ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ: ა) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საქართველოს პარლამენტის წევრის გელა სამხარაულის წარდგენის შესახებ; ბ) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ხელაშვილის წარდგენის შესახებ; გ) საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ბერაიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან გამოწვევისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარდგენის შესახებ; დ) იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის წარდგენის შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-06
ბიუროს ნომერი 74
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-9077/21
02-07-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავჯდომარეს
ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და 51-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს
პარლამენტის კომიტეტებში განახორციელა შემდეგი ცვლილებები:
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრად
წარადგინა ბატონი გელა სამხარაული;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წარადგინა ბატონი გიორგი ხელაშვილი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან გამოიწვია ბატონი ირაკლი ბერაია და
წარადგინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარადგინა ბატონი მიხეილ სარჯველაძე.
გთხოვთ, აღნიშნული საკითხი მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge