საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 42
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 28 ივნისი, 11:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/54; 19.05.2021) III მოსმენით
განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე;
2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
5. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
6. საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N42
2021 წლის 28 ივნისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი უფლებამონაცვლე
შოთა ხაბარელი, ლევან მგალობლიშვილი, პაატა მანჯგალაძე, გიორგი კახიანი,
სავალან მირზოევი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, ვიქტორ სანიკიძე, ლევან
ბეჟაშვილი;
სხდომაზე მოწვეულები: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი;
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
(07-3/54; 19.05.2021) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე;
2.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
3.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
4.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა
რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის
თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
5.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა
და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
6.
საქართველოს
პარლამენტის
ეთიკის
საბჭოში
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ
კომიტეტის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა, ფრაქციებსა და პოლიტიკურ
ჯგუფებს შორის დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, გადატანილი
ყოფილიყო კომიტეტის შემდეგი სხდომისათვის.
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ
წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული
დღის წესრიგი.
დღის წესრიგი
1.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
(07-3/54; 19.05.2021) III მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: გივი მიქანაძე;
2.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
3.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა
რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის
თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
4.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა
და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
5.
საქართველოს
პარლამენტის
ეთიკის
საბჭოში
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/54;
19.05.2021) III მოსმენით განხილვა;
მოისმინეს: გივი მიქანაძის მოხსენება.
მომხსენებელმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული
პროცედურების შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო ის რედაქციული ხასიათის
შენიშვნები, რომელიც განხორცილდა რეგლამენტის პროექტის მეორე მოსმენით
განხილვის შემდეგ, მათ შორის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
წარმოდგენილი რამდენიმე რედაქციული ხასიათის ცვლილება
რეგლამენტის
პროექტის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალიწინებულ 18-ე
მუხლის ყ1 ქვეპუნქტსა და 2082 მუხლში.
გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო
ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის“ 1987 წლის ევროპული კონვენციის ვალდებულების
შესრულება, კერძოდ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე საქართველომ კონვენციის მე5 მუხლით დადგენილი ვალდებულების მიხედვით უნდა წარადგინოს სამი
კანდიდატურა, რომლებიც შეირჩევიან ეროვნულ დონეზე გამჭვირვალობისა და
ღიაობის პრინციპებზე დამყარებული კონკურსის შედეგად. სწორედ ამ მიზნის
შესაბამისად, საქართველოს რეგლამენტს ემატება ის დებულებები, რომლებიც ქმნიან
აღნიშნული კონკურსის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს.
აზრი გამოთქვეს:
ლევან ბეჟაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რეგლამენტისათვის გარდამავალი
დებულების სახით დამატებულიყო ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა თუ რა ვადაში
უნდა მომხდარიყო კანდიდატურების წარდგენა, აგრეთვე დაინტერესდა ვინ იყო
ამჟამად საქართველოს წარმომადგენელი
ევროპის საბჭოს წამებისა და
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპულ
კომიტეტში.
გივი მიქანაძემ ლევან ბეჟაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით
განმარტა, რომ თვითონ „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის
ან დასჯის აღკვეთის“ 1987 წლის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით დადგენილი
ვალდებულება ადგენდა ვადას, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე საქართველომ
უნდა წარადგინოს სამი კანდიდატურა. ამჟამად, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,
თინათინ უფლისაშვილი არის საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს
წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის
ევროპულ კომიტეტში და მისი უფლებამოსილების ვადა იწურება 2021 წლის 15
დეკემბერს. პარლამენტის მიერ რეგლამენტის პროექტის მიღების შემთხვევაში,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამავე ცვლილების თანახმად, ბრძანებით
დაამტკიცებს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით,
წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო
კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობას. აღნიშნული პაკეტი,
გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით გაეგზავნათ ფრაქციების
ხელმძღვანელებს და დაინტერესების შემთხვევაში შეუძლია გაეცნოს.
1 ოქტომბრამდე კანდიდატურების წარდგენის ვალდებულების შესაბამისად,
კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდება უკვე აგვისტოში.
საქართველოს პარლამენტის მიერ შეჩეულ სამ კადიდატს, როგორც მომხსენებელმა
განმარტა, ჯერ განიხილავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის
უფლებათა დაცვის ქვეკომიტეტი, შემდგომ იურიდიულ საკითხთა ქვეკომიტეტი და
დასკვნა გადაეცემა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ხმათა
უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთი
კანდიდატის დამტკიცების შესახებ, რომელიც იქნება 4 წლის განმავლობაში
საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპულ კომიტეტში.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის
კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის
წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წევრთა რაოდენობისა და პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების ხელახლა განსაზღვრის საჭიროება დღის წესრიგში
დადგა ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების შექმნის გამო.
კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტში არსებული ყველა კომიტეტის (16 კომიტეტი) წევრთა რაოდენობა
გაიზარდა 19 წევრამდე, რაც ყველა ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო
პარლამენტის წევრებს მისცემს იმის საშუალებას, რომ მათმა წარმომადგენლებმა
სრულფასოვნად განხორციელონ თავიანთი საქმიანობა საპარლამენტო კომიტეტებში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი და მე-10
პუნქტების, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 228¹ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტები წევრთა რაოდენობისა და პროპორციების შესაბამისად განისაზღვრა შემდეგი
სახით:
19 წევრიან კომიტეტებში
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 10 წევრი;
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 3 წევრი;
ფრაქცია „ლელო“- პარტნიორობა საქართველოსათვის“ – 1 წევრი;
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – 1 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი;
უფრაქციო პარლამენტის წევრები - 1 წევრი.
აზრი გამოთქვეს:
ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო სუბიექტების უმეტესობა რეალურად
ვერ შეავსებს კომიტეტბში მათთვის განსაზღვრულ კვოტებს.
ირაკლი ქადაგიშვილმა ლევან ბეჟაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან
დაკავშირებით განმარტა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების
შესაბამისად განსაზღვრავს კვოტებს და შემდეგ თვითონ საპარლამენტო სუბიექტების
გადასაწყვეტია, რომელს აირჩევიან. სრულად კომიტეტბში კვოტების ათვისების
შესაძლებლობა მხოლოდ ორ ფრაქციას აქვს, აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა
რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის
თაობაზე საკითხის განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და
უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3
პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, 72-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 228¹
მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოს
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა
განისაზღვროს 14 წევრის შემადგენლობით, ხოლო ფრაქციათა და უფრაქციო
პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს
შემდეგნაირად:
1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 7 წევრი;
2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 წევრი;
3. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 წევრი;
4. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი;
5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი;
6. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი;
7. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი;
8. უფრაქციო პარლამენტის წევრი - 1 წევრი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის
განხილვა.
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის
წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 62მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 228¹ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
კომიტეტმა დაადგინა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების
შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა
რაოდენობა განისაზღვროს 14 წევრის შემადგენლობით, ხოლო ფრაქციათა და
უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ –7 წევრი;
2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 წევრი;
3. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 წევრი;
4. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი;
5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი;
6. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი;
7. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი;
8. უფრაქციო პარლამენტის წევრი - 1 წევრი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს განიხილა ეთიკის საბჭოში ფრაქციათა
და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის საკითხს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3
პუნქტის, 227-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 228¹ მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად
კომიტეტმა
დაადგინა
ეთიკის
საბჭოში
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 7 წევრი;
2. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 წევრი;
3. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 წევრი;
4. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 წევრი;
5. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 წევრი;
6. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ - 1 წევრი;
7. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ - 1 წევრი;
8. უფრაქციო პარლამენტის წევრი - 1 წევრი.
კენჭისყრები:
1.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, სხდომაზე
გამოთქმული რედაქციული ხასიათის შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი
დაუჭიროს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
(07-3/54; 19.05.2021) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (N07-3/54;
19.05.2021) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III
მოსმენით განხილვისათვის;
პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად
დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
2.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა და
გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში წევრთა
რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის
შესახებ გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
3.
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა
რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის
თაობაზე ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედრუო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა
რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის
თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
4.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობის,
აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტების
განსაზღვრის
თაობაზე
კომიტეტის
მიერ
მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული
გადაწყვეტილების პროექტი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების
შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა
რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
5.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს
საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული
გადაწყვეტილების პროექტი საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ გაეგზავნოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი