„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-28
ბიუროს ნომერი 72
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1
1. კოდექსის 76 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„მუხლი 76 . გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების
შესახებ
გადაწყვეტილებისადმი
დაქვემდებარებული
საქმიანობის
განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას
დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი
რაოდენობის
ინსტრუმენტული
მეთოდით
უწყვეტად
განსაზღვრის
ვალდებულების
შეუსრულებლობა
1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ
გადაწყვეტილებისადმი
სუბიექტის
მიერ
მავნე
დაქვემდებარებული
ნივთიერებების
საქმიანობის
ორგანიზებული
განმახორციელებელი
გაფრქვევისას
დაბინძურების
სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის
ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მეორედ და მის შემდეგ
ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით.“.
2. 793-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 793. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული - მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა
1. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ გათვალისწინებული - მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული - მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც
გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
დადგენილი ნორმის გადამეტება, – გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარის
ოდენობით;
გ) დადგენილი ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარის
ოდენობით.
შენიშვნა:
1. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული - მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევისთვის
პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების
მფლობელისთვის დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული
შესაბამისი ჯარიმის გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის
შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა) მიუხედავად, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების
მფლობელისთვის განმეორებით დადგენილ გონივრულ ვადაში მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას
ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.’’;
3. 84-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული - მიმდინარე საქმიანობის
გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისთვის
შესაბამისი
ორგანოს
ადმინისტრაციული
მიწერილობით
დაკისრებული
მოვალეობის
შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ
კოდექსის 793 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.’’
4. 134-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1341 მუხლი:
„მუხლი 1341. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის დარღვევით ან მის გარეშე სამუშაოების
წარმოება
1. გზაზე, საგზაო ნაგებობაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციაზე და რკინიგზის გადასასვლელზე
სამშენებლო–სარეკონსტრუქციო
სამუშაოების
ჩატარება,
აგრეთვე
ამ
სამშენებლო–
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისას სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან
(უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის (მათ შორის
დროებითი) გარეშე ან სქემის (მათ შორის დროებითი) დარღვევით, ან არსებულ ნაკლოვანებათა
აღმოფხვრის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ მიცემული წერილობითი
მითითების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას
5000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარის, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას
15000 ლარის ოდენობით.’’.
5. 2093 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 465, 466, 555, 556, 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072–1074 მუხლებით, 1142
მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512
და 1523–1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1561, 1583, 158
4, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს,
ამ
კოდექსის
2906
მუხლის
გათვალისწინებით,
განიხილავს
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“;
ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კოდექსის 555, 556, 771, 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
1341 მუხლით, 135−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503
მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1511, 1512, 1523−1529, 1539, 1561, 1583 და 1584
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი
ფიზიკური
ან
იურიდიული
პირი,
თუ
სამართალდამრღვევის
იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის ადმინისტრაციული
წარმოება საჭირო არ არის, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეს
შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
და
სამართალდამრღვევს
ადგილზევე
4. ამ კოდექსის 555, 556, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე
მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254
მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით, 135−1355 და 1461 მუხლებით,
148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151
1, 1512 და 1523−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1539, 1583 და
1584 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის
პირთან) გასაჩივრებისას, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, საჩივარს იხილავს და
გადაწყვეტილებას
იღებს
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“.
6. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 555, 556, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16
ნაწილებით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 მუხლით,
135−1355, 1461, 1501−1503, 1511 და 1522−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4
ნაწილებითა და 1539, 1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, ადგენს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“.
7. 252-ე მუხლის:
ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−5
1 ნაწილებითა და 1254 და 1341−1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) შეიძლება მის
დაუსწრებლადაც შეეფარდოს. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში
მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები
წერილობით უნდა განემარტოს.“.
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 573 მუხლის მე-2
ნაწილით, 574−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 822 და
84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 153
3
–1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე−167-ე, 170-ე და 1701 მუხლებით,
171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1724, 1728, 1729, 173-ე–1732, 1736, 173
7, 1739, 174-ე–1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე,
195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვისას
ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში
მიცემული
პირის
დასწრება
სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული
სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს
მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.
8. 2904 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
თუ
მუნიციპალიტეტის
მუნიციპალიტეტის
მერიის
წარმომადგენლობითი
სტრუქტურული
ორგანოს
ერთეული
მიერ
ან
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ამ
კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252, 1254 და 135-ე–1355 მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის
ადგილზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო ქვითარს ან შემთხვევის
ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და
ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი მუხლით/მუხლის ნაწილით გათვალისწინებული
ჯარიმის გადახდა ეკისრება:
ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული, თუ სატრანსპორტო
საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება.“;
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის ამ კოდექსის მე13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და
მე-15 ნაწილებით, 1252, 1254 და 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი აკისრებს ამ მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის კანონიერ წარმომადგენელს.“.
9. 2905 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252, 1254 და 135-ე–1355
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ
ადმინისტრაციული
წარმომადგენლობითი
სამართალდარღვევის
ორგანოს
მიერ
ფაქტთან
დაკავშირებით
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული ერთეულის მიერ ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ
დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას ამ კოდექსის 2904 მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის
გაგზავნამდე
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული
ერთეული
ან
მუნიციპალიტეტის
მიერ
დაფუძნებული იურიდიული პირი უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა
ტექნიკური საშუალებით, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო
ინფორმაცია.
10. 2906 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2906. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული
იურიდიული
პირისთვის
შესაბამისი
ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა
1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252, 1254 და 135-ე–1355
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში ამ კოდექსის 2905 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე ტექსტური
შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით შესაბამისი პირისთვის გაგზავნისა და
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის
მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მომსახურების
სააგენტო
უფლებამოსილია
უზრუნველყოს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეულისთვის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
იურიდიული პირისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, პირთა
ტელეფონის
ნომრების,
სატრანსპორტო
საშუალებათა
სანომრე
ნიშნებისა
მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
და
(თუ
სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ მოსარგებლის იდენტიფიცირება სატრანსპორტო
საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით შესაძლებელია). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა
პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.
2. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1252, 1254 და 135-ე–1355
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული
პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს
სამართალდამრღვევის/ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრის/მოსარგებლის
პერსონალური
მონაცემები.
დაუშვებელია,
ეს
ინფორმაცია
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის
მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა
პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლის მე-3-მე-10 ნაწილებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4-მე-10 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე
დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონპროექტი. კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის
შემადგენელი ნაწილი და მისი მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის“ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტთან, ასევე, დამატებით „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“
საქართველოს საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში
მოყვანა. კერძოდ, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციად
განისაზღვრება მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (793 მუხლი, 84-ე მუხლის
შენიშვნის მე-2 ნაწილი) კი აღნიშნული გადაწყვეტილებების მიმღებ უწყებად მითითებულია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შესაბამისად, საჭიროა
კოდექსში ამ საკითხის დაზუსტება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 761
მუხლში შესატანი ცვლილება მიზნად ისახავს მუხლის დისპოზიციის დაზუსტებას და მის
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანას.
ასევე, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო
პაკეტით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 793 მუხლში შევიდა ცვლილება
და გამკაცრდა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის)
პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური
ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა იმ
შემთხვევებში, როცა ამ პირობების დარღვევა იწვევს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა
ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების გადამეტებას. შესაბამისად, მსგავსი
პასუხისმგებლობის რეჟიმი უნდა დაწესდეს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევისთვისაც, თუ აღნიშნულ დარღვევას
მოყვება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის
დადგენილი ნორმების გადამეტება. შესაბამისად, დასაზუსტებელია სასკო-ს 793 მუხლის
რედაქცია.
წარმოდგენილი პროექტით კოდექსს ემატება 1341 მუხლი, რომელიც მიზნად ისახავს
საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომ მოწესრიგებასა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის
ამაღლებას. მოსალოდნელია, რომ პროექტის მიღების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული
ღონისძიებების გატარება შეამცირებს მოქალაქეთა მხრიდან სამართალდარღვევათა ჩადენის
ფაქტებს. დღეის მდგომარეობით ხშირია შემთხვევები, როდესაც გზაზე, საგზაო ნაგებობაზე,
მიწისქვეშა კომუნიკაციაზე და რკინიგზის გადასასვლელზე სამშენებლო–სარეკონსტრუქციო
სამუშაოების ჩატარებისას, აგრეთვე ამ სამუშაოების ჩატარებისას სატრანსპორტო საშუალების
გზაზე განლაგება ხდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ
შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის
ორგანიზების სქემის/დროებითი სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით, ან ადგილი აქვს არსებულ
ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ მიცემული
წერილობითი მითითების შეუსრულებლობას, რაც ხელს უშლის საგზაო მოძრაობის ორგანიზების
შემდგომ მოწესრიგებას. კოდექსში 1341 მუხლის დამატებიდან გამომდინარე შესაბამისი
ტექნიკური ცვლილებებია შესატანი 2093, 239-ე, 252-ე მუხლებში.
ამასთან, კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან
იურიდიული პირი ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-14 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული
რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
აფიქსირებს, რის შედეგადაც დგება საჯარიმო ქვითარი. ზემოაღნიშნული მუხლის მე-14 ნაწილი
ითვალისწინებს დაჯარიმებას წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე
გაჩერების ან დგომის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის
(სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“
ნომრის გარეშე, ხოლო მე-16 ნაწილი - დაჯარიმებას სატრანსპორტო საშუალების გზაზე
მიტოვების შემთხვევაში. არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სამართალდარღვევის ფაქტების
შესწავლა საჭიროებს ადგილზე დეტალურ გამოკვლევას სამართალდარღვევის ობიექტური
ნიშნების დადგენის მიზნით და
შეუძლებელია ვიდეოფირით ან/და ფოტოფირით
სამართალდარღვევის ობიექტური ნიშნების დადგენა, რის გამოც მიზანშეწონილია 2904, 2905 და
2906 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს 125-ე მუხლის მე-14 და მე-16 ნაწილები. ამავე დროს 2904,
2905 და 2906 მუხლებში მიზანშეწონილია დაემატოს 135-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს
დაჯარიმებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე
განხორციელების შემთხვევებში, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ
განხორციელების შემოწმება შესაძლებელია ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის მეშვეობითაც,
ხოლო 252-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომელიც ითვალისწინებს კოდექსის 135-ე მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას
ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში
მიცემული
პირის
დასწრების
აუცილებლობას
(სავალდებულოობას), ეს მუხლი ამოსაღებია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით, ასევე,
დამატებით „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო
პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა
აუცილებელია,
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტისა
და
„გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის
შესახებ“
საქართველოს
საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისი
ცვლილებები შევიდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
აგრეთვე, ხშირია შემთხვევები, როდესაც გზაზე, საგზაო ნაგებობაზე, მიწისქვეშა
კომუნიკაციაზე და რკინიგზის გადასასვლელზე სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების
ჩატარება, აგრეთვე ამ სამუშაოების ჩატარებისას სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება
ხდება
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის
მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ან
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ
შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) ერთად შეთანხმებული საგზაო მოძრაობის
ორგანიზების სქემის/დროებითი სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით, ან ადგილი აქვს არსებულ
ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შესახებ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ მიცემული
წერილობითი მითითების შეუსრულებლობას, რაც ხელს უშლის საგზაო მოძრაობის ორგანიზების
შემდგომ მოწესრიგებას. 1341, 2093, 239-ე, 252-ე, 2904, 2905 და 2906 მუხლების მიღება და ახალი
სამართალდარღვევის
დაწესება
აუცილებელია
მოძრაობის
ორგანიზების
შემდგომი
მოწესრიგებისა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, რადგან მოსალოდნელია,
რომ პროექტის მიღების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება
შეამცირებს მოქალაქეთა მხრიდან სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისობაში მოვა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით და „გარემოსდაცვითი
პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ
ცვლილებებთან.
მოსალოდნელია, რომ პროექტით გათვალისწინებული 1341, 2093, 239-ე, 252-ე, 2904, 2905 და
2906 მუხლების მიღების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება
შეამცირებს მოქალაქეთა მხრიდან სამართალდარღვევათა ჩადენის ფაქტებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 793 და 84-ე მუხლებში. კერძოდ, გამომდინარე იქედან, რომ
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილების გამცემს წარმოადგენს სამინისტრო, ხოლო წარმოდგენილი ცვლილების
შემდეგ აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასცემს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, 793 მუხლი
(ანალოგიურად, 84-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილიც) ზუსტდება და მასში კონკრეტული
უწყების მითითების ნაცვლად, მიმდინარე საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე
კეთდება ზოგადი ფორმულირება, რაც შესაბამისად, მოიაზრებს ორივე ზემოაღნიშნულ უწყებას.
ასევე, აღნიშნული მუხლის სანქციები ყალიბდება მსგავსი დარღვევისთვის დამდგარი
შედეგისთვის (რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად
დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება) ამავე კოდექსის 792 მუხლის სანქციების
გათვალისწინებით.
ამასთან, გზაზე, საგზაო ნაგებობაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციაზე და რკინიგზის
გადასასვლელზე სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე ამ
სამუშაოების ჩატარებისას სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება უნდა ხდებოდეს
შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან (უწყებებთან) შეთანხმებული საგზაო მოძრაობის
ორგანიზების სქემების/დროებითი სქემების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს საგზაო
მოძრაობის შემდგომ გაუმჯობესებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კოდექსის
დღეს მოქმედ რედაქციაში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვით კოდექსს ემატება ახალი 1341
მუხლი და ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირის შემთხვევაში განისაზღვრება 2000 ლარის, ხოლო
იურიდიული
პირის
შემთხვევაში
5000
ლარის
ოდენობით,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000
ლარის, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტზე რამდენადაც იგი არ არის ინიცირებული
საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია ეტაპობრივად. კერძოდ,
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის ცვლილების ძალაში შესვლა
გათვალისწინებულია საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი კანონპროექტის ძალაში შესვლის
თარიღის მიხედვით (გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს), ხოლო რაც შეეხება საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს
761 მუხლის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო
პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას, აგრეთვე, 793 მუხლით
გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის გამკაცრებას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების
შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის, რამაც
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი
ნორმის გადამეტება გამოიწვია, – აღნიშნული ნორმები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე,
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792
მუხლი (რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ სანქციებს გზშ-ს სფეროში გაცემული
ზოგიერთი უფლებააღმჭურველი აქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის, რამაც
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი
ნორმის გადამეტება გამოიწვია) ძალაში შევიდა 13/03/2021წ. შესაბამისად, იმისთვის, რომ ერთი და
იმავე სახის დარღვევისთვის (გზშ-ს სფეროში გაცემული უფლებააღმჭურველი აქტის პირობების
დარღვევა) და დამდგარი შედეგისთვის (ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად
დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება) სუბიექტებს სხვადასხვა სახის სანქციები
არ დაეკისროთ, არამედ ერთსა და იმავე დარღვევისთვის ერთგვაროვანი პასუხისმგებლობა იქნეს
უზრუნველყოფილი, საჭიროა, რომ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 793 მუხლის ცვლილება
ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
1341, 2093, 239-ე, 252-ე, 2904, 2905 და 2906 მუხლები ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30-ე
დღეს
გამომდინარე
იქიდან,
რომ
პროექტის
ამოქმედება
გამოიწვევს
ადგილობრივი
თვითმმართველობების მთელ რიგ აქტებში ცვლილებების შეტანას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
1341, 2093, 239-ე, 252-ე, 2904, 2905 და 2906 მუხლების მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯები
საჭიროების
შემთხვევაში
დაფინანსდება
ადგილობრივი
თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
1341, 2093, 239-ე, 252-ე, 2904, 2905 და 2906 მუხლების ამოქმედების შედეგად დამატებით
შემოსავლებს მიიღებენ სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, ვინაიდან ხდება
ახალი ჯარიმის დაწესება. აგრეთვე, 793 და 84-ე მუხლების ამოქმედების შედეგად შემოსავლებს
მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი, ვინაიდან ხდება ახალი ჯარიმის დაწესება. შემოსავლების
ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე;
1341, 2093, 239-ე, 252-ე, 2904, 2905 და 2906 მუხლებთან მიმართებით, საჭიროების
შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვასთან დაკავშირებული
საჭირო ხარჯები დაფინანსდება ადგილობრივითვი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეულის ან
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ. თუმცა, წინასწარ განსაზღვრა, თუ რა ხარჯზე იქნება
საუბარი, ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება მოახდენს უარყოფით გავლენას იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს გამომდინარე იქიდან, რომ ასეთის
არსებობის შემთხვევაში მათ მოუწევთ შესაბამისი ჯარიმების გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ჯარიმების განსაზღვრას. კერძოდ,
793 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ახალი ჯარიმების განსაზღვრას და მათი
ოდენობა არის დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარი;
დადგენილი ნორმის 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 15 000 ლარი; დადგენილი
ნორმის 10-ჯერ ან მეტჯერ გადამეტების შემთხვევაში − 45 000 ლარი.
1341 მუხლი ითვალისწინებს ახალი ჯარიმების განსაზღვრას და მათი ოდენობა ფიზიკური
პირის შემთხვევაში დგინდება 2000 ლარის, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 5000 ლარის
ოდენობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას კი ფიზიკური
პირის შემთხვევაში - 5000 ლარის, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 15000 ლარის
ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან’’ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
761, 793 და 84-ე მუხლების შემუშავებაში კონსულტაციების გავლა მოხდა საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ხოლო 1341 და შემდგომი მუხლების
შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ირაკლი ზარქუა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია,
ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ნინო
ლაცაბიძე, ირაკლი ზარქუა, ალექსანდრე დალაქიშვილი, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ხახუბია,
ნოდარ ტურძელაძე, დავით კაჭარავა.