„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-28
ბიუროს ნომერი 72
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებით
დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსში“ შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
ა) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი − უმრავლესობიდან, ხოლო მეორე
- ოპოზიციიდან). ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს ირჩევს ეთიკის საბჭო. ეთიკის
საბჭოს თანათავმჯდომარეთა არჩევის წესი, აგრეთვე მათი უფლებები და მოვალეობები
განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით.“;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. გარდამავალი დებულება
1. საქართველოს
პარლამენტმა
„საქართველოს
პარლამენტის
წევრის
ეთიკის
კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების
გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიიღოს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ
დადგენილება.
2. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი საპარლამენტო
პოლიტიკური
ჯგუფი
სარგებლობს
ამ
კოდექსით
განსაზღვრული
უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
იმავე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილება მიზნად ისახავს „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს
დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“
შესაბამისობის უზრუნველყოფას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან, რაც
განაპირობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებულმა ცალკეულმა
ცვლილებებმა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში სხვადასხვა დროს
განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმდა საპარლამენტო უმცირესობის ცნება,
აგრეთვე შემოღებულ იქნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
დადგენილების
მიღების
აუცილებლობა
განაპირობა
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში განხორციელებულმა ცვლილებებმა. დადგენილების მიღება საჭიროა,
რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის პირველი პუნქტის
მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსს პარლამენტი ამტკიცებს
დადგენილებით და შესაბამისად მასში ცვლილების განხორციელება საჭიროებს
დადგენილების მიღებას.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების
მიღების
შედეგად,
უზრუნველყოფილი
იქნება
საქართველოს
პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაბამისობა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მოქმედ რედაქციასთან, საქართველოს
განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე.
პარლამენტის
რეგლამენტში
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტის მიხედვით ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის
წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის
22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტის
წევრის ეთიკის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში. ცვლილების მიხედვით, ეთიკის
საბჭოს ერთი თანათავმჯდომარე არჩეული იქნება ოპოზიციიდან, ნაცვლად
უმცირესობიდან ან იმ ფრაქციიდან, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში
ან უმცირესობაში. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე6 მუხლს ემატება გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვით 2024 წლის არჩევნებში
არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ისარგებლებს
ეთიკის კოდექსით განსზღვრული იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმას.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილება ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი არ
ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან
მიმართებით.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილების მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
შემოღებას არ ითვალისწინებს;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება:
დადგენილების პროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავების
პროცესში: ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი