საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება შტრიხ-კოდის ციფრებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.06.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-8706/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-24
ბიუროს ნომერი 70 (11:30)

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041213741528 23.06.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება (შტრიხ-კოდი მზარდი ციფრების მეშვეობით) შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მოგმართავთ წინადადებით, რომ მიღებული იქნას საკანონმდებლო აქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე განთავსდება უნიკალური ნომერი (შტრიხ-კოდი), მზარდი ციფრების მეშვეობით, რათა გამოირიცხოს სასამართლოების წიაღში ამჟამად არსებული ტოტალურად გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც სასამართლოს აქტებს კი ენიჭებათ შტრიხ კოდი, მაგრამ მოსამართლეებს შეუძლიათ დღეს შექმნან წინა პერიოდით, თუნდაც 2019 წლით დათარიღებული განჩინება ან გადაწყვეტილება და ამ გზით ფაქტიურად შეძლონ საკუთარი სამსახურებრივი სიყალბის მიჩქმალვა. არსებული მდგომარეობა საკმაოდ უკონტროლოა, ხელს უწყობს ყოველდღე ასობით დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანას. შემოთავაზებული პრინციპის საფუძველზე საკანონმდებლო აქტის მიღების შემთხვევაში სასამართლო სისტემა გახდება გამჭირვალე და განთავისუფლდება არაჯანსაღი სამოსამართლეო პრაქტიკისგან. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: