ნიკოლოზ გაგუას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის საკითხი

წარდგინება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.06.2021
ავტორი
საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი
#07-1/4/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურა

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-9420/21 09-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 9 ივლისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მეორე პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურა (№07-1/4; 17.06.2021). კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად მიიჩნია ნიკოლოზ გაგუას არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ნიკოლოზ გაგუას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ)” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს ნიკოლოზ გაგუა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 7 წლის ვადით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-9272/21 07-07-2021 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურის თაობაზე“ (№07- 1/4; 17.06.2021) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 5 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურის თაობაზე“. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, კენჭისყრის შედეგად (მომხრე-9), რეკომენდაციას უწევს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურას არჩეულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge