საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, სოზარ სუბარის, ალუდა ღუდუშაურის და ანრი ოხანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/79; 16.06.2021) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-12
ბიუროს ნომერი 76
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-9480/21
12-07-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „პატიმრობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/79; 16.06.2021).
აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე წამყვან კომიტეტად
განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების
სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის
ვადები გაგრძელდეს 30 დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-9477/21
12-07-2021
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N67/2, 21.06.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტს
სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის,
ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურისა და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პატიმრობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/79; 16.06.2021).
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა
განისაზღვრა 2021 წლის 12 ივლისამდე.
ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას
კომიტეტი ვერ ახერხებს, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო
ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 1 კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge