„2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (14)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (15)
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-28
ბიუროს ნომერი 72
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების
შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული
მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის სახელმწიფო დახმარების
გაწევისა და სოციალური დაცვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული
მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის სახელმწიფო დახმარების
(კომპენსაციის) გაცემის წესს, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებსა და
კომპენსაციის ოდენობას.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომლებმაც 2019 წლის 1921 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად მიიღეს სხეულის ან
ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით
მიმართეს ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
3. ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღება, არ ზღუდავს 2019 წლის
19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ
პირებს,
მიყენებული
ზიანის
ანაზღაურების
მიღების
კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოონ
პროცედურები და აინაზღაურონ მიყენებული ზიანი.
მიზნით,
შესაბამისი
საქართველოს
სამართლებრივი
მუხლი 3. კომპენსაციის მიღების უფლება
1. ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:
ა) პირებს, რომლებმაც 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული
მოვლენების შედეგად მიიღეს სხეულის ან/და ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის
დაზიანება;
1
ბ) პირებს (მათ ოჯახს), რომელთაც 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში
განვითარებული
მოვლენების შედეგად მიღებული დაზიანების მკურნალობისა და
რეაბილიტაციისათვის გასწიეს შესაბამისი ხარჯები.
2. ამ კანონის შესაბამისად, 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული
მოვლენებისას
პირის
სხეულის
ან/და
ჯანმრთელობისათვის
სხვადასხვა
სახის
დაზიანების მიყენება შესაძლებელია დასტურდებოდეს:
ა) სამედიცინო (მათ შორის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების) დაწესებულების
მიერ გაცემული დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება 2019 წლის 19-21 ივნისს ქ.
თბილისში
განვითარებული
მოვლენებისას
პირისათვის
სხეულის
ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა სახის დაზიანების მიყენება;
ბ) ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით,
ან/და
რომლითაც
დასტურდება 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენებისას
პირისათვის სხეულის ან/და ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა სახის დაზიანების
მიყენება;
გ) 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენებისას პირის
დაზარალებულად ცნობის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს დოკუმენტით;
დ) ფოტო, ვიდეო ან/და სხვა სახის ელექტრონული გამოსახულებით, რომლითაც
დასტურდება 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენებისას
პირისათვის სხეულის ან/და ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა სახის დაზიანების
მიყენება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
3. ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა
განსაზღვრისა და მათი აღრიცხვის მიზნით საქართველოს მთავრობის დადგენილებით
იქმნება უწყებათაშორისი კომისია (ტექსტში შემდგომ - კომისია), არაუმეტეს ცხრა
წევრის შემადგენლობით. კომისიის მუშაობაში შესაბამის სახელმწიფო ორგანოს
წარმომადგენლებთან
ერთად
უნდა
მონაწილეობდნენ
საქართველოს
სახალხო
დამცველისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო
ორგანიზაციების არანაკლებ სამი წარმომადგენელი.
4. ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირებმა
კომისიას კომპენსაციის მიღების მოთხოვნით უნდა მიმართონ კანონის ამოქმედებიდან
ერთი წლის განმავლობაში და წარუდგინონ, 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში
განვითარებული მოვლენებისას სხეულის ან/და ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა
სახის დაზიანების მიყენების დამადასტურებელი, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.
5. კომისია უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, იურიდიული
და ფიზიკური პირებისაგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოითხოვოს და
2
მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა მასალა, რაც დაკავშირებულია
კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა განსაზღვრასა და მათთვის კომპენსაციის
გაცემის საკითხის გადაწყვეტასთან.
6. კომისია გადაწყვეტილებას პირისათვის კომპენსაციის გაცემის თაობაზე იღებს
ამ
მუხლის
არაუგვიანეს
მე-4
პუნქტით
ერთი
თვის
გათვალისწინებული
ვადაში.
კომისიის
დოკუმენტის
წარდგენიდან
გადაწყვეტილება
პირისათვის
კომპენსაციის მიღებაზე უარის თაობაზე შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. კომისიის შემადგენლობა, მისი მუშაობის წესი, ასევე კომპენსაციის მიღების
უფლება მქონე პირთა აღრიცხვისა და მათთვის კომპენსაციის
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
გაცემის
წესი
მუხლი 4. კომპენსაციის ოდენობა
1. 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად
დაზარალებული პირებისათვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
პირზე, რომელმაც მიიღო სხეულის ან/და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება
ერთჯერადად 1 000 (ათასი) ლარს ოდენობით;
ბ) ამ
კანონის
მე-3
მუხლის
პირველი
პუნქტის
ა) ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ პირზე, რომელმაც მიიღო სხეულის ან/და
ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთჯერადად 2 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
გ) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
პირზე,
რომელმაც
მიიღო
სხეულის
ან/და
ჯანმრთელობის
ერთჯერადად 3 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
დ) ამ
კანონის
მე-3
მუხლის
პირველი
მძიმე
პუნქტის
დაზიანება
ა) ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ პირზე, რომელმაც მიიღო სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება, რასაც მოჰყვა მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან
მისი ფუნქციის დაკარგვა, სხეულის ან/და მისი ნაწილის წარუშლელი დაზიანება ან/და
პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობა, ერთჯერადად
12 000 (ათასი) ლარის
ოდენობით, ასევე ყოველთვიური კომპენსაცია 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით,
სიცოცხლის ბოლომდე.
2. ამ
კანონის
გათვალისწინებულ
მე-3
მუხლის
შემთხვევაში
პირველი
კომპენსაციის
პუნქტით
სახით
ასევე
ბ) ქვეპუნქტით
ანაზღაურდება
(საჭიროების შემთხვევაში - წინსწრებით) პირის მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე
გაწეული ხარჯები სრული ოდენობით.
3
მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 იანვრამდე გაატაროს სათანადო
ორგანიზაციულ -სამართლებრივი ღონისძიებები კომისიის ფორმირებისა და 2019 წლის
19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ
პირთა აღრიცხვისა და მათთვის კომპენსაციის გაცემის დაწყების უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს მთავრობამ 2022 წლისა და მომდევნო წლების სახელმწიფო
ბიუჯეტში გაითვალისწინოს 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული
მოვლენების
შედეგად
დაზარალებული
პირებისათვის
გასაცემი
კომპენსაციის
ოდენობა.
მუხლი 6.დასკვნითი დებულება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლისა,
იანვრიდან.
ამოქმედდეს 2022 წლის 1
2. ამ კანონის მე-5 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების
შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან
განვითარებული ცნობილი მოვლენების შედეგად, რომლის დროსაც ოკუპაციის
საწინააღმდეგო აქციის დაშლისას გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები,
ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეციალური საშუალებები, დაზიანდა საქართველოს
უამრავი მოქალაქე. ადამიანებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის
დაზიანება, მათ შორის, სხეულისა და ჯანმრთელობის ისეთი მძიმე დაზიანება, რასაც
მოჰყვა სხეულის ან/და მისი ნაწილის წარუშლელი დაზიანება. რაც კიდევ უფრო
სამწუხაროა,
განვითარებული
მოვლენების
შედეგად,
ჯანმრთელობის
გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ და ცხოვრების სრულფასოვანი გაგრძელების
შესაძლებლობა მოესპოთ ათეულობით ახალგაზრდას, რა თქმა უნდა, მათთვის
მიყენებული ზიანი აუნაზღაურებელი და შეუფასებელია, თუმცა სახელმწიფომ უნდა
გააანალიზოს საკუთარი პასუხისმგებლობა დაზარალებულთა წინაშე და შექმნილი
გარემოებიდან გამომდინარე ქმედითი დახმარება გაუწიოს დაზარალებულ პირებს,
შექმნას მათი სოციალური დაცვისა და დახმარების ეფექტური მექანიზმები, მათ
შორის, მიყენებული ზიანის კომპენსაციის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ დღემდე სრულყოფილად არ არის შესწავლილი 2019 წლის 19-21
ივნისის მოვლენებით გამოწვეული შედეგები, დაზარალებულ ადამიანთა
მდგომარეობა და მათთვის მიყენებული ზიანი, უფრო მეტიც პირებმა, რომლებმაც
მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება დაზარალებულადაც კი არ არიან
ცნობილები. აღნიშნული უცილობლად საჭიროებს გამოსწორებას და სახელმწიფოს
მხრიდან ქმედითი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას, იმის გათვალისწინებით,
რომ 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენები და მისგან
გამოწვეული შედეგები მთლიანად ექცევა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის
სფეროში. სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ ერთის მხრივ, სრულყოფილად
და სამართლიანად გამოიძიოს განვითარებული მოვლენები, ხოლო მეორე მხრივ,
აანაზღაუროს ზიანი, რომელიც სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელთა
გაუმართლებელი, რიგ შემთხვევაში კი დანაშაულებრივი, ქმედებებით დადგა. ეს
მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან გააზრებული
იქნეს საკუთარი პასუხისმგებლობა, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული
მსგავსი მოვლენები, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი
სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.
ნიშანდობლივია, რომ ქართულ სახელმწიფოს გააჩნია მსგავსი სამართლებრივი
გამოცდილება, როდესაც ქვეყანაში განვითარებული ცალკეული ტრაგიკული
მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების მხარდაჭერის მიზნით, სპეციალური
სამართლებრივი აქტების გამოცემით, განისაზღვრა მათთვის კომპენსაციისა თუ სხვა
სახის სოციალური დახმარების გაწევის მექანიზმები. მაგალითად, 1989 წლის 9
აპრილს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა
სოციალური დაცვისა და დახმარების მიზნით მიღებული იქნა და მოქმედებს
სპეციალური კანონი „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს
დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის
შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების
შესახებ“ . ასევე ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში განვითარებული
მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის მიყენებული ზარალის
კომპენსაციის მიზნით გამოცემული იქნა საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე
სამართლებრივი აქტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში
განვითარებული
მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის
სახელმწიფო დახმარების - კომპენსაციის გაცემის წესს, განსაზღვრავს კომპენსაციის
მიღებაზე უფლებამოსილ პირებსა და კომპენსაციის ოდენობას. ქვეყანაში არსებული
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, დაზარალებულთათვის ზიანის
ანაზღაურების მარტივი, სწრაფი და ეფექტური მექანიზმის შექმნა და მათ
საფუძველზე კომპენსაციის მიღება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაზარალებულ
პირთა სოციალური დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის შექმნის
შესაძლებლობას დაზარალებულ პირებს აუნაზღაურდეთ მკურნალობასა და
რეაბილიტაციაზე გაწეული ხარჯები.
ა.ბ. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტი წარმოადგენს სამართლიანობის უზრუნველყოფისათვის გადადგმულ
მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ერთი მხრივ, 2019
წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული
მოვლენების შედეგად
დაზარალებულ პირთა მხარდაჭერა და მათთვის მიყენებული ზიანის კომპენსირება,
მეორე მხრივ, - საზოგადოებაში შექმნას იმის წინაპირობები, რომ სახელმწიფო
იაზრებს, იზიარებს და აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას მსგავს მოვლენებთან
დაკავშირებით.
კომპენსაციის გაცემა, მართალია არ და ვერ მოახდენს დაზარალებულ პირთა სრულ
რეაბილიტაციას, თუმცა წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ
უპირველეს და აუცილებელ ზომას დაზარალებულთა მხარდაჭერისა და მათთვის
სოციალური დახმარების მინიმალური საფუძვლების შესაქმნელად.
კანონპროექტის მიღება აღქმული იქნება, როგორც სახელმწიფოს მიერ საკუთარი
პასუხისმგებლობის აღიარება და დაზარალებულებზე ზრუნვა, რაც თავის მხრივ,
ხელს შეუწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის
ამაღლებას, სახელმწიფოს ფუნქციონირებაში სამართლებრივი და სოციალური
სახელმწიფო პრინციპების რეალურ დამკვიდრებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში
განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის მიყენებული
ზიანის ანაზღაურების ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შექმნას. კერძოდ,
კანონპროექტი განსაზღვრავს აღნიშნული მოვლენების შედეგად დაზარალებული
პირებისათვის სახელმწიფო დახმარების - კომპენსაციის გაცემის წესს, კომპენსაციის
მიღებაზე უფლებამოსილ პირებსა და კომპენსაციის ოდენობას.
კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომლებმაც 2019
წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად მიიღეს
სხეულის ან ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება და კომპენსაციის მიღების
მოთხოვნით მიმართეს კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
კანონპროექტის მიხედვით, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ: პირებს,
რომლებმაც 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების
შედეგად მიიღეს სხეულის ან/და ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება; ასევე
- პირებს (მათ ოჯახს), რომელთაც 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში
განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული დაზიანების მკურნალობისა და
რეაბილიტაციისათვის გასწიეს შესაბამისი ხარჯები.
კანონპროექტის მიხედვით,
განსაზღვრულია იმ დოკუმენტების ნუსხა,
რომელთა საფუძველზე შესაძლებელია დასტურდებოდეს 2019 წლის 19-21 ივნისს
ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად პირის სხეულის ან/და
ჯანმრთელობისათვის სხვადასხვა სახის დაზიანების მიყენება. ესენია - სამედიცინო
დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, ექპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული
დოკუმენტი, პირის დაზარალებულად ცნობის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს
დოკუმენტი; ფოტო, ვიდეო ან/და სხვა სახის ელექტრონული გამოსახულება,
რომელიც ადასტურებს 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული
მოვლენების შედეგად დაზარალებული პირის სხეულის ან/და ჯანმრთელობისათვის
ზიანის მიყენებას და სხვა.
კანონპროექტი განსაზღვრავს 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში
განვითარებული
მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის გასაცემი
კომპენსაციის ოდენობას. კანონპროექტის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა
განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სხეულის ან/და ჯანმრთელობის რა სახის
დაზიანება მიიღო პირმა. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, პირებმა, რომელთაც
მიიღეს სხეულის ან/და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მათთვის კომპენსაციის
ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; პირებმა,
რომელთაც მიიღეს სხეულის ან/და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება,
მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 2 000 (ათასი) ლარის
ოდენობით; პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 3 000
(ათასი) ლარის ოდენობით;
ამასთან, პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება, რასაც მოჰყვა მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს
ან მისი ფუნქციის დაკარგვა, სხეულის ან/და მისი ნაწილის წარუშლელი დაზიანება
ან/და პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობა, მათთვის კომპენსაციის ოდენობა
განისაზღვრება ერთჯერადად 12 000 (ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მათთვის
გათვალისწინებულია ყოველთვიური კომპენსაცია 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით,
სიცოცხლის ბოლომდე.
კანონპროექტის მიხედვით, კომპენსაციის სახით ასევე ანაზღაურდება პირის
მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე გაწეული ხარჯები სრული ოდენობით.
კანონპროექტის მიხედვით, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა
განსაზღვრისა და მათი აღრიცხვის მიზნით საქართველოს მთავრობის
დადგენილებით იქმნება უწყებათაშორისი კომისია არაუმეტეს ცხრა წევრის
შემადგენლობით.
კომისიის მუშაობაში
შესაბამის სახელმწიფო
ორგანოს
წარმომადგენლებთან ერთად უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო
დამცველისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო
ორგანიზაციების არანაკლებ სამი წარმომადგენელი.
კანონპროექტის
მიხედვით,
კომისია
გადაწყვეტილებას
პირისათვის
კომპენსაციის გაცემის თაობაზე იღებს მიმართვიდან არაუგვიანეს ერთი თვის
ვადაში. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილება პირისათვის კომპენსაციის მიღებაზე
უარის თაობაზე შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით. კანონპროექტის მიხედვით, კომისია უფლებამოსილია
ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან
გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა მასალა,
რაც დაკავშირებულია კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა განსაზღვრასა
და მათთვის კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტასთან.
კანონპროექტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის
მიღება, არ ზღუდავს 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული
მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების
მიღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოონ
შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები და აინაზღაურონ მიყენებული ზიანი.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ კანონის ამოქმედებამდე
უნდა გაატაროს სათანადო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები
უწყებათაშორისი კომისიის ფორმირებისა და 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში
განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა აღრიცხვისა და
მათთვის კომპენსაციის გაცემის დაწყების უზრუნველსაყოფად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონის ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლის
თარიღად გათვალისწინებულია 2022 წლის პირველი იანვარი, რაც განპირობებულია
იმით, რომ კანონის ამოქმედებამდე განხორციელდეს ყველა ის ღონისძიება,
რომელიც საჭიროა 2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული
მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთა იდენტიფიცირების, მათი აღრიცხვისა
და მათთვის გასაცემი კომპენსაციისათვის საჭირო სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტში
გათვალისწინებასთან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს 2022 წლისა და მომდევნო წლების სახელმწიფო
ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა არ ექნება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული კომპენსაციების გასაცემად საჭირო
სახსრები გათვალისწინებული უნდა იქნეს 2022 წლისა და მომდევნო წლების
სახელმწიფო ბიუჯეტში.
სხვადასხვა საჯარო წყაროებში არსებული მონაცემების მიხედვით1 2019 წლის 19-21
ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად სხეულისა და
ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 275-ზე მეტმა პირმა, მათ შორის
მიყენებული დაზიანებების გამო სხვადასხვა სახის ოპერაცია (ქირურგიული,
ოფთალმოლოგიური, ნეიროქირურგიულ და სხვა) დასჭირდა 30-ზე მეტ პირს.
1
https://osgf.ge/20-21-ivnisis-dazaralebulebi-statusis-gareshe/; https://transparency.ge/ge/blog/saxelmciposkmedebebi-20-ivnisis-sakmis-gamoziebis-parglebshi-kvlav-sherchevitia;
https://www.radiotavisupleba.ge/a/30253890.html
კანონპროექტით შემოთავაზებული კომპენსაციის გაცემის პრინციპის მიხედვით,
მსგავსი რაოდენობის დაზარალებულების არსებობის პირობებში გასაცემი
ერთჯერადი კომპენსაციის დაახლოებითი რაოდენობა (რაც გათვალისწინებული
უნდა იქნეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში) განისაზღვრება 1 245 000 ლარის
ოდენობით (იმის გათვალისწინებით, თუ 245 დაზარალებულისათვის მიყენებული
ზიანი შეფასდება, როგორც სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
(კანონპროექტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი), ხოლო დანარჩენი 30
პირისათვის მიყენებული ზიანი, რომელთაც დასჭირდათ სხვადასხვა სახის
ქირურგიული ჩარევა, შეფასდება, როგორც სხეულის ან/და ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება, რასაც მოჰყვა მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს
ან მისი ფუნქციის დაკარგვა, სხეულის ან/და მისი ნაწილის წარუშლელი დაზიანება
ან/და პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობა (კანონპროექტის მე-4 მუხლის
პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი), ამასთან, თუ თითოეულ პირზე გაწეული
მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯი განსაზღვრული იქნება არაუმეტეს 5 000
ლარის ოდენობით. კერძოდ, (245 X 3 000) + (30 X 12 000) + (30 X 5 000) = 1 245 000.
ამასთან, აღნიშნულ ერთჯერადი კომპენსაციის ოდენობას 2022 და მომდევნო წლის
ბიუჯეტებში დაემატება კანონპროექტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დ)
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის
ოდენობით, რაც წლიურად 30 პირის შემთხვევაში განისაზღვრება 180 000 ლარის
ოდენობით, კერძოდ, (30 X 500) X 12 = 180 000.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე
გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი მიმართავს
უწყებათაშორის კომისიას კომპენსაციის მისაღებად და რა გადაწყვეტილება იქნება
მიღებული კომისიის მიერ.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიისა და სხვა
ადმინისტრაციული ორგანოსათვის (საქართველოს მთავრობა, სასამართლო ორგანო
და სხვა) გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების
გაღება
(ასეთის
არსებობის
შემთხვევაში)
განხორციელდება
შესაბამისი
უწყებებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
გამოიწვევს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს 2019 წლის 19-21 ივნისის ქ.
თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებზე
(დაახლოებით 275 პირი), კომპენსაციის მიღებით მათ მიეცემათ შესაძლებლობა
აინაზღაურონ მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და სხვა საჭიროებებზე გაწეული
ხარჯები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები:
გიორგი ვაშაძე
ანა ნაცვლიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები:
გიორგი ვაშაძე
ანა ნაცვლიშვილი
ხათუნა სამნიძე
პაატა მანჯგალაძე
გრიგოლ ვაშაძე
თეონა აქუბარდია
ტარიელ ნაკაიძე