„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი,
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი
ნომერი
#07-3/93/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-06
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2021, სარეგისტრაციო კოდი: 010290000.04.001.018005) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება ამ მუხლის ამოქმედებისთანავე აღუდგება. ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ამ მუხლის ამოქმედებამდე მიიღებდა, რომ არ დაეკარგა ზემოაღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება. აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება გარკვეული პოლიტიკური პარტიების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხის დაზუსტებას. კერძოდ, დღესდღეობით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება 2022 წლის 1 თებერვლიდან აღუდგება. ასეთ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ასევე ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით მიიღებდა, რომ არ დაეკარგა აღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება. ამასთანავე, ამგვარ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების აღდგენიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ამოქმედდება 2022 წლის 1 თებერვლიდან. თუმცა მიზანშეწონილია, რომ იგი, 2022 წლის 1 თებერვლის ნაცვლად, ამოქმედდეს 2021 წლის 1 აგვისტოდან. შესაბამისად, კანონპროექტი ამ ვადის ამგვარ ცვლილებას ითვალისწინებს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: პოლიტიკური პარტიის საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად, „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება 2021 წლის 1 აგვისტოდან აღუდგებათ; ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ ყველა ის თანხა, რომელსაც ისინი საქართველოს 1 სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით მიიღებდნენ, რომ არ დაეკარგათ აღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს N671-IVმს-Xმპ ორგანული კანონის მე-2 და მე-3 მუხლებში და მე-2 მუხლი, 2022 წლის 1 თებერვლის ნაცვლად, ამოქმედდება 2021 წლის 1 აგვისტოდან (აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი ითვალისწინებს შემდეგ ნორმას: „მუხლი 2. პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ კანონის ამოქმედებამდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება ამ კანონის ამოქმედებისთანავე აღუდგება. ამასთანავე, ამ პოლიტიკურ პარტიას მიეცემა ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღებდა, რომ არ დაეკარგა ზემოაღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება. აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას უფლება აქვს, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უარი თქვას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე. ამისთვის მან სათანადო წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას. 2 ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კერძოდ, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც კანონპროექტის მიღების შედეგად 2021 წლის 1 აგვისტოდან აღუდგებათ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება და მიეცემათ ყველა ის თანხა, რომელსაც ისინი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით მიიღებდნენ, რომ არ დაეკარგათ აღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება, არიან: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“. „გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება შეადგენს 777990 ლარს, ხოლო „ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება შეადგენს 497406 ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 3 კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს პოლიტიკური პარტიების: „გირჩისა“ და „ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეების“ შემოსავლებზე; კერძოდ, მათ 2021 წლის 1 აგვისტოდან აღუდგებათ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება და მიეცემათ ყველა ის თანხა, რომელსაც ისინი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით მიიღებდნენ, რომ არ დაეკარგათ აღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება („გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება შეადგენს 777990 ლარს, ხოლო „ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება შეადგენს 497406 ლარს). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, გადასახდელი (ფულადი შენატანი). მოსაკრებელი ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. 4 გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი. 5