საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი „ღია პარლამენტის“ 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.07.2021
ავტორი
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-9090/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-06
ბიუროს ნომერი 74

📜 ტექსტი

წერილი
2-9090/21 05-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას. პატივისცემით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე გივი მიქანაძე
სამოქმედო გეგმა
ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 1 სარჩევი 1. პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი ................................................. 4 1.1. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება.............................................................................................................................................................................................................. 4 2. პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესება ................................................................................................................................... 6 2.1. სახელმწიფო (საჯარო) ვალთან დაკავშირებით პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება და ინფორმირებულობის გაზრდა .. 6 2.2. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ვალდებულებისა და მისი მუშაობის ვადების გაწერა ................................................................................................................................................................................................ 8 2.3. პარლამენტის როლის გაზრდა საგანგებო მდგომარეობის დროს ................................................................................................................... 10 3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ..................................................................................................................................................... 12 3.1. კანონპროექტებთან დაკავშირებით უწყებებისაგან/დაინტერესებული პირებისაგან მიღებული მოსაზრებების გამოქვეყნება ........ 12 3.2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშთან/პარლამენტის შესაბამის დადგენილებასთან დაკავშირებით უწყებების პასუხების გამოქვეყნება ................................................................................................................................................................................................. 13 3.3. პარლამენტის კომიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ..................................... 15 3.4. პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმების ვებგვერდზე გამოქვეყნებისათვის ვადების შემოღება .............................................. 17 3.5. კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტების სხდომების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება ................................. 19 3.6. ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების საზედამხედველო პლატფორმის ანგარიშების პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება... 21 3.7. პარლამენტის ახალი ვებგვერდის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება .......................................................................................... 22 4. მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა .............................................................................................................................................................. 24 4.1. სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო საქმიანობაში ......................................................................................................... 24 4.2. მოქალაქეთა ინფორმირება ახალი კანონმდებლობის შესახებ ......................................................................................................................... 28 5. პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა............................................................................................................................................... 31 5.1. პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშების სტრუქტურის გაუმჯობესება ................................................................................................... 31 2 5.2. საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესება ............................................................................. 33 6. საპარლამენტო ღიაობის გაუმჯობესება ....................................................................................................................................................................... 35 6.1. ყოველწლიური კონფერენცია პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებზე ......................................................................................... 35 6.2. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის ინიციატივის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება ....................................................................................................................................................................................................................... 37 7. საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობა და გაუმჯობესება ...................................................................................................................................... 39 7.1. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების სარეკომენდაციო მეთოდოლოგიის შემუშავება........................ 39 3 1. პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი 1.1. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინიციატორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა 2019 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა პარლამენტის 2019-2030 წლების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის. სტრატეგიული დოკუმენტი ეფუძნება პრინციპს „კეთილდღეობა ყველასთვის“ და ასახავს პარლამენტის ხედვას საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ასევე მის როლს ამ პროცესში. სტრატეგია ეყრდნობა პარლამენტის თვითშეფასების შედეგებს, რომელიც 2018 წლის ივნისში ჩატარდა და რომელმაც გამოავლინა პარლამენტის შესაძლებლობები და საჭიროებები მდგრადი განვითრების მიზნების შესრულების კუთხით. სტრატეგიით ოთხი ძირითადი მიმართულება განისაზღვრა: კანონშემოქმედება, საბიუჯეტო პროცესი, ზედამხედველობა და მოქალაქეთა ჩართულობა, ხოლო ორწლიან სამოქმედო გეგმაში გაერთიანდა ოთხი ამოცანა და 29 ქმედება; დადგინდა თითოეული ქმედების განხორციელების პერიოდი, ასევე მის შესრულებაზე პასუხისმგებელი მხარეები, როგორც საპარლამენტო კომიტეტებიდან, ისე აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან. სტრატეგიაში აღინიშნა, რომ 2020 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ მომდევნო წლებში უნდა გაიწეროს. დღეისათვის, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის მხოლოდ ნაწილია შესრულებული. მნიშვნელოვანია, ყველა დარჩენილი და რელევანტური აქტივობის განხორციელებაც. გარდა ამისა, სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, რეკომენდებულია 2022-2024 სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელშიც გაიწერება როგორც აქამდე შეუსრულებელი აქტივობები, ასევე ახალი საჭიროებებით განსაზღვრული ღონისძიებები. 4 მთავარი მიზანი პარლამენტის ჩართულობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მონიტორინგში ღია, საკონსულტაციო და მონაწილეობითი პროცესის გზით გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება საჯარო მომსახურების გაუმჯობესება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალ-დებულება მოქალაქეთა ჩართულობა    მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება განხორციელებასა და ტექნოლოგია და ინოვაციები ყველა (17) მიზანი ღონისძიება განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი 1. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს პარლამენტი 08/2021 09/2021 მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი დასრულებულია 2. ანალიზის საფუძველზე, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს პარლამენტი 09/2021 12/2021 მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის 20212022 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია 3. მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოს პარლამენტი 01/2022 12/2022 სამოქმედო გეგმის სულ მცირე 70% შესრულებულია 5 2. პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესება 2.1. სახელმწიფო (საჯარო) ვალთან ინფორმირებულობის გაზრდა წამყვანი დაწესებულება დაკავშირებით პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ინიციატორი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა COVID-19-ის პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო (საჯარო) ვალის, განსაკუთრებით კი საგარეო ვალის მოცულობა. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობის ვალის შეფარდებამ მშპ-სთან მიმართებაში შეადგინა 60.1 პროცენტი, რომელიც აღემატება საქართველოს ორგანული კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ დაშვებულ ზღვარს. შედარებისთვის, ვალის შეფარდება მშპ-სთან მიმართებაში პანდემიამდე იყო 41-42 პროცენტი. 2021 წლისთვის მთავრობის ვალის სრული მოცულობა შეადგენს 32.1 მლრდ ლარს, აქედან 79 პროცენტი საგარეო ვალია. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 2021 წლის ვალი შეადგენს 5.3 მლრდ ლარს (ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონი ლარით განისაზღვრა). არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პარლამენტის როლის და შესაძლებლობების გაძლიერება სახალმწიფო (საჯარო) ვალის მართვის პროცესში, ვალთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ინფორმაციის გამჭვირვალობა. ამ პროცესში, პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტის წევრების ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება ვალის აღების და კონტროლის ფუნქციის განხორციელების პროცესში; ვალთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა. მთავარი მიზანი სახელმწიფო (საჯარო) ვალთან დაკავშირებით პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება ცნობიერების ამაღლებისა და საზედამხედველო მექნიზმების ეფექტურად გამოყენების გზით; სახელმწიფო (საჯარო) ვალის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 6 გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესება ინფორმაციის შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა   ხელმისაწვდომობა  მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), ტექნოლოგია და ინოვაციები მე-16 მიზანი რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება 1. სახელმწიფო (საჯარო) ვალთან დაკავშირებული პროცესების შესახებ გზამკვლევის შემუშავება განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი საქართველოს პარლამენტი, ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 07/2021 02/2022  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტის მიერ შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავებულია სახელმწიფო (საჯარო) ვალთან დაკავშირებული პროცესების შესახებ გზამკვლევი, რომელიც მიმოიხილავს საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ წესებს სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პროცესების შესახებ, ამ პროცესში ჩართული სხვადასხვა აქტორის, მათ შორს, პარლამენტის უფლებამოსილებებს, ვალის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭირვალობაზე საერთაშორისო სტანდარტს 7  გზამკვლევი პარლამენტთან ჯგუფებთან და გაზიარებულია სხვა სამიზნე 2. პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო (საჯარო) ვალთან დაკავშირებულ პროცესებზე (ტრენინგები/საინფორმაციო შეხვედრები, საინფორმაციო ბროშურები) ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), პარლამენტის სასწავლო ცენტრი 2021 წლის საშემოდგომო სესია 2022 წლის საგაზაფხულო სესია  პარლამენტის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით შექმნილია ტრენინგ მოდული სახელმწიფო (საჯარო) ვალთან დაკავშირებით ტრენინგები  ჩატარებულია პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის  სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და სხვა სამიზნე ჯგუებისთვის ჩატარებულია საინფორმაციო შეხვედრები  მომზადებულია და გავრცელებულია საინფორმაციო ბროშურები 3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ყოველწლიური საჯარო განხილვების ჩატარება პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი, ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2021 წლის საშემოდგომო სესია 2021 წლის საშემოდგომო სესია  შედგენილია სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვების პროცესის გეგმა  ჩატარებულია სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვები (პანდემიიდან გამომდინარე, შესაძლებელია განხილვების ონლაინ ფორმატში ჩატარება) 2.2. საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებებთან ვალდებულებისა და მისი მუშაობის ვადების გაწერა წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი პარტნიორ(ებ)ი საჯარო დაწესებულება დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის საქართველოს სახალხო დამცველი 8 სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველი არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკით, სახალხო დამცველის იმ წინადადებების განსახილველად, რომლებიც პარლამენტს მიემართება და ყოველწლიურ ანგარიშშია მოცემული, პარლამენტისავე დადგენილებით, რომელიც ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია, სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას. თუმცა, აღნიშნული კარგი პრაქტიკა არ არის განმტკიცებული ნორმატიული ხასიათის სამართლებრივი დოკუმენტით, ამასთან, არ არის გაწერილი ჯგუფის შექმნის, მისი მუშაობის წარმართვის,პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის და კომიტეტის მხრიდან მასზე მსჯელობის ვადები. მთავარი მიზანი ბოლოდროინდელი კარგი პრაქტიკის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებით გარანტირება, სამუშაო ჯგუფისა და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მუშაობის ვადების გაწერა, პროცესისთვის უფრო მეტად ორგანიზებული ხასიათის მიცემა და მისი გამჭირვალობისა და ეფექტურობის ამაღლება გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ანგარიშვალდებულება; გამჭვირვალობა. შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები  მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც ვალდებულება მე-16 მიზანი ღონისძიება განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი 1. სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისადმი გაცემულ წინადადებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საქართველოს საქართველოს სახალხო დამცველი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა 07/2021 09/2021 სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისადმი გაცემულ წინადადებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 9 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების ცვლილების პროექტის მომზადება და კომიტეტის სხდომაზე წარდგენა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების ცვლილების პროექტი მომზადებულია და წარდგენილია კომიტეტის სხდომაზე 2.3. პარლამენტის როლის გაზრდა საგანგებო მდგომარეობის დროს წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინიციატორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შენარჩუნებისთვის და მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. პარლამენტის როლი კიდევ უფრო იზრდება საპარლამენტო დემოკრატიებში, სადაც საკანონმდებლო ორგანო ფართო კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი. COVID-19-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ზემოთ აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად პარლამენტს ესაჭიროება შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო/პროცედურები, რათა უზრუნველყოს სამუშაო პროცესების უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელება. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მაშინ, როდესაც მთავრობის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს და მოხდეს როგორც მოქალაქეთა უფლებების, ისე ეკონომიკური თუ სხვა საქმიანობის შეზღუდვა, პარლამენტის როლი გადამწყვეტია, როგორც მთავრობის გადაწყვეტილებების ზედამხედველობის, ისე მოქალაქეთა მიმართ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 10 მთავარი მიზანი საგანგებო მდგომარეობის დროს: 1. 2. 3. გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან პარლამენტის როლის გაზრდა დამდგარი საფრთხეების აღმოფხვრის პროცესში და მისი საქმიანობის მაქსიმალურად შეუფერხებელი მიმდინარეობა; მთავრობის შესაბამისი საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობა; საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. საჯარო მომსახურების გაუმჯობესება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალ-დებულება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები     მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება 1. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ინიცირება, რომლითაც დადგინდება სპეციალური პროცედურები საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის ფუნქციონირების შესახებ, მათ შორის: (ა) დაიშვება დისტანციურ რეჟიმში საქმიანობის წარმართვა; (ბ) განისაზღვრება სპეციალური საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმი საგანგებო მდგომარეობის დროს ასამოქმედებლად. მე-16 მიზანი განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს პარლამენტი 07/2021 12/2021 ინდიკატორი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ინიცირებულია, რომლითაც განისაზღვრება საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის ფუნქციონირების სპეციალური პროცედურები 11 2. საგანგებო მდგომარეობის (და ასევე კრიზისული სიტუაციების) დროს პარლამენტის საქმიანობის უწყვეტობის (business continuity) შესახებ მეთოდოლოგიის/გეგმის შემუშავება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს პარლამენტი 07/2021 09/2021 საგანგებო მდგომარეობისას (ასევე კრიზისულ სიტუაციებში) პარლამენტის ფუნქციონირებისა და სამუშაო პროცესების უწყვეტობის შესახებ მეთოდოლოგია/გეგმა შემუშავებულია 3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება 3.1. კანონპროექტებთან დაკავშირებით უწყებებისაგან/დაინტერესებული პირებისაგან მიღებული მოსაზრებების გამოქვეყნება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველი არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა კანონპროექტთან დაკავშირებულ ფაილებში საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია ქვეყნდება, თუმცა მათ შორის არ არის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით უწყებებისაგან/დაინტერესებული პირებისაგან კომიტეტის მიერ მიღებული წერილობითი მოსაზრებები/დასკვნები/წინადადებები მთავარი მიზანი კანონპროექტების გარშემო პარლამენტში უწყებების/დაინტერესებული პირების მიერ გამოგზავნილი წერილობითი მოსაზრებები/დასკვნები/წინადადებების ინფორმაციის ვებგვერდზე ერთიან სივრცეში აკუმულირება და გამოქვეყნება გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება გამჭვირვალობა 12 შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები     მდგრადი განვითარების (SDGs) მიზანი, მე-16 მიზანი რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება 1. კანონპროექტთან დაკავშირებულ ფაილებში უწყებებისაგან/დაინტერესებული პირებისაგან კომიტეტების მიერ მიღებული ოფიციალური ექსპერტული შინაარსის წერილობითი მოსაზრებების/დასკვნების/წინადადებების გამოქვეყნების დაწყება (კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების/შეზღუდვების გათვალისწინებით), გარდა კერძო შინაარსისა და ხასიათის მოსაზრებებისა, რომელიც წარმოდგენილია კომიტეტის წინაშე კანონპროექტთან დაკავშირებით ან კანონპროექტით დასარეგულირებელ საკითხთან დაკავშირებით განხორციელებაში მონაწილე პარლამენტის აპარატი დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი 12/2021 გრძელდება მუდმივად დაწყებულია და გრძელდება კანონპროექტთან დაკავშირებულ ფაილებში უწყებებისაგან/დაინტერესებული პირებისაგან კომიტეტების მიერ მიღებული წერილობითი მოსაზრებების/დასკვნების/წინადადებების გამოქვეყნება 3.2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშთან/პარლამენტის შესაბამის დადგენილებასთან დაკავშირებით უწყებების პასუხების გამოქვეყნება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება 13 პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველი არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის პროცედურა ითვალისწინებს უწყებების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების 2 ეტაპად მომზადებას და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის გაზიარებას: 1) თავად საპარლამენტო ანგარიშში ასახულ ინფორმაციასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით უწყებების პოზიციები (მათ შორის, ეთანხმებიან რეკომენდაციებს თუ არა); 2) სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ დადგენილების მიღების შემდეგ, უწყებების მიერ კომიტეტისათვის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მასალები შეიცავს უაღრესად საყურადღებო ინფორმაციას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა, სახალხო დამცველის ანგარიშისგან განსხვავებით, არ ხდება მათი გამოქვეყნება. მთავარი მიზანი აღნიშნული ინფორმაციის (უწყებების პასუხების) პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებით ყველა დაინტერესებული პირისათვის, მათ შორის საკითხზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ანგარიშვალდებულება; გამჭვირვალობა. შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები   მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება მე-16 მიზანი განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი 14 1. უწყებების პასუხების გამოქვეყნების ვალდებულების პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში ასახვისათვის ცვლილების მომზადება და კომიტეტის სხომაზე წარდგენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 07/2021 09/2021 უწყებების პასუხების გამოქვეყნების ვალდებულების პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულებაში ამსახავი ცვლილება მომზადებულია და წარდგენილია კომიტეტის სხდომაზე 3.3. პარლამენტის კომიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ინიციატორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა საქართველოს პარლამენტის კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნას, თუმცა, სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესი, სტრუქტურა, თემატიკა, სამუშაო პროცესის ვადები, მიზნები და შედეგების გამოქვეყნების ვალდებულება ამ ეტაპზე არ არის რეგლამენტირებული. შესაბამისად, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებისა თუ ცვლილებების განხილვის მიზნით, ჩატარებული სამუშაო შეხვედრები, მეტწილად ატარებს შიდა, ნაკლებად ფორმალიზებულ ხასიათს. შედეგად არ ხდება განხილვების თაობაზე ინფორმაციის სისტემატიზებული თავმოყრა და ნაკლებია ინფორმირებულობა მსგავსი ტიპის შეხვედრების ხასიათისა და განხილული საკითხების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. სამუშაო შეხვედრების შესახებ მონაცემები შესაძლებელია აისახოს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშში. თუმცა, აღნიშნული არ უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის 15 ორგანიზებულობას, პროცესის გამჭვირვალობასა და კანონპროექტისა თუ სხვა დოკუმენტის გარშემო მიმდინარე განხილვების შეფასების შესაძლებლობას. საპარლამენტო ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფების (აღმასრულებელის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით) საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია, მოხდეს მსგავსი ტიპის სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემა და პროაქტიულად გამოქვეყნება. გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, განსახილველი თემატიკა და სამუშაო ჯგუფში ჩართული პირების შესახებ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრებს ექნება საჯარო ხასიათი (არ დაიხურება აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ან დაინტერესებული პირის მოთხოვნით), შეხვედრის დასრულების შემდგომ შედგება და პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამისი კომიტეტის გრაფაში გამოქვეყნდება შეხვედრის ოქმი ან/და შეხვედრის აუდიოჩანაწერი, რომელიც აღწერს სამუშაო ფორმატში ჩატარებული განხილვის თემატიკას, გამართულ დისკუსიასა და შეჯერებულ პოზიციებს. მთავარი მიზანი პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და პარლამენტის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა    მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება მე-16 და მე-17 მიზანი ღონისძიება განხორციელებაში მონაწილე 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (მუხლი 46) შესატანი ცვლილებების შემუშავება კომიტეტის საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის დაწყების თარიღი დასრულების თარიღი 07/2021 02/2022 ტექნოლოგია და ინოვაციები ინდიკატორი  შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (მუხლი 46) შესატანი ცვლილებების პროექტი 16 სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილების მომზადებასა და გამოცემის წესსთან, სამუშაო პროცესის ვადებისა და მიზნების გაწერისასთან, სამუშაო ჯგუფების სტატისტიკის შედგენასა და სამუშაო ჯგუფების საჯარო შეხვედრების ოქმების/აუდიოჩანაწერების პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2. სამუშაო ჯგუფის (რომელსაც აქვს საჯარო ხასიათი და არ არის დახურული) შექმნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილების პროაქტიული გამოქვეყნება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); სამუშაო ჯგუფების შეხვედრების სტატისტიკის შედგენა და პროაქტიული გამოქვეყნება; სამუშაო ჯგუფების საჯარო შეხვედრების ოქმების პროაქტიული გამოქვეყნება. საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 10/2021 06/2022  ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (მუხლი 46) შესატანი ცვლილების პროექტი  დაწყებულია სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ კომიტეტის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრების სტატისტიკის წარმოება და პროაქტიული გამოქვეყნება საჯარო შეხვედრების ოქმები ქვეყნდება პროაქტიულად   3.4. პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმების ვებგვერდზე გამოქვეყნებისათვის ვადების შემოღება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველი 17 არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა პარლამენტის ვებგვერდზე, როგორც წესი, ქვეყნდება კომიტეტების სხდომების ოქმები. თუმცა, კომიტეტების მიხედვით პრაქტიკა ძალიან განსხვავებულია. ზოგიერთ შემთხვევებში ოქმების ვებგვერდზე გამოქვეყნება რამდენიმე თვით ჭიანურდება. მთავარი მიზანი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარკვეული ვადის განსაზღვრა, რა დროის განმავლობაშიც სავალდებულო იქნება კომიტეტის სხდომის ოქმების გამოქვეყნება, რაც აამაღლებს გამჭვირვალობას და გააადვილებს მათზე საზოგადოებრივ წვდომას გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ანგარიშვალდებულება; გამჭვირვალობა შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ღონისძიება 1. პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმების გარკვეულ ვადაში გამოქვეყნების ვალდებულების ასახვის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების პროექტის მომზადება და ინიცირება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები   მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ანგარიშვალდებულება  მე-16 მიზანი განხორციელებაში მონაწილე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და კომიტეტი წესების დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი 09/2021 12/2021 პარლამენტის კომიტეტების სხდომების ოქმების 14 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნების ვალდებულების ასახვის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების პროექტი მომზადებულია და ინიცირებულია 18 3.5. კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტების სხდომების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება წამყვანი დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი ინიციატორი საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება საქართველოს სახალხო დამცველი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს სახალხო დამცველი. არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულია მხოლოდ პლენარული სხდომისა და ბიუროს სხდომის სტენოგრამული ჩანაწერის გამოქვეყნება. საკომიტეტო განხილვის შემდგომ შედგენილი სხდომის ოქმი ზოგადი ხასიათის მატარებელია და დეტალურად არ აღწერს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გამართულ პოლემიკასა თუ კონკრეტული კანონპროექტის წარდგენისას გამოკვეთილ პრობლემურ ასპექტებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში კომიტეტების სხდომებზე კანონპროექტების უფრო სიღრმისეული განხილვა ხდება, მათი აუდიოჩანაწერი ვებგვერდზე მუდმივად განთავსებული არ არის, რაც საკანონმდებლო პროცესის სრულად აღქმას აბრკოლებს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტების სხდომები გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით, თუმცა პარლამენტის საიტზე აღნიშნული ჩანაწერი მხოლოდ გარკვეული დროითაა ხელმისაწვდომი; არ არსებობს კომიტეტის სხდომების აუდიოჩანაწერების არქივი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა კონკრეტული კანონპროექტის ანალიზისას მისი განხილვის პროცესში გამოთქმული მოსაზრებებისა და არგუმენტების სიღრმისეული შესწავლის მიმართულებით. მთავარი მიზანი პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის ამაღლება და კანონშემოქმედებით საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესება გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება გამჭვირვალობა, სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები 19  მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება 1. „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში ცვლილებების შეტანა საკომიტეტო განხილვის/მოსმენის სტენოგრამული ჩანაწერის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ   მე-16 და მე-17 მიზანი განხორციელებაში მონაწილე საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაწყების თარიღი დასრულების თარიღი 09/2021 12/2021 ინდიკატორი   2. პარლამენტის ვებგვერდზე ან მოკვლევის შედეგად მოძიებული სხვა ელექტრონული რესურსის გამოყენებით საკომიტეტო განხილვების/მოსმენის აუდიოჩანაწერების პროაქტიული გამოქვეყნება და არქივის შექმნა  საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 09/2021 02/2022   შემუშავებულია „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში შესატანი ცვლილებები შეტანილია ცვლილებები „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში ჩატარებულია მოკვლევა საკომიტეტო სხდომების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების მიზნით ოპტიმალური დროებითი/მუდმივი მექანიზმის დანერგვის მიმართულებით მიმდინარეობს საკომიტეტო სხდომების აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება 20 3.6. ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების საზედამხედველო პლატფორმის ანგარიშების პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატიული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI) ინიციატორი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატიული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ინტენსიური მუშაობის შედეგად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატიული მმართველობის ინციატივა USAID/GGI-ის მხარდაჭერით, შეიქმნა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის და შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის გაძლიერებას სამთავრობო პროგრამების ხარჯების ანალიზის და შეფასების მიმართულებით. შემუშავებული პლატფორმა ეხმარება კომიტეტს დანერგოს ფაქტებზე დაფუძნებული მონიტორინგის და შეფასების ინოვაციური სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც კომიტეტი რუტინულად შეძლებს მონაცემების განახლებას და პროგრამების შეფასებას. ანალიტიკურ ელექტრონულ პლატფორმას გააჩნია მონაცემების მრავალმხრივი დამუშავების და მათი გამარტივებული ვიზუალიზაციით წარმოდგენის შესაძლებლობა. ეს პლატფორმა ეხმარება პარლამენტს განახორციელოს ეფექტიანი საკომიტეტო საზედამხედველო საქმიანობა და სამთავრობო პროგრამების მონიტორინგის მექანიზმი გახადოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესბული მხარისთვის. საყოველთაო ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების მონიტორინგის საზედამხედველო ელექტრონული ინსტრუმენტის გამოყენებით შექმნილი პერიოდული ანგარიშების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პარლამენტის ვებგვერდზე დაეხმარება ინფორმაციის ღიაობის და გამჭვირვალობის მოთხოვნას და შესაძლებლობას მისცემს პარლამენტს ფარტო აუდიტორიას გააცნოს მისი საზედამხედველო საქმიანობის შესახებ ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაცია. მთავარი მიზანი ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების მონიტორინგის საზედამხედველო ელექტრონული ინსტრუმენტის გამოყენებით შექმნილი პერიოდული ანგარიშების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პარლამენტის ვებგვერდზე 21 გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ტექნოლოგია და ინოვაციები, ანგარიშვალდებულება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალ-დებულება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები     მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება მოქალაქეთა მე-16 მიზანი ღონისძიება ღონისძიების განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი 1. ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამების საზედამხედველო ონლაინ პლატფორმის ანგარიშების გასაჯაროვება პარლამენტის ვებგვერდზე პარლამენტის აპარატი, 09/2021 12/2021 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატი ული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI) ინდიკატორი პარლამენტის ვებგვერდზე გასაჯაროვებულია მომხმარებელზე მორგებული საზედამხედველო ონლაინ პლატფორმის ანგარიშები, შესაბამისი ვიზუალიზაციით 3.7. პარლამენტის ახალი ვებგვერდის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატიული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI) 22 ინიციატორი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატიული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა პარლამენტის ახალი ვებგვერდის სატესტო რეჟიმში გაშვების შემდეგ აუცილებელია ვებგვერდთან დაკავშირებული შიდა და გარე საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ახალი ვებგვერდის გაშვებასთან ერთად ჩნდება საზოგადოების ჩართულობის ახალი ელექტრონული სერვისები, რომელთა დროული და ეფექტიანი მიწოდების მიზნით აუცილებელია პარალმენტის კომიტეტებისა და შესაბამისი დეპარატმენტების წარმომადგენლების ინფორმირება. ასევე, მნიშვნელოვანია ახალი ვებგვერდით ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და სერვისების შესახებ გარე აუდიტორიის ინფორმირება. საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვის და განხორციელების შედეგად პარლამენტის ახალი ვებგვერდი უზრუნველყოფს მოქალაქეების ჩართულობას და უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას. მთავარი მიზანი ახალი ვებგვერდის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაციები შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა  მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება 1. პარლამენტის ახალი შესახებ საინფორმაციო წარმართვა ვებგვერდის კამპანიის ანგარიშვალდებულე ბა მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები    ინდიკატორი მე-16 მიზანი განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატიული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI), 09/2021 12/2021 საქართველოს პარლამენტი  ახალი ვებგვერდის შიდა და გარე საინფორმაციო კამპანია განხორციელებულია  პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი ვებგვერდის სერვისებზე 23 4. მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა 4.1. სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო საქმიანობაში წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); პარტნიორ(ებ)ი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატიული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI). ინიციატორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატიული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI). არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, რომელიც დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე სრულიად ახლებურ სერვისებს სთავაზობს მოქალაქეებს. მათ შორისაა, როგორც უშუალოდ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის, ასევე პარლამენტის საქმიანობის გაცნობისა და მიმდინარე სიახლეების მიღების სერვისები. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრმა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდებით უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და მიმდინარე საკითხების განხილვებში და ხელი შეუწყოს მოქალაქეებისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ეფექტიან თანამშრომლობას. ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამჟამად საჭიროებს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას (2 წლიანი ვადით), რომელსაც ახლავს გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმი. გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საფუძველს ჩაუყრის აქტივობების ეფექტიანობას, საშუალებას მისცემს ცენტრს გააანალიზოს სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობებისთვის საჭირო ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსები და 24 ნათელი გახადოს ცენტრის გრძელვადიანი განვითარების ხედვა, რაც აუცილებელია ცენტრის მდგრადი განვითარებისთვის. ამასთანავე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს არ გააჩნიათ განახლებული/სრულყოფილი ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების თაობაზე და სათანადოდ არ არიან ინფორმირებული პარლამენტის ელექტრონული მექანიზმების გამოყენების შესახებ. საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ - ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კოორდინაციით განხორციელდება კვლევა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მათი ეფექტურობის შესახებ. კვლევის შედეგად გამოვლინდება საპარლამენტო ჩართულობის მექანიზმების გამოწვევები და გაანალიზდება მათი გადაჭრის გზები. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის და საქართველოს პარლამენტსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის. პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი მიმდინარე წლის განმავლობაში დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც მეტწილად შეამსუბუქებს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის გადატვირთულობას. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სერვისის მიწოდებას მოქალაქეებისთვის, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლებს გააჩნდეთ სრულყოფილი და დამუშავებული ინფორმაცია საპარლამენტო აქტივობებში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების მიმართულებით. პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების, ასევე, საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით ბიუროების თანამშრომლების ნაკლები ინფორმირებულობა ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა. ბიუროების თანამშრომლებისა და შესაბამისი ოლქის ამომრჩევლების ინფორმირებულობის ამაღლება პარლამენტის განახლებული სამოქალაქო მისაღების ერთ-ეთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის იმპლემენტაციაც მნიშვნელოვან ადამიანურ და ფინანსურ რესურსს უკავშირდება. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის შესაბამისად, მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, დაგეგმილია მაჟორიტარულ ბიუროებზე ჩართულობის ცენტრის მხრიდან ინფორმირებულობის ამაღლებაზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. ჩართულობის ცენტრის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების თაობაზე საინფორმაციო-სასწავლო კურსის მომზადება და ბიუროების თანამშრომლების გადამზადება. სასწავლო კურსის დანერგვა აამაღლებს ბიუროების საქმიანობის ეფექტიანობას, გააიოლებს საპარლამენტო საქმიანობაში თავად ბიუროების ჩართულობას და მათი საქმიანობის მონიტორინგს. ამავდროულად, სასწავლო კურსი ემსახურება 25 კონკრეტული საარჩევნო ოლქის მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის მიმართულებით და ხელს შეუწყობს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულოის ცენტრის სწრაფ და ეფექტიან მუშაობას. საინფორმაციო კამპანიის ჩატარება კონკრეტული ბიუროს შესაბამის საარჩევნო ოლქში მიმართული იქნება მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებაზე საპარლამენტო აქტივობებში ჩართულობის მიმართულებით. აღნიშნული კამპანია, ერთი მხრივ, პოპულარიზაციას გაუწევს საზოგადოებრივი პარლამენტის მიზნებს და მეორე მხრივ, აამაღლებს საპარლამენტო საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელს. მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების ხედვის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რათა მოხდეს ცენტრის მდგრადი განვითარება, გარანტირებული იყოს ეფექტიანი შედეგების მიღწევა და შეიქმნას საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობის სისტემური მექანიზმი. პარლამენტის თანამშრომელთა ინფორმირებულობის ამაღლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა საპარლამენტო საქმიანობაში. გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგია და ინოვაციები ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები     მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება მე-16 და მე-17 მიზანი; ღონისძიება განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი 1. კვლევის განხორციელება საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მათი ეფექტურობის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების 07/2021 10/2021 ინდიკატორი კვლევა განხორციელებულია 26 განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2. კვლევის შედეგების გათვალისწინებით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გაწერა  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატი ული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI) და საქართველოს პარლამენტი 10/2021 3. გზამკვლევის/სახელმძღვანელოს შემუშავება პარლამენტის აპარატის, მათ შორის, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის თანამშრომლებისთვის საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებთან/ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 10/2021 06/2022 შემუშავებულია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების/ელექტრონული სერვისების ეფექტური გამოყენების მიმართულებით გზამკვლევი/სახელმძღვანელო პარლამენტის აპარატის, მათ შორის, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის თანამშრომლებისთვის 4. პარლამენტის აპარატის, მათ შორის, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის თანამშრომლების გადამზადება საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობების/ ელექტრონული სერვისების ეფექტური გამოყენების თემატიკაზე საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 04/2022 10/2022 დასრულებულია პარლამენტის აპარატის, მათ შორის, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის თანამშრომლების გადამზადება ტრენინგ მოდულის შესაბამისად 5. დისტანციური ონლაინ სასწავლო პროგრამის მოდულების შემუშავება პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების თანამშრომლებისათვის შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის თავისუფლების 04/2022 10/2022 შემუშავებულია შესაბამისი დისტანციური ონლაინ სასწავლო პროგრამის მოდულები პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების თანამშრომლებისათვის 12/2021   საკონსულტაციო კომპანია დაქირავებულია შემუშავებულია მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის დოკუმენტი შემუშავებულია მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა 27 ა) მოქალაქეებთან სტანდარტი; კომუნიკაციის განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბ) საპარლამენტო ღიაობის უზრუნველყოფის მექანიზმები და მათი დანერგვის პრინციპები. 6. საინფორმაციო კამპანიის ჩატარება პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ოლქის მოქალაქეებისათვის პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს როლისა და უფლებამოსილებების შესახებ საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 02/2022 06/2022 ადვილად აღქმადი საინფორმაციო ბროშურების მეშვეობით მოქალაქეებს მიეწოდება ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის შესახებ, მათ შორის, პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების მეშვეობით 4.2. მოქალაქეთა ინფორმირება ახალი კანონმდებლობის შესახებ წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ინიციატორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი; გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში ჩართულობით, საქართველოს პარლამენტმა არაერთი მექანიზმი დანერგა, რითიც ამაღლდა საკანონმდებლო ორგანოს ღიაობა და გამჭვირვალობა. კანონპროექტზე შენიშვნის დატოვება, პეტიციის წარდგენა, ხელმოწერების შეგროვება საკანონმდებლო ინიციატივისთვის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით - ეს და სხვა მექანიზმები ხელს უწყობს მოქალაქეების მონაწილეობას საკანონმდებლო პროცესში. მიუხედავად ამისა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების შესახებ ინფორმაცია არ არის ფართოდ გავრცელებული მოქალაქეებს შორის. ამას ხშირ შემთხვევაში აფერხებს კანონის რთული ენა, რომელიც შესაძლოა მხოლოდ იურისტებისთვის ან/და კონკრეტული სფეროს სპეციალისტებისთვის იყოს გასაგები. 28 ცალკეულ შემთხვევებში, ასევე, ხდება კანონის არასწორად ინტერპრეტაციაც და ამ ფორმით საზოგადოებაში გავრცელება. წარმოდგენილი ინიციატივის მიზანია ახალი კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება. კერძოდ, ყოველი ახალი კანონის, ასევე, წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევებში, კანონში ცვლილებების მიღებისთანავე, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი პარლამენტის აპარტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით მოამზადებს მოკლე საინფორმაციო ფურცელს ახალი კანონმდებლობის არსისა და მიზნის შესახებ მარტივ და ყველასთვის გასაგებ ენაზე და განათავსებს მას პარლამენტის ვებგვერდზე. კანონის/კანონში ცვლილებების შესახებ საინფორმაციო ფურცლის მომზადება და საზოგადოებისთვის გაზიარება დაეხმარება ცალკეულ მოქალაქეებს თუ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს უკეთ გაიგონ მიღებული კანონის არსი და ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს იგი მათზე, მათ საქმიანობაზე, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მთავარი მიზანი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა საკანონმდებლო პროცესში გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება საჯარო მომსახურების გაუმჯობესება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა  მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა   ტექნოლოგია და ინოვაციები მე-16 მიზანი რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი 29 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 07/2021 10/2021  საინფორმაციო ფურცლის ერთიანი ფორმატი/სტანდარტი შემუშავებულია  განსაზღვრულია კანონში ცვლილებების ტიპი, რომლებზეც საინფორმაციო ფურცელი უნდა მომზადდეს 2. კომიტეტების აპარატების შესაბამისი თანამშრომლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლების გადამზადება მსგავსი საინფორმაციო ფურცლის მომზადების ტექნიკაში პარლამენტის სასწავლო ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 11/2021 01/2022 კომიტეტების აპარატებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლები ფლობენ შესაბამის უნარებს, მოამზადონ კანონის/კანონში ცვლილების შესახებ მოკლე საინფორმაციო ფურცელი დადგენილი სტანდარტით 3. პარლამენტის მიერ მიღებული კანონების/კანონში ცვლილებების შესახებ საინფორმაციო ფურცელი მომზადება და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსება პილოტურ რეჟიმში (სულ ცოტა 5 კომიტეტის მიერ) პარლამენტის კომიტეტები 1. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაევალება: (ა) მიღებული კანონის შესახებ საინფორმაციო ფურცლის ერთიანი ფორმატის/სტანდარტის შემუშავება; (ბ) კანონპროექტების (კანონში ცვლილებების) ტიპის განსაზღვრა, რომლებზეც ასეთი საინფორმაციო ფურცელი უნდა მომზადდეს. 2022 2022 პარლამენტის მიერ მიღებული კანონების/კანონში ცვლილებების შესახებ საინფორმაციო ფურცელი მზადდება და თავსდება პარლამენტის ვებგვერდზე პილოტურ რეჟიმში (სულ ცოტა 5 კომიტეტის მიერ) 30 5. პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა 5.1. პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშების სტრუქტურის გაუმჯობესება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ინიციატორი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI-G) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა 2019 წელს პარლამენტმა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავა პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის და კომიტეტების ანგარიშების ერთიანი ფორმა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI-G) გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კონკრეტული მონაცემების თვალსაჩინოებისათვის მიზანშეწონილია პარლამენტის ყოველწლიური ანგარიში ასევე მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციასაც: ● საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში ანგარიშვალდებული პირების სხდომებში მონაწილეობის შესახებ; ● საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ (თანამშრომლობის ფარგლებში შესაბამისი საკითხის თუ ინიციატივის მითითებით); ● საკონსულტაციო საბჭოს/საბჭოების შემადგენლობისა და გაწეული საქმიანობის შესახებ; ● დადგენილი ეთიკური გადაცდომების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). რაც შეეხება კომიტეტების ანგარიშების ფორმას, მიზანშეწონილია მოიცავდეს ინფორმაციას: მთავარი მიზანი ● კომიტეტის სხდომაზე ანაგრიშვალდებული პირების დაბარების შესახებ ანგარიშვალდებული პირების არგამოცხადების კონკრეტული მიზეზის შესახებ). ● საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობისა და გაწეული საქმიანობის შესახებ. (მათ შორის, ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდა 31 გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა ✔ ✔ ✔ ტექნოლოგია და ინოვაციები მე-16 მიზანი განხორციელებაში მონაწილე 1. სამუშაო ჯგუფის მიერ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშისა და კომიტეტების ანგარიშების ფორმების ცვლილელების მომზადება საქართველოს პარლამენტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI-G) 2. სამუშაოს ჯგუფის მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსათვის წარდგენა საქართველოს პარლამენტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI-G) 3. პარლამენტის ბიუროსათვის პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის და კომიტეტების ანგარიშების ახალი ფორმების დასამტკიცებლად წარდგენა საქართველოს პარლამენტი დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარებულია 2021 2021 2021 2021 2021 2021 რეკომენდაციები განხილულია ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ანგარიშების ახალი ფორმები წარდგენილია პარლამენტის ბიუროსათვის დასამტკიცებლად 32 5.2. საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ინიციატორი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა ● 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი; ● 2019 წლის ივნისში პარლამენტმა დაამტკიცა ეთიკის საბჭოს შემადგენლობა; ● 2019 წლის ნოემბერში დამტკიცდა საბჭოს დებულება და სხვა სპეციალური ფორმები, როგორიცაა: საჩუქრების რეესტრის ფორმა, საჩივრის ფორმა, ინტერესთა შეუთავსებლობის განცხადების ფორმა; ● 2019 წლის ნოემბერში პოლიტიკური პროცესების შედეგად საბჭო დატოვა რამდენიმე წევრმა; ● 2020 წლის იანვარში კანდიდატურები; ● ეთიკის საბჭოს შემადგენლობას მე-9 მოწვევის პარლამენტში არ ჰყავდა არჩეული თანათავმჯდომარეები და შესაბამისად საბჭო ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს - არ ხდებოდა საჩივრების მიღება, განხილვა, ეთიკის კოდექსის წესების შესრულებაზე მონიტორინგი და მათი აღსრულების უზრუნველყოფა. პოლიტიკურმა ფრაქციებმა წარადგინეს საბჭოს ახალი წევრების მთავარი მიზანი ეთიკის საბჭოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ საბჭომ განახორციელოს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ თავისი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას, საქართველოს პარლამენტის წევრის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება 33 ინფორმაციის შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ანგარიშვალდებულება ხელმისაწვდომობა მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები  მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება მე-16 მიზანი: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე) ღონისძიება განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი 1. ეთიკის საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ეთიკის წესებისა და ეთიკის საბჭოს მუშაობის შესახებ პარლამენტის სასწავლო ცენტრი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2021 წლის საშემოდგომო და სესია 2021 წლის საშემოდგომო სესია ეთიკის საბჭოს წევრებისთვის ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ეთიკის წესებისა და ეთიკის საბჭოს მუშაობის შესახებ ტრენიგები ჩატარებულია 2. პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ეთიკის წესებისა და ეთიკის საბჭოს მუშაობის შესახებ პარლამენტის სასწავლო ცენტრი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2021 წლის საშემოდგომო სესია 2022 წლის საგაზაფხულო სესია პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ეთიკის წესებისა და ეთიკის საბჭოს მუშაობის შესახებ ტრენიგები ჩატარებულია 3. ეთიკის საბჭოში საჩივრის წარდგენის პროცედურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პარლამენტის ვებგვერდზე (საჩივრის ელექტრონული ფორმისა და საჩივრის წარდგენის პროცედურები ადვილად არის ხელმისაწვდომი პარლამენტის ვებგვერდზე) საქართველოს პარლამენტი 2021 წლის საშემოდგომო სესია 2021 წლის საშემოდგომო სესია ეთიკის საბჭოში საჩივრის წარდგენის პროცედურების შესახებ ინფორმაცია და საჩივრის ელექტრონული ფორმა ადვილად ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებგვერდზე 34 4. ეთიკის კოდექსით დადგენილი წესებისა და ეთიკის საბჭოს მუშაობის შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება (საინფორმაციო შეხვედრები, ბროშურები, ინფოგრაფიკები, სოციალური მედია კამპანიები) საქართველოს პარლამენტი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2021 წლის საშემოდგომო სესია 2022 წლის საგაზაფხულო სესია ეთიკის კოდექსით დადგენილი წესებისა და ეთიკის საბჭოს მუშაობის შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულია საინფორმაციო შეხვედრები, სოციალური მედია კამპანიები, მომზადებული ბროშურები, ინფოგრაფიკები 6. საპარლამენტო ღიაობის გაუმჯობესება 6.1. ყოველწლიური კონფერენცია პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებზე წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ინიციატორი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ღიაობის ხელშესაწყობად დაწესდეს ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც უმასპინძლებს საქართველოს პარლამენტი და ამით წაახალისებს ქვეყნის მასშტაბით აკადემიურ წრეებთან, კვლევით ცენტრებთან და პოლიტიკურ ფონდებთან საპარლამენტო საქმიანობის შესახებ დიალოგს და პარლამენტის ღიაობის ახლებურ გააზრებას. კონფერენცია წვლილს შეიტანს პარლამენტის საქმიანობის გაუმჯობესების კუთხით ახალი იდეებისა და ინიციატივების გამოვლენას და ასევე წაახალისებს სხვადასხვა საკითხზე კვლევებისა თუ ემპირიული დაკვირვებების წარმოებას. რაც კი საბოლოო ჯამში, გავლენას მოახდენს კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაზე. პარლამენტის ღიაობის საკითხებზე ყოველწლიური კონფერენციის ჩასატარებლად საჭიროა: 35    კონფერენციის კონცეფციის შემუშავება; კონფერენციის ფორმატის ინსტიტუციონალიზება; პირველი ყოველწლიური კონფერენციის გამართვა. მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდა გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები     მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება 1. ყოველწლიური კონცეფციის შემუშვება 2. განხორციელებაში მონაწილე კონფერენციის კონფერენციის ჩატარება 3. კონფერენციის ინსტიტუციონალიზაცია მე-16 მიზანი, 16.6 და 16.7 ქვემიზანი ფორმატის საქართველოს პარლამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი კონფერენციის კონცეფცია შემუშავებულია 2021 2021 საქართველოს პარლამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 2022 2022 საქართველოს პარლამენტი, გერმანიის 2022 2022 პირველი ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა პარლამენტის ყოველწლიური კონფერენცია ინსტიტუციონალიზებულია 36 საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 6.2. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის ინიციატივის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება პარტნიორ(ებ)ი სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ინიციატორი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. 2019 წელს, როდესაც ღია მმართველობის პარტნიორობამ 10 წლის იუბილე აღნიშნა, ევროკომისიამ ჩაატარა ვრცელი და ინკლუზიური კონსულტაცია მომავალი პოლიტიკური ამოცანების განსაზღვრის მიზნით, სადაც განისაზღვრა 2020 წლის შემდეგ 5 პოლიტიკური მიზანი. ზოგადად, არსებობს კონსენსუსი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ძლიერი და მას რეალური სარგებელი მოაქვს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში მთელი რეგიონის მასშტაბით. ევროკავშირი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს ღია მმართველობის პრინციპების განმტკიცებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ხელს უწყობს არაერთ ინიციატივას, რომელიც ამ მიზანს ემსახურება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მისწრაფებები თუ გამოწვევები მსგავსია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს წამყვანი როლი უკავია. ქვეყნებს შორის საპარლამენტო ინსტიტუციური თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, პარლამენტის საქმიანობის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობა − 2020 წლის შემდეგ პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, კერძოდ − პარტნიორობა რომელიც იცავს და პარტნიორობა რომელიც აძლიერებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, საპარლამენტო ღიაობისა თვალსაზრისით, მეტწილად ერთნაირი გამოწვევებია. საპარლამენტო ღიაობის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება, როგორც კარგი პრაქტიკისა და 37 მიღწევების გაზიარება, გამოწვევებზე ერთობლივი ძალისხმევით მიდგომების შემუშავება, ასევე პარლამენტის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის თამაშრომლობისთვის საჭიროა:     ქვეყნების საპარლამენტო ღიაბის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ერთობლივი სამუშაო ფორმატის შექმნა ; 2021 და 2022 წლის სამუშაო გეგმის შემუშავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება; აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის კარგი პრაქტიკის წახალისება; პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება. მთავარი მიზანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდა გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა    მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება ღონისძიება 1. საქართველოს პარლამენტის ინიციატივით აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ღიაობის ერთობლივი სამუშაო ფორმატის შექმნა რეგიონული ტექნოლოგია და ინოვაციები მე-16 მიზანი, 16.6 და 16.7 ქვემიზნები განხორციელებაში მონაწილე საქართველოს პარლამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) დაწყების თარიღი 2021 დასრულების თარიღი 2021 ინდიკატორი  სამუშაო ფორმატი შექმნილია  პირველი შეხვედრა ჩატარებულია 38 2. 2021 და 2022 წლის სამუშაო გეგმის შემუშავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება 3. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის კარგი პრაქტიკის წახალისება საქართველოს პარლამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს პარლამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)  2022 სამუშაო გეგმა შემუშავებულია  გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განხორციელებულია 2021 2022 2022 2022 აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის კარგი პრაქტიკა შესწავლილია და წახალისების ღონისძიებები განხორციელებულია 7. საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობა და გაუმჯობესება 7.1. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების სარეკომენდაციო მეთოდოლოგიის შემუშავება წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება საკანონმდებლო სუბიექტები სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI-G) პარტნიორ(ებ)ი ინიციატორი ინიციატივის უფლების მქონე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 39 არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა კანონპროექტის ინიციატორებისთვის მუდმივ გამოწვევად რჩება კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების ნაწილის შევსება. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ არ არსებობს დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმებული სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს კანონპროექტის ინიციატორს, იცოდეს, თუ როგორ უნდა მოახდინოს განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების სრულყოფილი შედგენა. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 2012 წლიდან ახდენს ყველა საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების შემოწმებას და სათანადო დასკვნით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მართალია, მოიცავს განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის კომპონენტებს, მაგრამ მხოლოდ პუნქტების და ქვეპუნქტების დასახელებების მიხედვით. ინიციატორი მოკლებულია შესაძლებლობას და დეტალურ ინფორმაციას იცოდეს, თუ როგორ უნდა მოახდინოს ფინანსური დასაბუთების სრულყოფილი წარმოდგენა. იმისათვის რომ ფინანსური გავლენის სახით წარდგენილმა ინფორმაციამ ასახოს საკანონმდებლო ინიციატივის მოსალოდნელი ფინანსური გავლენის შესახებ სათანადო სურათი, საჭიროა შესაბამისი სარეკომენდაციო სახელმძღვანელო დოკუმენტის არსებობა, რომელიც თავის თავში გააერთიანებს ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების ზოგად მითითებებს და ძირითად მოთხოვნებს კანონმდებლობით განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად წარსადგენი ინფორმაციის თითოეული კომპონენტისთვის. 2016 წელს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა შეიმუშავა „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ და განათავსა ვებგვერდზე http://pbo.parliament.ge/ge/costestimates/role-approach ვინაიდან აღნიშნული მეთოდოლოგია მომზადდა უშუალოდ საბიუჯეტო ოფისის მიერ, მნიშვნელოვანია მოხდეს მისი განხილვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტებთან, (რომლებიც უშუალოდ იქნებიან აღნიშნული დოკუმენტის მომხმარებლები), შესაბამისად მომზადდეს დაინტერესებულ მხარეებთან შეჯერებული საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტი და განთავსდეს საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდზე მთავარი მიზანი საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობა და გაუმჯობესება; საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მექანიზმის შემდგომი დახვეწისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა. 40 გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან საჯარო მომსახურების გაუმჯობესება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა  მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც ვალდებულება ღონისძიება ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა   ტექნოლოგია და ინოვაციები მე-16 მიზანი განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი ინდიკატორი 1. საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებული დოკუმენტის „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ დაგზავნა დაინტერესებულ მხარეებთან დოკუმენტზე მოსაზრებების და რეკომენდაციების მიღების მიზნით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 07/2021 12/2021 „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ საბიუჯეტო ოფისის მიერ დაგზავნილია დაინტერესებულ მხარეებთან და მიღებულია შესაბამისი მოსაზრებები და რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 2. „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ შესახებ მიღებული მოსაზრებების და რეკომენდაციების განხილვა, საბოლოო დოკუმენტის მომზადება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI-G) 2022 2022 დაინტერესებულ მხარეებთან განხილულია „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ და მომზადებულია საბოლოო დოკუმენტი 3. საბოლოო დოკუმენტის „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ დაგზავნა დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმირების მიზნით და პარლამენტის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2022 2022 ინფორმირების მიზნით, საბოლოო დოკუმენტი „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია“ დაგზავნილია ყველა დაინტერესებულ 41 საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდზე განთავსება ქართულ და ინგლისურ ენებზე მხარესთან და განთავსებულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდზე როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე 4. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების შესახებ ვიდეო-რგოლის დამზადება და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდზე განთავსება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI-G) 2022 2022 დამზადებულია ვიდეო-რგოლი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების შესახებ და განთავსებულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდზე 5. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების შესახებ დაინტერესებული მხარეებისთვის ტრენინგების ჩატარება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI-G) 2022 2022 დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარებულია ტრენინგები კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური დასაბუთების მომზადების შესახებ 42