„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-28
ბიუროს ნომერი 72
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 287-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებითა და 122-ე, 123-ე,
125-ე, 1252−1254 და 1351−1355 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და
ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით
გამოტანილი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ
იგი აღსასრულებლად არ მიქცეულა გამოტანიდან 1 წლის ვადაში.“.
2. 2904 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული
ერთეული
ან
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ამ
კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252−1254 და 1351–1355 მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის
ადგილზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო ქვითარს ან შემთხვევის
ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და
ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული
ჯარიმის გადახდა ეკისრება:
ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს,
რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე
ნიშნით) ხდება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე
პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება.“.
ბ) მე-7 და მე-8-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
განსაზღვრულ
შესაბამის
პირს
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული
ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი დაარიცხავს საურავს ამ
კოდექსის 125-ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილითა და 1252–1254 და 135-ე–1355 მუხლებით
გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და
საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის
ღონისძიება.
8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის ამ კოდექსის
მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16
ნაწილებითა და 1252–1254 და 134-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი აკისრებს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული
შესაბამისი პირის კანონიერ წარმომადგენელს.“.
გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252−1254 და 134-ე–135
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ
კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისთვის
აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით
(მათ შორის, ამ დადგენილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში შესაბამის
ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით), თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეადგინა.“.
5
3. 2905 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებითა და 1252–1254 და 1351–135
5 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ფაქტთან
დაკავშირებით
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული
ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების
(საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას ამ კოდექსის 2904 მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი
უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული
პირის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.“.
4. 2906 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5
„1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252–1254 და 134-ე–135
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში ამ კოდექსის 2905 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე ტექსტური
შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით შესაბამისი პირისთვის გაგზავნისა და
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული
ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ
განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული
ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, პირთა ტელეფონის ნომრების, სატრანსპორტო
საშუალებათა სანომრე ნიშნებისა და მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის
ხელმისაწვდომობა (თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ მოსარგებლის იდენტიფიცირება
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით შესაძლებელია). დაუშვებელია, ეს
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.
2. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252–1254 და 134-ე–135
5 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული
პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს
სამართალდამრღვევის/ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრის/მოსარგებლის
პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია,
ეს ინფორმაცია
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა
პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“.
5. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე ნაწილი:
„21. 2021 წლის 1 სექტემბრამდე თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლობითმა ორგანომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 1253 მუხლით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზი არის შემდეგი გარემოება: კოდექსს 2020 წლის 17 ივლისს
განხორციელებული ცვლილებით დაემატება 2904–2906 მუხლები, რომლითაც განისაზღვრა ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული
ერთეულის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი
აღსრულება სამართალდარღვევის ფაქტის
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას, ასევე
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის
სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების
(საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესი.
აღსანიშნავია, რომ კოდექსისათვის დამატებულ 2904-2906 მუხლებში, იქ სადაც გაკეთებულია
ჩამონათვალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ, არ არის მითითებული 1253 მუხლი,
რომლითაც მოწესრიგებულია თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის
პარკირების წესების დარღვევის საკითხები. ჩამონათვალში მითითებულია მხოლოდ 1252 და 1254 მუხლები,
რომლითაც მოწესრიგებულია დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების
დარღვევის და მუნიციპალიტეტის (იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის პარკირების სფეროში სამართალდარღვევების საკითხები ცალკე მუხლად არის გატანილი, იგულისხმება
გარდა ბათუმის მუნიციპალიტეტისა) ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების
პარკირების წესების დარღვევის საკითხები. შესაბამისად, კოდექსისათვის წარმოდგენილი კანონპროექტით
2904-2906 მუხლებში, იქ სადაც გაკეთებულია ჩამონათვალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
შესახებ, მიეთითება ასევე 1253 მუხლი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აღწერილი პრობლემის გადასაჭრელად (კონკრეტული რეგულაციების ბათუმის მუნიციპალიტეტისთვისაც გასავრცელებლად) აუცილებელია მოცემულ საკანონმდებლო აქტში ცვლილების
განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კანონით დარეგულირდება
რიგი ქმედებები, განისაზღვრება სამართალდარღვევად და დაწესდება შესაბამისი ჯარიმები, გაუმჯობესდება
საჯარიმო ქვითრის დადგენილების ჩაბარების წესი, ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებული მექანიზმი
გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქ. ბათუმში საგზაო მოძრაობის
წესების გაუმჯობესებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტი უკავშირდება კონკრეტული რეგულაციების ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის გავრცელებას და ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე, 2904-2906 და 313-ე მუხლებში.
კანონპროექტის მიხედვით კოდექსის 287-ე, 2904-2906 და 313-ე მუხლებს ტექსტში ემატება ბათუმის
მუნიციპალიტეტის მარეგულირებელი 1253 მუხლი, რის შედეგადაც აღნიშნული მუხლებით მოწესრიგებული
სამართლებრივი ურთიერთობები გავრცელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტშიც, კერძოდ:
კოდექსის 287-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებების შესაბამისად, ადმინისტრაციული
სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ექვსი თვის ნაცვლად
გაიზრდება ერთ წლამდე.
კოდექსის 2904-2906 მუხლებში პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად,
განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის
სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული
დადგენილების შესაბამისი პირისთვის ჩაბარებისა და აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესები და
პირობები.
ცვლილებებით ასევე დგინდება ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის კოდექსის
2906 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე (მათ შორის პერსონალური მონაცემებზე)
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აღნიშნული ინფორმაციის დაცულობის შესაბამისი გარანტიებით.
კანონპროექტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 313-ე მუხლს
ემატება 21-ე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ
2021 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს კოდექსის 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე
გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტზე, რადგან არ არის ინიციირებული
საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საჭიროების შემთხვევაში
დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავლები აღირიცხება
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში, რადგან ვიდეო ან ფოტო ფირზე სამართალდარღვევების
დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებელია გაიზარდოს შესაბამისი სამართალდარღვევების გამოვლენა,
რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1253 მუხლშია გათვალისწინებული.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები
დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით
განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მერიის სტრუქტურული ერთეულის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ჰქონდეს უარყოფით გავლენა იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთის არსებობის
შემთხვევაში, მათ მოუწევთ შესაბამისი ჯარიმების გადახდა, რადგან ვიდეო ან ფოტო ფირზე
სამართალდარღვევების
დაფიქსირების
შემთხვევაში
შესაძლებელია
გაიზარდოს
შესაბამისი
სამართალდარღვევების გამოვლენა, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1253
მუხლშია გათვალისწინებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში პარკირებთან
დაკავშირებული საკითხების იმგვარად დარეგულირება, როგორც ეს ხდება სხვა მუნიციპალიტეტებში, რაც
გამოიხატება შესაბამისი სამართალდარღვევების ვიდეოფირით დაფიქსირებაში. აღნიშნულ შემთხვევაში
შესაძლოა
გაიზარდოს
სამართალდარღვევათა
გამოვლენის
შესაძლებლობა.
ამასთანავე,
გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიხედვით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრა, მეტიც, უცვლელი რჩება დღეს მოქმედ რედაქციაში არსებული
ჯარიმების ოდენობები შესაბამისი სამართალდარღვევებისათვის, რაც თავის მხრივ განსაზღვრულია
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1253 მუხლში.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთასსშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
წევრობასთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
ორმხრივი
და
მრავალმხრივი
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი
მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები:
რესან კონცელიძე, ზაალ მიქელაძე, ანზორ ბოლქვაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტების ინიციატორები არიან: რესან კონცელიძე, ზაალ
მიქელაძე, ანზორ ბოლქვაძე