საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-09
ბიუროს ნომერი 75
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041213977438
05.07.2021
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემის მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის
თავჯდომარეს კახა კუჭავას
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება ომის ვეტერანების შესახებ
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად მე ადვოკატი
ლაშა ჯანიბეგაშვილი~წარმოვადგენ საკანონმდებლო ინიციატივას შევიდეს ცვლილება
საქართველოს კანონში 1ლი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ ასევე მე 2
საქართველოს კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ და მოვიდეს შესაბამისობაში
ზემოაღნიშნული საქართველოს კონსტიტუციასთან მუხლი 4. სამართლებრივი
სახელმწიფო 1 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ცნობს და
იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც
წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო + 1.
საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. 2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში
სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის
პრინციპების განმტკიცებაზე. მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა
1.
ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. შესაბამისად ვითხოვ შევიდეს
ცვლილება ომის ვეტარანებს 22ლარი აქვთ ხელფასი დ’რევანდელი კანონმდებლობით,იმ
ხალხს ვინც იარაღით ხელში გვიცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველოს იმ პარლამენტარებს კი ვინც წყლის სათამაშო პისტოლეტებით წუწაობენ
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3000ლარიდან 5000ლარამდე აქვთ ხელფასი. -საქართველო
რომელიც არის სამართლებრივი სახელმწიფო რომელიც ცნობს ადამიანის საყოველთაოდ
აღიარებულ უფლებებს და ზრუნავს სოციალურ თანასწორობაზე ამ ადამიანების ღირსებას
ფეხქვეშ თელავს როდესაც 22ლარს უხდის პენსიას. სწორედ ამიტომ ვითხოვ ომის ყველა
ვეტერანს კანონის თანახმად გაეზარდოთ პენსიები 1500ლარამდე
პატივისცემით,
ლაშა ჯანიბეგაშვილი
მობილური:
ელფოსტა: