„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-12
ბიუროს ნომერი 76
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 341 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა
სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების
შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად
კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, აღნიშნულ სიაში
მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია სხდომაზე კენჭი სათითაოდ, შემდეგი წესის დაცვით
ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას
დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის
მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ
კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. ამასთანავე, თუ რომელიმე კანდიდატმა კენჭისყრისას
ვერ მოიპოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა და არამოსამართლე წევრების
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, დანარჩენ
კანდიდატებს კენჭი აღარ ეყრებათ. თუ აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი
კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ
ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის
უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად
შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც
სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ პუნქტით
გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლის პირველი და მე-3−მე-14
პუნქტებითა და 363 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ.
კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას
კენჭისყრის დასრულებისთანავე წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მდივანს. კანდიდატი საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარედგინება, თუ მას მხარს დაუჭერს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი და არამოსამართლე წევრების სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები
ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება.
ეს წარდგინება, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას
დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებები
საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
2. 36-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარეს
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეთაგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10
წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის, უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი
და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.
კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი,
რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა და არამოსამართლე წევრების
სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს. თუ ვერცერთმა
კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო
შედეგის მქონე კანდიდატს (კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების
მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს
სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება). კანდიდატი
წარდგენილად ჩაითვლება, თუ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობას მიიღებს. თუ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის
კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან არაუადრეს 2 კვირისა
კანდიდატების დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება. უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ
კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს
პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის
პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:
„41. სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე
თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. ამ ვადის
გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების
ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, გაამწესოს თუ არა
აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. მოსამართლის თანამდებობაზე
გამწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე, სააპელაციო ან
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ მოსამართლეზე, თუ მას აქვს
მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ყოფილი მოსამართლის
სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ გასულა. ეს
მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ გამწესდებიან შესაბამისი კონკურსის
წარმატებით გავლის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჭირო
რაოდენობის ხმების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე
წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების
სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის) ფარული კენჭისყრით მიღების
შემთხვევაში. იმ მოქმედი მოსამართლისათვის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე
უარის თქმის შემთხვევაში, რომელიც თანამდებობაზე დანიშნულია 10 წლის ვადით,
იგი
უფლებამოსილების
განხორციელებას
გააგრძელებს
სამოსამართლო
უფლებამოსილების დარჩენილი ვადის ფარგლებში.“
3. 364 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და
მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტით
დადგენილი წესით მსჯელობს და მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის
არანაკლებ 2/3-ით და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის არანაკლებ
2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოსამართლის
თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გამწესების
შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება
ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული
აზრი, რომელიც დაერთვება საქმეს. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ
გამწესებას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე
და არამოსამართლე წევრების (ცალ-ცალკე) სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლები,
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის
თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას 5
დღის ვადაში უნდა დაერთოს კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება, თუ რის საფუძველზე დაუჭირა
ან არ დაუჭირა მან მხარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას.
მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების/გამწესებაზე უარის თქმის
შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი
გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ან საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა
მოსამართლეს.“
4. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის 2/3-ისა და
არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.“
5. 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას
ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს მოსამართლე წევრების სრული
შემადგენლობის არანაკლებ 2/3 და არამოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის
არანაკლებ 2/3-ისა.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის
კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს მოსამართლე წევრების
სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 და არამოსამართლე წევრების სრული
შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.“
6. 7513 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის ამ კანონის
7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში,
მოსამართლე წევრების სრული შემადგენლობის 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების
სრული
შემადგენლობის
2/3-ის
უმრავლესობით
იღებს
დასაბუთებულ
გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭო
ვერ
მიიღებს
აღნიშნულ
გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება
შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება
ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული
აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სასამართლო სისტემაში გატარებული არაერთი რეფორმის ტალღების მიუხედავად,
სამწუხაროდ, სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა კვლავ ძალიან
დაბალია.
სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის პროცესი იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებით უნდა დაიწყოს. იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში აუცილებელია, შეიქმნას ძალის ალტერნატიული ცენტრი, რამაც პირველ
რიგში უნდა უზრუნველყოს სასამართლოში „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრა და
სისტემის შიგნით ძალთა ბალანსის შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება
წარმოდგენილი კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი და საჭირო
ხმათა
რაოდენობა
განსაზღვრულია
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს კანონში. შესაბამისად, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის
ცვლილებისთვის აუცილებელია შესაბამისი ცვლილების შეტანა მითითებულ
კანონშივე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში დაბალანსდება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება. კერძოდ,
საბჭოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი იქნება
საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობის
ერთდროულად არსებობა, რაც საბჭოში ძალთა ალტერნატიული ცენტრის შექმნას
უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების
აღმოფხვრის პროცესს შეუწყობს ხელს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ისეთი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წესი, როგორიცაა: საქართველოს
პარლამენტისთვის
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
თანამდებობაზე
კანდიდატის ასარჩევად წარდგენა, მოსამართლეების თანამდებობაზე უვადოდ
გამწესება, სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლება, მოსამართლის დისციპლინურ
პასუხისგებაში მიცემა.
ცვლილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
დაემყარება ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპს. კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად
საჭირო იქნება საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების
2/3-ის თანხმობის ერთდროულად არსებობა.
საქართველოს
კონსტიტუციის
მიხედვით,
გადაწყვეტილებას
მოსამართლის
თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს სრული
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით. ხოლო მოსამართლის
თანამდებობაზე
განწესებისა
და
თანამდებობიდან
გათავისუფლების
წესი
განისაზღვრება ორგანული კანონით. წარმოდგენილი ცვლილებით არ იცვლება
მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისთვის საჭირო საბჭოს წევრების ხმათა
რაოდენობა, არამედ იცვლება ორგანული კანონით გათვალისწინებული წესი.
კერძოდ, მოქმედი კანონით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის
თანამდებობაზე განწესებისთვის დადგენილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული
შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერის არსებობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო
შედგება 15 წევრისგან, საიდანაც 9 არის მოსამართლე წევრი, ხოლო 6 პირი არამოსამართლე წევრი. 15 წევრის ორი მესამედი არის 10 პირი.
წარმოდგენილი ცვლილებით, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო
იქნება საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის
თანხმობის ერთდროულად არსებობა. შესაბამისად, 9 წევრის 2/3-ის ანუ 6 წევრისა და
6 წევრის 2/3-ის, ანუ 4 წევრის ერთდროული თანხმობა, რაც წარმოადგენს 10 პირს, ანუ
ჯამში საბჭოს წევრთა 2/3-ს. რაც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით
დადგენილ მოთხოვნას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედება
დამატებით ვადებს არ საჭიროებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, ვის მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
საქართველოს
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეო ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა
ლილუაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა
ლილუაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი.