საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის მიერ წარმოდგენილ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-7822/21; 10.06.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8980/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-06
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2-8980/21 01-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებაზე „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7822/21; 10.06.2021) საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის (შემდეგში - კომიტეტი) 2021 წლის 29 ივნისის სხდომაზე (სხდომის ოქმი №14) განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7822/21; 10.06.2021). წინადადება გულისხმობს ცვლილების შეტანას „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის სამ მუხლში, კერძოდ: 1. წინადადების ავტორის აზრით, კოოპერატივისათვის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მინიჭებისას პაის სრულად შეტანის და ამის დადასტურების დავალდებულება არ არის მიზანშეწონილი. ამდენად, კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი უმჯობესია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „პაის ღირებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი“. 2. პაატა კოღუაშვილის მოსაზრებით, ყველა მეპაიე შესაძლოა უშუალოდ არ იყოს ჩართული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში (მაგ. ხორბლის მწარმოებელთა კოოპერირებისას შესაძლოა მხოლოდ მცირე რაოდენობით პერსონალი იყოს ჩართული პროცესში, გამოიყენებოდეს სხვადასხვა ტექნიკა და სხვადასხვა მეპაიეთა მიწის ნაკვეთები) და ამის გამო მათი საქმიანობა, კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ამჟამინდელი რედაქციით, ეწინააღმდეგება კოოპერატივის განმარტებას. წინადადების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ავტორის შემოთავაზებაა, რომ დასახელებული პუნქტის არსებული რედაქცია დარჩეს უცვლელად და მოაწესრიგოს მხოლოდ ე.წ. „მომსახურების ტიპის“ კოოპერატივები, დამატებით კი, ჩანაწერი გაჩნდეს ე.წ. „საწარმოო ტიპის“ კოოპერატივებისათვის. 3. წინადადების ავტორის აზრით, კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქცია შესაძლებელს ხდის, რომ კოოპერატივში იყოს 1 მეპაიე და 8 ასოცირებული წევრი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კოოპერაციის პრინციპს. პაატა კოღუაშვილის შემოთავაზებული რედაქცია შემდეგია: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რაოდენობა იმ დასახლებაში, რომელზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − 9-ზე ნაკლები“. კომიტეტმა წარმოდგენილი წინადადება განიხილა 2021 წლის 29 ივნისის სხდომაზე. საკითხის წარმოდგენისას კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის შესახებ, რომელიც კომიტეტმა სწორედ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით განახორციელა. ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა პაატა კოღუაშვილის წვლილს ამ პროცესში და მის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებების მნიშვნელობას საბოლოო დასკვნის მომზადებისას. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა საკანონმდებლო წინადადების, როგორც პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა და წარმოდგენილი წინადადების ინიციატივად ქცევის საჭიროება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადება „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-7822/21; 10.06.2021) ცნო მიღებულად. კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი