვილის, მ. ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/69; 01.06.2021) პარლამენტის პლენალურ
სხდომაზე განხილვას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 7;
წინააღმდეგი - 1.
კომიტეტმა მოისმინა:
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტს
განსახილველად წარუდგინა მოქალაქე ზ. ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადების
საფუძველზე შემუშავებული
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა
შემუშავებულია მოქალაქე ზ. ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადების
საფუძველზე, რომელიც კომიტეტმა მისაღებად ცნო ა. წ. 4 ივნისის სხდომაზე.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს „სახელმწიფო ენის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული ხარვეზის გასწორებას კანონის
მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილების შეტანით, მისი ნორმატიული შინაარსის
შეცვლის გარეშე. კერძოდ, 2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა
მიიღო საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ამჟამად სახელმწიფო ენის
საკითხი ასახულია კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში. ამდენად
,,სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი
პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი
დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის ინიცირებას. აღნიშნულ კანონპროექტზე
მომხსენებლად განსაზღვრა: შალვა პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი და თამარ
ტალიაშვილი.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 7;
წინააღმდეგი - 0.
კომიტეტმა მოისმინა:
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა კომიტეტს
წარუდგინა პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს
შემადგენლობის დაზუსტების საკითხი.
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება:
საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი
დაუჭირა პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს
შემადგენლობის დაზუსტებას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 7;
წინააღმდეგი - 0.
სხდომის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი
სხდომის მდივანი გიორგი არზიანი