საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ ეკატერინე მიქაბაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/5; 17.06.2021) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-9447/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ ეკატერინე მიქაბაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/5; 17.06.2021) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

  • საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ ეკატერინე მიქაბაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/5; 17.06.2021) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (ეს პროექტი) დასკვნა
  • „ეკატერინე მიქაბაძის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-12
ბიუროს ნომერი 76

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-9447/21 09-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად გიგზავნით დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით (№07-1/5; 17.06.2019) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს „ეკატერინე მიქაბაძის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“. დანართი: კომიტეტის დასკვნა ერთ ფურცლად; საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ერთ ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ეკატერინე მიქაბაძის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ)” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 7 წლის ვადით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-9418/21 09-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 9 ივლისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მეორე პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ეკატერინე მიქაბაძის კანდიდატურა (№07-1/5; 17.06.2021). კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად მიიჩნია ეკატერინე მიქაბაძის არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge