საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების, ასევე ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-8961/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-06
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

დასკვნა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2-8961/21 30-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს დასკვნა ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების, ასევე ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, 2020 წლის 7 ივნისს, კომიტეტის სხდომაზე, მოუსმინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით თვალაბეიშვილს, რომელმაც წარმოადგინა ენერგეტიკის მიმართულებით ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების, ასევე, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ აიღო ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვოს და ენერგეტიკის სექტორში განახორციელოს შესაბამისი რეფორმები. “ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ” ოქმის ხელმოწერიდან დღემდე, არაერთი პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მიღებულ იქნა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“, „ენერგეტიკისა და სასმელი წყლის შესახებ“, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის ხელშეწყობის შესახებ“, „ენერგო ეტიკეტირების შესახებ“ კანონები. შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმა, თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge რომელშიც აისახა განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები. აქტიურად მიმდინარეობს ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/რეკონსტრუქცია, ასევე, გაზსაცავის პროექტის განხორციელება. კომიტეტი მიესალმება ქვეყნის ენერგო ბაზრის რეფორმისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეტაპობრივ დაახლოვებაში. ასოცირების შესახებ შეთანხმების XXV-ე დანართის მიხედვით 2018-2020 წლებში უნდა მომხდარიყო ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის 8 რეგულაციასთან, რომელიც ეხება სხვადასხვა პროდუქტზე ეკოდიზაინის მოთხოვნების შემოღებას. კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეკოდიზაინის მოთხოვნებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტების დროულ მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის მიმართულებით ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი