„საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-28
ბიუროს ნომერი 72
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი
კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს :
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 73-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას
,,საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი
კომისია”.
2. დროებითი კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია: სასამართლო ხელისუფლებაში
არსებული სისტემური ხარვეზების გამოკვლევა; სასამართლო სისტემაში ინტერესთა
ჯგუფების არსებობა, მათი ფაქტობრივი ძალაუფლება, ფორმალური და არაფორმალური
გავლენები, იერარქიები და სტატუსები; კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტები;
მოსამართლეთა კორპუსის, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების,
თანამდებობებზე დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, მოსამართლეთა
დისციპლინური პასუხისმგებლობის მაჩვენებლები და ფაქტები; ადმინისტრაციულ
თანამდებობთან დაკავშირებული პრივილეგიების ფაქტები. სხვა საკითხები, რომლებიც
მნიშვნელოვანი იქნება დროებითი კომისიის მიერ საკითხის სრულფასოვანი
შესწავლისათვის და არ ცდება ამ დადგენილებით განსაზღრულ მანდატს.
3. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
4. დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 17 წევრით.
5. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი
კომისიის შექმნის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლოს
პრინციპის განმტკიცება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედია, აღნიშნულის
გარეშე წარმოუდგენელია სამართლიანი სასამართლოს განხორციელება, რაც თავის მხრივ
შეუძლებელს ხდის ხელისუფლებათა შორის ბალანსის დაცვას. სასამართლო სისტემაში ბოლო
წლებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, იკვეთება კლანური მმართველობის
ნიშნები, რაც ხელს უწყობს ინსტიტუტისადმი უნდობლობის გაღრმავებას და საფრთხეს
უქმნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მართლმასჯულების სისტემაში რეალური
რეფორმების გატარების აუცილებლობას ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ
მიშელის, მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ,,სამომავლო გზა საქართველოსთვის”.
აღნიშნულ დოკუმენტში ცალკე პუნქტადაა გამოტანილი კანონის უზენაესობისა და
სასამართლო რეფორმის საკითხი, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანია სასამართლო
სისტემაში დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გაზრდა.
ხაზგასმულია სასამართლო სისტემაში თანამდებობებზე დანიშვნის გამჭვირვალე
პროცედურების დანერგვისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის
აუცილებლობა.
დროებითი კომისიის შექმნის აუცილებლობა განპირობებულია საჯარო ინტერესებიდან
გამომდინარე, იმისათვის რომ განხორციელდეს რეალური მართლმსაჯულების რეფორმა,
რომელიც საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასთან იქნება თანხვედრაში, რაც
დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს. ასევე
მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემაში ქმედითი და გამართული
მექანიზმების დანერგვა, რაც კორუფციის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.
არსებითია სისტემური და საკანონმდებლო პრობლემების სწორად იდენტიფიცირება,
რომლებიც წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას მართლმსაჯულების სისტემისათვის. რათა
შესაძლებელი გახდეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების პროექტის მიღების
აუცილებლობა
სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო
პარტნიორების მხრიდან არსებობს უნდობლობის საფუძვლები სასამართლო ხელისუფლების
მიმართ. მათ მიერ არაერთხელ გაჟღერებულა რეკომენდაციები იმ სისტემური ხარვეზების
აღმოსაფხვრელად, რომელიც იკვეთება სასამართლო ხელისუფლებაში. ამ რეკომენდაციების
ფონზე აუცილებლობად მიგვაჩნია, დროებითმა კომისიამ დაწვრილებით შეისწავლოს
სასამართლოს მართვის მოდელთან დაკავშირებული მანკიერი რეგულირებები ქართულ
მართლმსაჯულებაში.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები
დროებითი კომისიის საქმინობის შედეგად უნდა გამოვლინდეს მოსამართლეთა კორპუსის,
აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების, თანამდებობებზე დანიშვნის,
შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის
მაჩვენებლები და ფაქტები;
მოსამართლეთა უფლებამოსილებებს შორის ბალანსის
პრობლემები, კლანური მმართველობის გავლენის მასშტაბების შეფასება სასამართლო
სისტემის სხვადასხვა რგოლზე. ასევე, სასამართლო სისტემაში ინტერესთა ჯგუფების
არსებობა, მათი ფაქტობრივი ძალაუფლება, იერარქიები და სტატუსები; ადმინისტრაციულ
თანამდებობთან დაკავშირებული პრივილეგიების, კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტების
დადგენა.
ა. გ ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი
დადგენილების პროექტის არსს წარმოადგენს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი,
სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განმტკიცება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს
ქვაკუთხედია. სასამართლო სისტემაში გამოვლენილი იერარქიული ძალაუფლების ფაქტების
აღმოფხვრით, აღნიშნული ინსტიტუტისადმი ნდობის აღდგენა. ხელისუფლების
დანაწილების პრინციპის რეალურად განხორციელება.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი
მიმართებაში.
არ
ვრცელდება
წარმოდგენილ
დადგენილების
პროექტის
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
საკითხსის აქტუალურობიდან გამომდინარე დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის
თარიღად შერჩეულ იქნა მისი მიღების თარიღი.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის
მიმართებაში.
ბ ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) დადგენილების
დაფინანსების წყარო:
პროეტქის
მიღებასთან
დაკავშირებული
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო
განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით.
აუცილებელი
ხარჯის
ხარჯების
დაფინანსება
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღებას არ ექნება ზეგავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებით კომისიას შეუძლია
კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და
მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, კომისიის
მუშაობისთვის საჭირო თანხის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ხაზინადართა
საბჭო და შესაბამისი ხარჯების დაფინანსება მოხდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
შესაბამისად, დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება:
ასეთი არ არსებობს
ბ.ვ) დადგენილების პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის გავლენის შეფასება:
დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტი მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავებაში.
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ.
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ
ასეთი არ არის
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) დადგენილების პროექტის ავტორი ავტორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
ვ ) დადგენილების პროექტის ინიციატორი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“