საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა (№6823-რს, 14.07.2020) და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№6833-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-9626/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 41

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 2021 წლის 14 ივნისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (N6823-რს; 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმება; 2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (N90-IIს-Xმპ; 11.01.2021) გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალების შესრულების მდგომარეობის შემოწმება; მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თორნიკე ჭეიშვილი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში“ (07-2/42; 28.05.2021); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების მიმართულებების შესახებ (07-2/47; 31.05.2021); ძირითადი ძირითადი მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N41 2021 წლის 14 ივნისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (N6823-რს; 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმება; 2. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (N90-IIს-Xმპ; 11.01.2021) გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალების შესრულების მდგომარეობის შემოწმება; მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თორნიკე ჭეიშვილი; 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში“ (07-2/42; 28.05.2021); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (07-2/47; 31.05.2021); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე. 2021 წლის 14 ივნისის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ზაურ დარგალი, ანა ნაცვლიშვილი, ტარიელ ნაკაიძე. კომიტეტმა მოისმინა: კომიტეტმა მოისმინა ინფორმაციები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობაზე. მთავრობის მიმართ გაცემულ ვალდებულებებზე ინფორმაცია კომიტეტს, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ წარმოუდგინა. კომიტეტის სხდომაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ წარმოადგინა. ასევე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე ინფორმაცია, მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარმოადგინა. როგორც კომიტეტზე აღინიშნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გაარდამავალ დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე საკომიტეტო მოსმენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიმბოლურია, თუმცა კომიტეტს მიაჩნია, რომ შშმ პირებზე ზრუნვა კომიტეტის ყოველდღიური ვალდებულებაა და აუცილებელია წლიდან წლამდე სისტემატიურად მოხდეს ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შეფასება. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონოს დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში უკვე ხუთი საკომიტეტო მოსმენა ჩაატარა, სადაც თითოეული უწყების დავალების შესრულების მდგომარეობაზე იქნა ინფორმაციები წარმოდგენილი და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. აღნიშნულ საკითხზე, კომიტეტი დასკვნას კენჭს უყრის შემდგომ კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტმა მოისმინა: კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანიბის ფარგლებში, ასევე მოისმინა ინფორმაცია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის (N90-IIს Xმპ)) გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალების შესრულების მდგომარეობის შესახებ, რაზეც მოხსენებას კომიტეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარმოუდგინა. მომხსენებელმა კომიტეტს წარმოუდგინა დეტალური ინფორმაცია კანონის შესაბამისი გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალების შესრულების მდგომარეობის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა N682 ბრძანება „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და პროგრამის მიზანია, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების სასჯელის შემდგომი მოხდისაგან პირობით გათავისუფლების, აგრეთვე უვადო თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლისთვის, შემთხვევის მართვის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში (ინტერვენციებში), რომლებიც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაციარეინტეგრაციისთვის მზადებას. ასევე, წარმოადგინა ინფორმაცია პროგრამის ხანგრძლივობის, შინაარსისა და განხორციელების პროცედურების შესახებ. კომიტეტის მხრიდან აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის (N90-IIს Xმპ) გარდამავალი დებულებით დაკისრებული ვალდებულება სრულფასოვნად აქვს შესრულებული, თუმცა გამოითქვა მოსაზრებები პროგრამის ვადებთან დაკავშირებით, რაზეც კომიტეტმა გასცა რეკომენდაციები, და რომლებიც ასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (N90-IIს-Xმპ, 11.01.2021) გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალების შესრულება. კომიტეტმა განიხილა: მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და მოისმინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“, რაზეც მოხსენება კომიტეტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოუდგინა. კომიტეტმა, წარმოდგენილი ანგარიშის განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე იმ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვასა ან/და სამოქალაქო ინტეგრაციასთან, ასევე, სოციალური და ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსების გეგმის შესრულებაზე. ასევე, განსაკუთრებულად აღინიშნა, სამტრედიის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დეინსტიტუციონალიზაციის ხარჯების გამოყოფასთან და მის გეგმიურ შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე, ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილდა საქართველოს სამინისტროების ისეთ ძირითად მიმართულებებზე, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვასა ან/და სამოქალაქო ინტეგრაციასთან. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა, კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა და ცნობად მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა, კენჭისყრით, მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, ცნობად მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშია