საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში აშშ დოლარის ნაცვლად ლარის მითითების თაობაზე

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.06.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-8636/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-24
ბიუროს ნომერი 70

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № BA0041213715024 23.06.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება აშშ დოლარის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთხოვთ, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონიდან ამოიღოთ აშშ-ს დოლარის შემცველი ნორმატიული შინაარსი. აღნიშნული კანონის ამჟამად მოქმედი ნორმატიული შინაარსი შეიცავს 20 მითითებას აშშ დოლარზე. ასე, მაგალითად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელმაც განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიცია ან რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარს ლარში. არსებული ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბინადრობის ნებართვის პრეტედენტის მდგომარეობას აფასებს აშშ დოლარის ლარის ექვივალენტით, აშკარად არ შეესაბამება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სულისკვეთებას. კონსტიტუციის 68.4 მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ფულის სახელწოდება და ერთეული განისაზღვრება ორგანული კანონით. გთხოვთ, აღმოფხვრათ საქართველო კანონმდებლობაში არსებული არაადეკვატური ჩანაწერი აშშ დოლარის შესახებ. პატივისცემით, ჰამზა ულფატი და ზურაბ ვანიშვილი, შპს "ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანიის" დირექტორები პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: შპს ზურაბ ვანიშვილის საადვოკატო კომპანია საიდ. #: ტელეფონი: მობილური: + ელფოსტა: