ეკატერინე გალდავას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის საკითხი
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ეკატერინე გალდავას კანდიდატურა“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ეკატერინე გალდავას კანდიდატურა“ წარდგინება
- ეკატერინე გალდავას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევის საკითხი (ეს პროექტი) წარდგინება
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-9425/21
09-07-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე
წლის 9 ივლისს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4
პუნქტის შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე
პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
204-ე მუხლის მეორე პუნქტის ა.გ) ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს
პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილი
ეკატერინე გალდავას კანდიდატურა (№07-1/6;
23.06.2021).
კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის
მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად მიიჩნია ეკატერინე
გალდავას არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
ეკატერინე გალდავას საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრად არჩევის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ)” ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. არჩეულ იქნეს ეკატერინე გალდავა საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრად 7 წლის ვადით.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-9273/21
07-07-2021
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი
ეკატერინე გალდავას კანდიდატურის თაობაზე“
(№07-1/6; 23.06.2021)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2021 წლის 5 ივლისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის
წარდგინება „საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად
წარმოდგენილი ეკატერინე გალდავას კანდიდატურის თაობაზე“.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი, კენჭისყრის შედეგად (მომხრე-11), რეკომენდაციას უწევს საქართველოს
პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ეკატერინე გალდავას კანდიდატურას არჩეულ იქნეს
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge