საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-9584/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-15
ბიუროს ნომერი 77

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-9584/21 12-07-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2021 წლის 12 ივლისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სხდომების ნახევარზე მეტზე არასაპატიო მიზეზით არ დასწრების გამო. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის 2021 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ ჩატარდა 31 მორიგი სხდომა. აქედან, საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიას მიერ, გაცდენილი იქნა 28 მორიგი სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დილის სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge რეგისტრაცია. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ერთ რეგისტრაციას მაინც. საქართველოს პარლამენტის წევრმა კობა ნაყოფიამ პლენარული სხდომის დღის განმავლობაში ჩატარებული არცერთი რეგისტრაცია არ გაიარა 28 (02.02.2021; 03.02.2021; 04.02.2021; 16.02.2021; 17.02.2021; 18.02.2021; 02.03.2021; 05.03.2021; 16.03.2021; 17.03.2021; 18.03.2021; 30.03.2021; 31.03.2021; 01.04.2021; 13.04.2021; 14.04.2021; 27.04.2021; 28.04.2021; 29.04.2021; 13.05.2021; 25.05.2021; 27.05.2021; 28.05.2021; 08.06.2021; 22.06.2021; 23.06.2021; 24.06.2021; 25.06.2021) მორიგი პლენარული სხდომის დღეს. შესაბამისად, მას აღნიშნული პლენარული სხდომები ეთვლება გაცდენილად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზის თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე. ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, პარლამენტის წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ფრაქციათა თავმჯდომარეები დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი მის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე თვითონ წერილობით აცნობებს მანდატურთუხუცესს. თუ აღნიშნული პირები განსაზღვრულ ვადაში არ მიაწვდიან მანდატურთუხუცესს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება. მიმდინარეობისას საქართველოს საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრის საგაზაფხულო კობა ნაყოფიას სესიის მიერ გაცდენილი მორიგი სხდომების 24 შემთხვევაში სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, ასევე არ ყოფილა წარდგენილი წერილობითი ინფორმაცია მანდატურთუხუცესისათვის, დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე, პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიას მიერ გაცდენილი მორიგი სხდომების 4 შემთხვევაში პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია სხდომებს ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება პლენარული სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. აღნიშნულის თაობაზე საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიას მიერ ზემოთ მითითებულ თარიღებში გაცდენილი მორიგი პლენარული სხდომების განმავლობაში წერილობითი განცხადება არ ყოფილა წარდგენილი, ასევე არ გაკეთებულა ბოიკოტთან დაკავშირებით ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არც ერთ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიას მიერ საგაზაფხულო სესიის 24 მორიგი სხდომა გაცდენილი იქნა არასაპატიო მიზეზით, ხოლო საგაზაფხულო სესიის 4 მორიგი სხდომა გაცდენილი იქნა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი იქნა საქართველოს პარლამენტის 2021 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის 31 მორიგი სხდომიდან 24 მორიგი სხდომა, რაც აღემატება მორიგი სესიის განმავლობაში გამართული მორიგი სხდომების ნახევარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წევრს კობა ნაყოფიას ვადამდე შეუწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება კობა ნაყოფიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. კობა ნაყოფიას ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა წევრის