„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-06
ბიუროს ნომერი 74
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ.
96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება − „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის
ან/და
საქართველოს
ტერიტორიის
ფარგლებს
გარეთ
პირისათვის
არსებითი
პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც
შესაძლოა მოახდინოს ან/და გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მის
გარეშე;“;
ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი − პირი, რომელიც
ახორციელებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას;“;
გ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და
მომგებიან თამაშობებს (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ
თამაშობებს), შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის
პლატფორმას,
სათამაშო
პლატფორმას
(მათ
შორის,
სერვერს/სერვერებს,
რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა
ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ
კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას, რამაც შესაძლოა
მოახდინოს ან/და გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მის გარეშე;“.
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს მომსახურების
სახეები, რომელთა გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ
სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის.“.
3. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:
„14. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს
შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს არსებითი
პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცება.
2. პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებენ
საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პირისათვის აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრისა უზრუნველყონ აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021
წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს
კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ (შემდგომში
- კანონი) განმარტავს იმ თამაშობათა სახეობებს, რომლებიც განეკუთვნება აზარტულ ან/და
მომგებიან თამაშებს, მათი მოწყობის წესს, ნებართვის მიღების წესებსა და პირობებს (გარდა
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პირობებისა),
ნებართვის მფლობელთა უფლება-მოვალეობებს და სხვა ზოგად პრინციპებს. თუმცა, კანონის
მოქმედი რედაქცია და აღნიშნული რედაქციით გათვალისწინებული შეზღუდვები არ აძლევს
დაინტერესებულ პირებს საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის
სფეროში საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, გარდა საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა. ამასთან, საგამონაკლისო წესით
განსაზღვრული შემთხვევები ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის
ფარგლებს გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი
პირებისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი მომსახურებების გაწევას, რაც
აფერხებს საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის სფეროში არსებული გამოწვევების
საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში მოქცევასა და ამ გზით ქვეყნის ეკონომიკური
განვითარების ხელშეწყობას.
დღეის მდგომარეობით არსებული რეგულირების პირობებში გამოიკვეთა ორი
ძირითადი პრობლემა. პირველ რიგში, საქართველოში ნებართვის საფუძველზე საქმიანობის
განმახორციელებელ
სუბიექტებს
არ
ეძლევათ
შესაძლებლობა
გაითვალისწინონ
მომხმარებლების დაინტერესება და პროდუქცია მიაწოდონ ან/და მომსახურება გაუწიონ
საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებად სუბიექტებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას
მოახდენს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებით
სარგებლობისას წარმოიშვა საქმიანობის განმახორციელებელი პირების იდენტიფიცირებისა და
აღნიშნულზე შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. კერძოდ, არსებული
კონტროლის მექანიზმები ართულებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სათამაშო ბიზნესის
სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებამოსილების შემოწმებასა და
ასეთი პირებისათვის მომსახურების გაწევისას მომსახურების გამწევი პირების
საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისად მოქმედების კონტროლს.
იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშო ინდუსტრიის სექტორი სწრაფად მზარდი და
ცვალებადია, ამასთან, მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება მოითხოვს მარეგულირებელი
ორგანოების მხრიდან შესაბამისი კონტროლის მექანიზმების შემუშავებას, მნიშვნელოვანია,
რომ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა იძლეოდეს სათამაშო სფეროში ახალი გამოწვევების
იმპლემენტაციისა და მათი ეფექტურად აღსრულების შესაძლებლობას. საქართველოში
ნებართვის მქონე სუბიექტების მხრიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირება და ამ
გზით ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება/განვითარება მოითხოვს მკაცრად
გაწერილი სანებართვო პირობების არსებობასა და მათი კონტროლის სწრაფად და ეფექტიანად
განხორციელებას.
მნიშვნელოვანია, საქართველოში სათამაშო ბიზნესის სფეროში ნებართვის საფუძველზე
საქმიანობის განმახორციელებელ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა სრულად აითვისონ
არსებული/შეთავაზებული ბაზარი და ამასთან, განხორციელდეს ასეთი შესაძლებლობის
გამოყენებისას საქმიანობის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის
შეფასება და მკაცრი კონტროლის/მონიტორინგის განხორციელება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის
მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ტერმინები და დებულებები,
რომლის ცვლილების და დაზუსტების აუცილებლობა გამოვლინდა, გათვალისწინებულია
კანონით და შესაბამისად მათში ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ
საკანონმდებლო ცვლილებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტის
მიღების შემთხვევაში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მოხდება
კანონში არსებული ხარვეზების გასწორება, ადმინისტრირების გაუმჯობესება და სხვა
პრობლემური საკითხების გადაჭრა.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით და სათამაშო ბიზნესის სფეროში საქართველოს
ფარგლებს გარეთ ოპერირების შესაძლებლობით, გაიზრდება მისაღები გადასახადებისა და
მოსაკრებლების საერთო რაოდენობა, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გამოიწვევს
სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს:
1. კანონპროექტის შესაბამისად ზუსტდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების დეფინიცია. აღნიშნული განპირობებულია პრაქტიკაში აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების/ქმედების
იდენტიფიცირებისა და აღნიშნული ღონისძიებების/ქმედებების საკანონმდებლო ბაზასთან
შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით. აუცილებელია დაკონკრეტდეს, რომ აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდება წარმოადგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პირისათვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების
პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც შესაძლოა მოახდინოს ან/და
გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მის გარეშე. აღნიშნული
ცვლილებით,
კანონით
დარეგულირებული
იქნება
ნებართვის
საფუძველზე
განხორციელებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ზუსტი ლეგალური
დეფინიცია, რაც წარმოადგენს თამაშების მიწოდების კანონის გვერდის გავლით
განხორციელების პრევენციას.
2. საკანონმდებლო ცვლილებით დაზუსტდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიმწოდებელი პირის ცნება და ასეთ პირად განისაზღვრება ის პირი, რომელიც ახორციელებს
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას.
3. კანონპროექტი ითვალისწინებს არსებითი პროდუქციის/მომსახურების განმარტებას.
არსებითი პროდუქცია/მომსახურება არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან
თამაშობებს (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს),
შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო
პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ
ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას,
მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა
პროდუქციას ან/და მომსახურებას, რამაც შესაძლოა მოახდინოს ან/და გავლენას ახდენს
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მის გარეშე. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკანონმდებლო
ნორმების განჭვრეტადობასა და სათამაშო ინდუსტრიაში საგადახდო პოლიტიკის
გაუმჯობესებას.
4. დღეს მოქმედი რეგულაციის შესაბამისად აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის
ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი
პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, გარდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევისა, რაც აფერხებს სათამაშო
ინდუსტრიაში არსებული გამოწვევებისა და ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით კი საქართველოს ფინანსთა მინისტრი
უფლებამოსილია განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელთა გაწევაც აკრძალულია
საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის
განმახორციელებელი პირისათვის. აღნიშნული ცვლილებით ფართოვდება საქართველოს
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს
ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და კონტროლის მექანიზმების
ეფექტურ შემუშავებას/აღსრულებას.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სათამაშო სექტორის საკანონმდებლო ბაზის დახვეწას,
პრაქტიკაში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრას, ეფექტური კონტროლის მექანიზმების
შემუშავებასა და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების
რიგი დებულებების დროულად ამოქმედება. რაც შეეხება ამ კანონის პირველი მუხლის
პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, მისი ამოქმედება გათვალისწინებულია 2021 წლის 1
სექტემბრიდან, ვინაიდან, აღნიშნული ნორმის ამოქმედებამდე, საქართველოს მთავრობამ
(2021 წლის 1 სექტემბრამდე) უნდა უზრუნველყოს არსებითი პროდუქციისა და მომსახურების
ნუსხის დამტკიცება. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის
კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი მიზანშეწონილია განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან,
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონი რიგ საკითხებთან მიმართებით ნაკლებად განჭვრეტადია, რაც პრაქტიკაში საქმიანობის
განხორციელებასა და კონტროლის მექანიზმების გატარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
ამასთან, საქართველოს სათამაშო ბაზარი მზადაა მიიღოს მთელი რიგი გამოწვევები, რითიც
შესაძლებლობა იქნება საერთაშორისო ასპარეზზე ოპერირება და ქვეყნის ეკონომიკური
განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, აუცილებელია, რომ არ შეყოვნდეს მკაცრი კონტროლის
მექანიზმების გამოყენება/გატარება, რათა მთელი რიგი ქმედებების განხორციელება სათამაშო
სექტორში მოღვაწე სუბიექტების მხრიდან არ განხორციელდეს კანონის გვერდის ავლით.
გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული
ცვლილებების აღსრულება სსიპ - შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს შერჩეული
პირის მეშვეობით, რომელსაც თავის მხრივ სჭირდება გონივრული ვადა ცვლილებასთან
სისტემის ადაპტირებისა და ამგვარად ოპერირებისთვის, მიზანშეწონილია წარმოდგენილი
პროექტები საქართველოს პარლამენტის მიერ განხილული იქნეს დაჩქარებული წესით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებული ცვლილების საბოლოო
იმპლემენტაცია დროში შეფერხდება, რაც თავის მხრივ დააყოვნებს სათამაშო ბიზნესის
ინდუსტრიის ეფექტიანი კონტროლის განხორციელებასა და შესაბამისი თანმდევი
ღონისძიებების განხორციელებას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო: საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი
ხარჯები დაფინანსდება სსიპ შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის შესაბამისად დგინდება საქართველოს
მთავრობის ვალდებულება დადგენილებით დაამტკიცოს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ
გასაწევი მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აღნიშნული წარმოადგენს
საქართველოს მთავრობის ჩვეულებრივი საქმიანობის სფეროს და დამატებით ფინანსურ ან
ადამიანურ რესურსს არ საჭიროებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე; აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის შესაბამისად ნებართვის აღებას დაექვემდებარებიან ის პირები,
რომლებიც თამაშობების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდებას ახდენენ
საქართველოს ფარგლებს გარეთ პირისთვის. აღნიშნული პირები ვალდებული იქნებიან
თავიანთი საქმიანობა განახორციელოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
ნებართვის საფუძველზე. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთია წელიწადში 100 000 ლარი. გარდა ამისა, საქართველოს
ფარგლებს გარეთ ოპერირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო
ბიუჯეტში გადასახადებისა და მოსაკრებლების საერთო რაოდენობის ზრდას. გავლენის
ოდენობა დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ბაზარზე არსებული დაინტერესებით.
ამასთან, ვინაიდან კანონპროექტის შესაბამისად დგინდება საფასური, აღნიშნული
გაზრდის სსიპ შემოსავლების სამსახურის შემოსავლებს. გავლენის ოდენობა კი
დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ პირს გაუწევს სსიპ შემოსავლების სამსახური
შესაბამის მომსახურებას და რა იქნება მომსახურების საფასურის ოდენობა. დღეის
მდგომარეობით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა გაცემულია 13
პირზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის
მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება სსიპ შემოსავლების
სამსახურის ბიუჯეტიდან.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის შესაბამისად დგინდება საქართველოს
მთავრობის ვალდებულება დადგენილებით განსაზღვროს სსიპ შემოსავლების სამსახურის
მიერ გასაწევი მომსახურების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი, აღნიშნული
წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ჩვეულებრივი საქმიანობის სფეროს და დამატებით
ფინანსურ ან ადამიანურ რესურსს არ საჭიროებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების
ნებართვის
აღებას
დაექვემდებარება
თამაშობების
ან/და
არსებითი
პროდუქციის/მომსახურების
მიწოდება
როგორც
თამაშობის
ორგანიზატორისთვის
(საქართველოში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის
მფლობელებისთვის), ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ პირისთვის.
შესაბამისად
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც თამაშობების ან/და
არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდებას ახდენენ საქართველოს ფარგლებს გარეთ
პირისთვის, ვინაიდან აღნიშნული პირები ვალდებული იქნებიან თავიანთი საქმიანობა
განახორციელოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის
საფუძველზე. თუ რამდენ პირზე იქონიებს გავლენას, დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენი
პირი მიმართავს შესაბამისი ნებართვის ასაღებად სსიპ შემოსავლების სამსახურს. „სალიცენზიო
და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთია წელიწადში 100
000 ლარი. გარდა ამისა, აღნიშნულ პირებზე გავლენას იქონიებს
ცვლილება იმ
თვალსაზრისითაც, რომ მათი საქმიანობის გაფართოების და კანონის რეგულირების ქვეშ
მოქცევის შემდეგ, გაიზრდება მათი შემოსავლებიც და მოუწევთ შესაბამისი გადასახადების
გადახდაც ბიუჯეტში.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად განისაზღვრება აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიმწოდებლის ვალდებულება გადაიხადოს სსიპ შემოსავლების სამსახურის
მომსახურების საფასური, რაც გავლენას იქონიებს აღნიშნულ პირებზე. დღეის მდგომარეობის
ასეთი პირია 13. გავლენის ოდენობის განსაზღვრა ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, რადგან
საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა
დადგენილებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი ან მოსაკრებელი, თუმცა
საქართველოს
ფარგლებს
გარეთ
განხორციელებული
ოპერირებით
გაიზრდება
დაინტერესებულ და თამაშობაში მონაწილე პირთა წრე, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო
ბიუჯეტში შემოსული გადასახადებისა და მოსაკრებლების საერთო ოდენობაზე გაზრდის
თვალსაზრისით.
ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად დგინდება, აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების მიმწოდებლის ვალდებულება გადაიხადოს სსიპ შემოსავლების სამსახურის
მომსახურების საფასური. საფასურის ოდენობასა და გადახდის წესს კი განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება საერთაშორისო
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ - შემოსავლების სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.