საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებათა წახალისების შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.06.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-9092/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-06
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041213871734 30.06.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებათა წახალისების შესახებ შინაარსი: გთავაზობთ, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ, იურიდიული პირების შემთხვევაში, მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული ოფისი ფაქტიურად გააჩნიათ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებაში, აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, იგი რეალურად ფინქციონირებს და მასში მუდმივად დასაქმებულია მინიმუმ ერთი ადგილობრივი ფიზიკური პირი. ამგვარი საკანონმდებლო რეგულირება არსებობს აშშ-ში და ბრწყინვალე შედეგის მომტანია ქვეყნისთვის, ვინაიდან: (1) მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებებს გაუჩნდებათ დამოუკიდებელი შემოსავლების წყაროები; (2) საშემოსავლო გადასახადების ანარიცხები ასევე მიმართული იქნება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეყვანილ დასახლებების შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტებში; (3) ხელი შეეწყობა დედაქალაქის განტვირთვას. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება სახელმწიფო შესყიდვების პროცესის პოზიტიური ზეგავლენა ქვეყნის განვითარებაზე. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი მობილური: ელფოსტა: