2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.07.2021
ავტორი
„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-9501/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-12
ბიუროს ნომერი 76

📜 ტექსტი

წერილი
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია 2-9501/21 12-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 12 ივლისს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში. აგრეთვე, სხდომაზე კომისიის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66–ე მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნიეს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელება. დანართები: სულ 04 ფურცლად 1. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმი (01 ფურცლად); 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში (02 ფურცლად); 3. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ (01 ფურცლად). პატივისცემით კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
2020 $qrob 31 roJ$m0b6ob bo3oFtqpo036$m oF) .)cdrqro036gob p6rn3booro bc6c0mdo3bm 3rn0 dC0b$o3cp3qpo bcJc6or3CqtotJ bbqpo0ob mJ0o N 14 202L $qpob 12 o3qpobo, 11:00 j. orboqrobn, lroJo6ror3cqrmb Jc6reo036go, (b , 03-4 b,r6cnXqgro morobo 410 ) bbprn0ob Xdqr33bmpr: Ao3o 0oJo6odg bb'qgmOotr 3b[6r3bmpbgb 3ro0oboob $3363bo: 6o3o repper grpq9pdcX6o po g6oqgm6 o61oo cg(rob [3tr6o6o 1. 2027 $qpob 77 o36olropob L2 o3poboOp3 bo6o0rndo3brn 3mOoboob 0o36t 6,16brnFrgo3cTrCbUqro boJ0ocbmbob o66oFtodob dC&Udog3bo 2. bo6o0md,o3bro 3rn0oboobcrr3ob XBqp3brOotroqp3bot 36rcrro or3ocD 6o66d3qp3botr bo3oolbob 6o6boqp3o 3m6obootr bLrqm0otr 0o361 6loqr3 dXqpo 6,rpo[ gg3$opCbCbo: t. d30gdo33bpqp oJ6,r bo6o0mdo3bm 3mOoboob boJ o66oFtodo 0m0bFr3:: 3 (boOo) tiog6o 0ro$o6ooqtOpCAC : 0 $336o 0otobdS $m 6 o qgrcq 0o h 693 qf' oJ 6o bo6o0 rndo3bm o)3om Ai'OFrdCq)Cbo 0m0b63: 3 (boOo) li336r: 0m$o6or qr0C9CAC : 0 $q36'o 6o3o 0oJo6od3 p 6r ro3 b o or o bo 6o 0 rn d o 3 b m 3 m 0 o b o o lr orca 01qg ro 0 o 6t 3 Xgqp3bo0mtroq03botJ 3oqott 36rcno
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66–ე მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მიჩნეულ იქნეს დამაკმაყოფილებლად. 2. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №238-IVმს-Xმპ დადგენილებით შექმნილ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას 2021 წლის 17 ივლისიდან გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა 1 თვით. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
ანგარიში
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში 2021 წლის 17 თებერვალს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივის ( №073/24,03.02.2021) საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 თებერვლის 238-IVმს-Xმპ დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ განისაზღვრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საარჩევნო დარღვევები და მათი შესაძლო გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 3 თვე. 2021 წლის 13 მაისს შედგა კომისიის საორგანიზაციო შეხვედრა, რომელზეც მხარდაჭერილ იქნა კომისიის დებულება და კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გივი მიქანაძე, ხოლო მდივნად - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტებისგან“ - დავით ზილფიმიანი. იმის გათვალისწინებით, რომ 17 მაისს იწურებოდა კომისიის მანდატის ვადა, და კომისიამ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი შეუერთდა საპარლამენტო საქმიანობას, მნიშვნელოვნად მიიჩნია გახანგრძლივებულიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის უფლებამოსილების ვადა 1 (ერთი) თვით და მოუწოდა პარლამენტში შემოსულ ოპოზიციას აქტიურად ჩაერთოს მის საქმიანობაში. საგამოძიებო კომისიის მიერ აღნიშნული თვის განმავლობაში დამტკიცებულ იქნა სამოქმედო გეგმა, საქმიანობის მეთოდოლოგია, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე გამოვლინდა და გადაითვალა 20 საარჩევნო უბანი საარჩევნო დოკუმენტაცია. 2021 წლის 07 ივნისს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ზოგიერთი პირის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოწვევისა და ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის საქმიანობის უფლებამოსილების 1 (ერთი) თვის ვადით გახანგრძლივების შესახებ. საგამოძიებო კომისიამ 2021 წლის 08 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით 5 (ხუთი) სამუშაო სხდომა გამართა, საიდანაც 14, 17, 18 და 21 ივნისს გამართულ 4 (ოთხი) ხდომაზე მოიწვია და მიიღო ახსნაგანმარტებები 2021წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ვაკის №02.02.41, ნაძალადევის №07.09.66, გურჯაანის №09.12.03 და მარნეულის №13.22.89 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორი წევრებისგან, მდივნებისგან, თავმჯდომარეებისგან და შესაბამის საოლქო სააარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისგან. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ და „კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებისგან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასგან და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისგან (სულ 38 ადამიანი). 1 30 ივნისს გამართულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიამ შეაჯამა ზემოხსენებულ სხდომებზე დაბარებული პირების ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაციის ახსნა-განმარტებების მიღებისას გამოიკვეთა საუბნო საარჩევნო კომისიის კონკრეტული წევრების მხრიდან საარჩევნო კანონდებლობით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ფაქტები. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიამ გადაწყვიტა ვაკის №02.02.41, გურჯაანის №09.12.03 და მარნეულის №13.22.89 საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წევრების საარჩევნო ადმინისტრაციაში სამომავლოდ დასაქმების მიზანშეუწონლობის თაობაზე ცესკოსთვის მიემართა რეაგირების წერილით. 2021 წლის 21 ივნისს გამართულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიამ განიხილა, საქმიანობის დამატებითი მეთოდოლოგიის შედეგი. ეს მეთოდოლოგია ნაწილობრივ ეფუძნებოდა პირველად მეთოდოლოგიას, ყველაზე პრობლემური სარჩევნო უბნების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, განხორციელდა საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეული პირველადი მეთოდოლოგიით იდენტიფიცირებული ყველაზე პრობლემატური (დისბალანსიანი) 38 (ოცდათვრამეტი) საარჩევნო უბნის მონაცემების გამოკლება ცესკოს შემაჯამებელ მონაცემებზე და ამ უკანასკნელთან მიღებული შედეგების შედარება და არსებული განსხვავების გამოვლენა. დამუშავებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ მონაცემთა ცვლილება იმდენად მცირე იყო, რომ არსებით გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. იმის გათვალისწინებით, რომ 17 ივლისს იწურება კომისიის მანდატის ვადა და საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანია, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გამოკვლევა საგამოძიებო კომისიის საბოლოო დაკსვნის მომზადების მიზნით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 66-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის უფლებამოსილების 1 თვის ვადით გახანგრძლივება. 2