საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-09
ბიუროს ნომერი 75
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041213976336
05.07.2021
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის
თავჯდომარეს
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
საქართველოს პრემის მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილს
სათაური: საკანონმდებლო წინადადება
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად მე ადვოკატი
ლაშა ჯანიბეგაშვილი~წარმოვადგენ საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს
კონსტიტუციის მე16 მუხლის თანახმად მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და
სინდისის თავისუფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის
თავისუფლება. 2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად,
დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან ს ხ ვ ა თ ა უფლებების დაცვის მიზნით. შევიდეს
ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში,და აიკრძალოს
არასრულწლოვანთა შორის საგანმანათლებლო პროექტები ჰომოსექსუალობასთან
დაკავშირებით და მსხვილი კომპანიების რეკლამირება, რომლებიც ლგბტ ადამიანების
მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. - როგორც ეს უნგრეთის პარლამენტმა გააკეთა,ჩვენი
ჩვენი მომავალი თაობის ბავშვების უფლებების დასაცავად აიკრძალოს 18წლამდე ისეთი
შინაარსის მასალების გავრცელება, რაც ხელს უწყობს ქვეყნის გაძლიერებას განვითარებას და
აყვავებას. ასევე საქართველოს კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას
საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია შესაბამისად ყველა
კანონქვემდებარე აქტი მას უნდა შეესაბამებოდეს. 2. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა
ხალხი ,აღნიშნული კანონპროექტი სწორედ ხალხის აბსოლიტური უმრავლესობის
ინტერესებიდან გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების დასაცავად
პატივისცემით,
ლაშა ჯანიბეგაშვილი
მობილური:
ელფოსტა: