საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები (ეს პროექტი) საორგანიზაციო საკითხი
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები საორგანიზაციო საკითხი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-07-05
კომიტეტის სხდომის ნომერი 43
📜 ტექსტი
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N43
2021 წლის 5 ივლისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, პაატა მანჯგალაძე,
გიორგი კახიანი, სავალან მირზოევი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, ვიქტორ
სანიკიძე, ლევან ბეჟაშვილი და ლევან მგალობლიშვილის უფლებამონაცვლე ისკო
დასენი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი)
1.
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტის „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის N4335–
IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/88; 23.06.2021) განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტის „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის N4335–IIს
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/88; 23.06.2021) განხილვა;
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის პირველი პუნქტის
მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსს პარლამენტი
ამტკიცებს დადგენილებით,
მასში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება
საჭიროებს დადგენილების მიღებას. დადგენილების მიღების აუცილებლობა
განაპირობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში სხვადასხვა დროს
განხორციელებულმა ცვლილებებმა, კერძოდ გაუქმდა საპარლამენტო უმცირესობის
ცნება, აგრეთვე შემოღებულ იქნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის
შესაძლებლობა.
მომხსენებელმა
ხაზი
გაუსვა,
რომ
დადგენილების
მიღების
შედეგად,
უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის
შესაბამისობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედ რედაქციასთან.
კერძოდ: დადგენილების პროექტის მიხედვით ცვლილება შედის „საქართველოს
პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის N4335-IIს დადგენილებით დამტკიცებულ
„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში.
ცვლილების მიხედვით, ეთიკის საბჭოს ერთი თანათავმჯდომარე არჩეული იქნება
ოპოზიციიდან, ნაცვლად უმცირესობიდან ან იმ ფრაქციიდან, რომელიც არ არის
გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში. გარდა ამისა, საქართველოს
პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლს ემატება გარდამავალი დებულება,
რომლის
მიხედვით
2024
წლის
არჩევნებში
არჩეული
პარლამენტის
უფლებამოსილების
ცნობამდე,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად შექმნილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ისარგებლებს ეთიკის
კოდექსით განსზღვრული იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას.
აზრი გამოთქვეს:
ლევან ბეჟაშვილი დაინტერესდა, თუ როგორ ხდება თანათავმჯდომარის არჩევა და
გამოთქვა მოსაზრება, რომ თანათავმჯდომარის არჩევის წესი ჩამოყალიბდეს
დადგენილებაში, ვინაიდან ოპოზიციის მიერ ორი კანდიდატურის წარდგენის
შემთხვევაში ჰიპოთეტურად შესაძლებელი იქნება, რომ თანათავმჯდომარის არჩევის
საკითხი უმრავლესობის გადასაწყვეტი გახდეს.
ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ თანათავმჯდომარის არჩევის წესი და
პროცედურები ჩამოყალიბებულია ეთიკის საბჭოს მიერ დამტკიცებულ დებულებაში,
ხოლო თვითონ დადგენილებით განსაზღვრულია მთავარი პრინციპები, რომ ეთიკის
საბჭოში არ შეიძლება უმრავლესობა იყოს უმრავლესობაში და თავმჯდომარეს
აუცილებლად უნდა ჰყავდეს თანათავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციიდან.
გურამ მაჭარაშვილმა ლევან ბეჟაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან
დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცალსახად
არის განსაზღვრული, რომ თანათავმჯდომარე არჩეული უნდა იყოს საპარლამენტო
ოპოზიციიდან,
ხოლო
როგორ
შეთანხმდება
საპარლამეტო
ოპოზიცია
კანდიდატურაზე, როგორ
წარადგენს დასამტკიცებლად, დადგენილებაში ამ
პროცედურების ჩამოყალიბება მიზანშეწონილად არ იქნება, ვინაიდან ეს თვითონ
ეთიკის საბჭოს პრეროგატივაა, რასაც განსაზღვრავს დებულებით.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის
განხილვა;
მოისმინეს ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს მუდმივმოქმედ საპარლამენტო
დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კომიტეტის მიერ პირველ რიგში განისაზღვრა
საპარლამენტო ფრაქციებში გაერთიანებული და უფრაქციო პარლამენტის წევრების,
როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული მაჩვენებელები აღნიშნული
პროცენტული
და რაოდენობრივი გადანაწილების პროპორციულად, აგრეთვე
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით განსაზღვრული ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობების
რაოდენობის გათვალისწინებით, რომელიც არ იცვლება, კომიტეტმა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 189-ე მუხლის მე-2 პუნქტისა
და 228¹ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა განსაზღვრა მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები შემდეგი
სახით:
1) PACE ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (5+5)
ძირითადი შემადგენლობა
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ – 1 ადგილი.
2) OSCE PA– ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (3+3)
ძირითადი შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი;
ბ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი.
3) EU-GEORGIA PAC ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების
კომიტეტი (10+5)
ძირითადი შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ადგილი;
დ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 ადგილი.
4) EURONEST PA – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (10+5)
ძირითადი შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი;
დ) ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი.
5) NATO PA – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (4+4)
ძირითადი შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი;
ბ) ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი.
6) IPU – საპარლამენტთაშორისო კავშირი (5+5)
ძირითადი შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი.
7) PABSEC შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (5+5)
ძირითადი შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი.
8) GUAM PA – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის −
სუამის საპარლამენტო ასამბლეა (5+5)
ძირითადი შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი.
9) IAO მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (3+3)
ძირითადი შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი.
10) APF ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (3+3)
ძირითადი შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი - 1 ადგილი;
სათადარიგო შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 1 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი.
11) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის და
უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა (10+0)
შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 1 ადგილი;
დ) ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - 1 ადგილი;
ე) საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1 ადგილი;
12) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა (10+0)
შემადგენლობა:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 ადგილი;
ბ) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ - 2 ადგილი;
გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 3 ადგილი.
აზრი გამოთქვეს:
ლევან ბეჟაშვილმა, მომხსენებელს მიმართა დამატებითი განმარტებისათვის იმ
კონკრეტულ ფორმულასთან და მათემატიკურ გამოთვლებთან დაკავშირებით,
რომლის შესაბამისადაც ხდებოდა რაოდენობების განსაზღვრა.
ირაკლი ქადაგიშვილმა, ლევან ბეჟაშვილის მიერ დასმულ შეკითხვასთან
დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს გააცნო ყველა საპარლამენტო ფრაქციის,
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების
პროცენტული მონაცემები და შესაბამისი რაოდენობები:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – სრული შემადგენლობის 56% - 84 წევრი;
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – სრული შემადგენლობის 21,33% - 32 წევრი;
ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – სრული შემადგენლობის
4,67% -7 წევრი;
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ - სრული შემადგენლობის 4,67% - 7
წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ შემადგენლობის 2,67% - 4 წევრი;
სრული
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – სრული შემადგენლობის 2% - 3 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეებიი“ – სრული შემადგენლობის
1,33% - 2 წევრი;
უფრაქციო პარლამენტის წევრები - სრული შემადგენლობის 7,33% - 11 წევრი;
აღნიშნული მონაცემების პროპორციულად ნაწილდება საპარლამენტო პოლიტიკური
სუბიექტების წარმომადგენლობა 12 დელეგაციის როგორც ძირითად ისე სათადარიგო
შემადგენლობაში, კერძოდ:
ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 40,88% - 41 წევრი;
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა
ერთობაშია“ – 15,57% - 16 წევრი;
ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 3,41% - 3 წევრი;
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – 3,41% - 3 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - 1,95% - 2 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 1,46% - 2 წევრი;
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეებიი“ – 0,97% - 1 წევრი;
უფრაქციო პარლამენტის წევრები - 5,35% - 5 წევრი;
კენჭისყრები:
1.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტს „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის N4335–
IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/88; 23.06.2021)?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის N4335–IIს
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/88; 23.06.2021 მომზადებულად
ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის;
2.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
მომზადებული
გადაწყვეტილების
პროექტი
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განისზღვრის
თაობაზე
(თანდართული ნუსხით)
წარედგინოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად წარედგინოს საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მოზადებული გადაწყვეტილების პროექტი:
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტების
განსაზღვრის
თაობაზე
(თანდართული ნუსხით).
ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი