საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-09
ბიუროს ნომერი 75
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041213979440
06.07.2021
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის
თავმჯომარეს
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტს
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ მინისტრი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება სსკ 126პრიმა მუხლის ცვლლიება
შინაარსი: : საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის თანახმად: 126 პრიმა
მუხლი ეხება ოჯახურ ძალადობას,აღნიშნული მუხლი არის ხარვეზიანი და
არაკონსტიტუციური , რადგან აღნიშნული ნორმის დეფინიცია არის შემდეგი სახის: „ოჯახის
ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა,
შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ
მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი“ სისხლის
სამართლის კოდექსში გვაქვს ძალადობის მუხლი 126 შესაბამისად არაკონსტიტუციურია და
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა სახეზეა როდესაც ძალადობას
განიხილავენ 126პრიმაშიც იმიტომ რომ ოჯახის წევრებს ეხებათ. გარდა ამისა შეურაცხყოფა
დამცირება არის სამოქალაქო დავის კერძოდ მორალური ზიანის საკითხები და აღნიშნულის
გამო სს პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციური.. აღნიშნული მუხლი არის ფორმალური
შემადგენლობის, რაც ზრდის იმის მეტ შანსს რომ ადგილი ჰქონდეს პროვოკაციულ
საჩივრებს და პროვოკაციებს. გარდა ამისა აღნიშნული ნორმა „ძალიან კარგად მუშაობს“
მამაკაცთა მიმართ, რაზეც პირდაპირ მეტყველებს გლდანის ციხეებში აღნიშნული ნორმით
მსჯავრდებულ მამაკაცთა რაოდენობა.(აღნიშნულ არგუმენტან დაკავშირებით
გამოთხოვილი მაქვს საჯარო ინფორმაცია რასაც განხილვისას წარმოგიდგენთ). აღნიშნული
ნორმის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს ასევე შემდეგში აღნიშნულ ხარვეზიან ნორმას
ფაქტიურად ბოროტად იყენებენ გრანტების მოზიდვის მიზნით, და ფაქტიურად საქმეებს
აყალბებენ, ამას ადასტურებს მათი ფსიქოლოგის ყოლა რომელიც არ არის სამედიცინო
განათლების მქონე და ცნობებს გასცემს და შემდეგ ხდება ამ არაკომპეტენტური ცნობის
საფუძველზე მამაკაცთა პასუხისგებაში მიცემა. აღნიშნული ნორმა არაკონსტიტუციურია
რადგან ევროპის მოწინავე ქვეყნებში ოჯახურ ძალადობების დროს ხდება ჯერ კონფლიქტის
მიზეზის გარკვვევა და კონფლიქტის დროს საქმეში ერთვება ლიცენზირებული
კვალიფიციური ფსიქოლოგი , და ხდება ცოლ-ქმრისა თუ ოჯახის წევრების რეაბილიტაცია,
რაც ოჯახური ინსტიტუტების შენარჩუნებას უწყობს ხელს,თუ კი ფსიქოლოგთა ჩარევის
შემდეგ კონფლიქტური მდგომარეობა ვერ მოგვარდა შემდეგ ხდება განქორწინება,
განცალკევება და უკიდურესად მძიმე შემთხვევების დროს კი პატიმრობა. ჩვენი
კანონმდებლობის თანახმად კი მხოლოდ ერთი ზარია საკმარისი რათა განრისხებულმა
მეუღლემ მისი ქმარი დააჭერინოს ,აღნიშნული ნორმა პირდაპირ ემსახურება მამაკაცთა
გენოციდს, რასაც აქტიურად უწყობს ხელს ფემინისტურ დაჯგუფებათა აქტიური
პროპაგანდა . აღნიშნული კანონპროექტი განხილულ უნდა იქნეს და
დაკმაყოფილებული,რადგან საზოგადოებას აქტიურად ეხება და მათ ფუნდამენტურ
კონსტიტუციურ უფლებებს ფაქტიურად ფეხ ქვეშ თელავს,კონსტიტუციის თანახმად კაცი და
ქალი თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება
გასაჩივრებული მუხლის ნორმატიული შინაარსი წინააღმდგობაში მოდის კონსტიტუციის
მუხლი 11. თანასწორობის უფლება 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.
აკრძალულია დისკრიმინაცია. არნიშნული კანონი დისკრიმნაციულ არათანაბარ პირობებში
აყენებს გენდერული ნიშნით მამაკაცებს. ასევე კონსტიტუციის 31 მუხლს არღვვს მუხლი 31.
საპროცესო უფლებები 1 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად
მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება
უზრუნველყოფილია. სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი
კომპონენტისგან შედგება, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ,
ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან,
აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის
უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან.
შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის,
როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული
უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამართლიანი
სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა
უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი
ინტერესების სასამართლოში დაცვას, ამასთან, უნდა იწვევდნენ სასამართლოს
სამართლიანობის აღქმადობას საზოგადოების მხრიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს
მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59) „კანონის წინაშე
თანასწორობა ეს არის არა მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც
ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები.კანონის წინაშე
თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის
უნივერსალურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელიც, ზოგადად გულისხმობს ადამიანების
სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტიებს. კანონის წინაშე თანასწორობის
უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და
ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის
შეფასებისათვის. ამდენად ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი
სახელმწიფოს როგორც საფუძველს „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და
უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა
კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო
შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების
შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე,
ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65). საქართველოს კონსტიტუციით
დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან
შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების
რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ
საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან.
ლეგიტიმური მიზნის მიღწევა არ უნდა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული
შეზღუდვის ხარჯზე, მიზანი არის ამ არაკონსტიტუციური ნორმის შეცვლა და უკეთესი
სამართლებრივი ნორმის შექმნა.
დოკუმენტები:
1 ) 1.docx;
პატივისცემით,
მარიამ ჭყონია
პ.
მობილური:
ელფოსტა: