„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი
ნომერი
#07-3/85/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 4
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-28
ბიუროს ნომერი 72

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები: „რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე; ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.“. 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შენობების ფასადებსა და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელ აბრებზე.“. 3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შენობების ფასადებსა და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელ აბრებზე სახელმწიფო გერბის გამოყენების შემთხვევაზე.“. 4. მე-17 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს არსებული რედაქციით: „მუხლი 17. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი“; ბ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაწესებულებებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქცია ითვალისწინებს სახელმწიფო დროშის აღმართვისა და სახელმწიფო გერბის აღმართვის ვალდებულება ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, თუმცა კანონში არა მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიმართ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებულია წარმოდგენილი კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს სახელმწიფო დროშის, სახელმწიფო გერბისა და სახელმწიფო ჰიმნის განთავსების ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შედეგად სავალდებულო იქნება სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შენობებზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას. ასევე, კანონპროექტის საფუძველზე სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. დაფინანსების წყარო ( როგორც კერძო, ასევე საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებები) დაწესებულებების საკუთარი სახსრები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას, ერთ დაწესებულებას დაახლოებით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ხარჯი ექნება კანონპროექტით გათვალისწინებუბლი ცვლილების შემდეგ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გავლენას იქონიებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებზე/სკოლებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იმ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვისა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსების ვალდებულებას, შესაბამისად აღნიშნული დაწესებულებები ვალდებულნი იქნებიან მოაწყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შეიძინონ სახელმწიფო დროშები და სახელმწიფო გერბები. ცვლილების შემდეგ ერთ დაწესებულებას დამატებითი ხარჯი წლის განმავლობაში ექნება დაახლოებით150 (ას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იწვევს ბავშვის უფლებების დარღვევას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი.