საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: სამირა ბაირამოვას, ქიამნარ აფანდიევის, არიზ დაშდამიროვის, აიშან გიზბასოვას, საქინა რუსთამოვას, არზუ ბაირამოვას, ზაქირ აივაზოვის და ზაურ ხალილოვის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-2999/21; 12.03.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.07.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-9700/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-07-15
ბიუროს ნომერი 77

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-9700/21 13-07-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: სამირა ბაირამოვას, ქიამნარ აფანდიევის, არიზ დაშდამიროვის, აიშან გიზბასოვას, საქინა რუსთამოვას, არზუ ბაირამოვას, ზაქირ აივაზოვის და ზაურ ხალილოვის მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე „საქართველოს საკანონმდებლო შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2999/21; 12.03.2021) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 21 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: სამირა ბაირამოვას, ქიამნარ აფანდიევის, არიზ დაშდამიროვის, აიშან გიზბასოვას, საქინა რუსთამოვას, არზუ ბაირამოვას, ზაქირ აივაზოვის და ზაურ ხალილოვის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორები ითხოვენ საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველ პუნქტში ,,ე1“ ქვეპუნქტის დამატებას, რომელიც ითვალისწინებს 21 მარტის - ნოვრუზ ბაირამის, როგორც გაზაფხულის დღესასწაულის, უქმე დღედ გამოცხადებას. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების კულტურული ტრადიციებისა და ფასეულობების პატივისცემის ნიშნად, სახელმწიფოს მიერ დღესასწაულის საკანონმდებლო დონეზე აღიარება და სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის მისი გაზიარების შესაძლებლობის მიცემა, ხელს შეუწყობს კულტურული მრავალფეროვნების დაცვას, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების სოციალური კავშირების გაძლიერებას და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. არსებული რეგულაციების მიხედვით, საქართველოს შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი, უქმე დღეებად განსაზღვრავს საერო და რელიგიურ დღესასწაულებს. რელიგიური უქმე დღეები მხოლოდ მართლმადიდებლური საეკლესიო დღესასწაულებია1. სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების2 ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შრომის კოდექსი უქმე დღეებად აცხადებს ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულებს (აღდგომა, შობა, გიორგობა, მარიამობა და ა.შ.), კონკრეტულ უქმე დღეებს კი საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს. ამასთან, კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი აკეთებს დათქმას, რომლის მიხედვით, ,,დასაქმებულს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით“. აღსანიშნავია ასევე, რომ უქმე და დასვენების დღეები როგორც კერძო, ისე საჯარო სამსახურში დასაქმებულისთვის იდენტურია.3 შესაბამისად, ნებისმიერ სექტორში დასაქმებულ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს მხოლოდ ამ ზოგადი ხასიათის წესით სარგებლობა შეუძლიათ, რომლის მიხედვით, საკუთარი რელიგიური 1 საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 30.1. 2„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმება“, 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი, 22/10/2002 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/41626?publication= საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი – „მოხელის დასვენების დრო და უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით 3 „საქართველოს შრომის კოდექსით“. დღესასწაულების აღსანიშნავად დასვენების დღეების მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს.4 საქართველოს შრომის კოდექსი და ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას. შესაბამისად, თუ რელიგიური საჭიროებიდან გამომდინარე უქმე დღეების ცვლილებაზე შეთანხმება ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, ან კოდექსის 30 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერის შესაბამისად, განსაზღვრულია ხელშეკრულებით, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხდა, დავის არსებობისას, ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით გადაწყდება, უარი უქმე დღეების ცვლილებაზე იყო დისკრიმინაციული თუ ლეგიტიმური5. საკომიტეტო განხილვისას აღინიშნა, რომ არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიერ უქმე დღეების (რელიგიური დღესასწაულების) აღნიშვნის საკითხი, სამუშაო ფორმატში კომიტეტის მსჯელობის საგანი ჯერ კიდევ საკანონმდებლო წინადადების შემოტანამდე გახდა. კომიტეტმა შეისწავლა ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო სტანდარტები იმ მიზნით, რომ მათ საფუძველზე შესაძლოა გამოიკვეთოს საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება. ამ ეტაპზე პროცესი მიმდინარეა. რაც შეეხება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, კომიტეტი თვლის, რომ წინადადებით შემოთავაზებული კანონის პროექტის იდეა იმსახურებს ინტერესს. ამავე დროს, გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების პირობებში, წარმოდგენილი სახით საკანონმდებლო ცვლილების გაზიარება, კერძოდ მხოლოდ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის უქმე დღედ 4 საქართველოს შრომის კოდექსის 30.3 მუხლის თანახმად,ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა უქმე დღეებიც. 5ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზების დროს რელიგიური საჭიროების გათვალისწინების მიზნით, .თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „მეშვიდე დღის ქრისტიანადვენტისტთა ტრანსკავკასიური უნიონის“ წარმომადგენელი აბიტურიენტების მოთხოვნა საგამოცდო თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს დანიშნული თარიღის (რომელიც შაბათ დღეს ემთხვეოდა, მათი რელიგია კი კრძალავდა შაბათ დღეს სხვადასხვა სეკულარულ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობას) შეცვლა დაავალა, რაც აღსრულდა ცენტრის მიერ. გამოცხადება, შესაძლოა შეიცავდეს სხვა უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფრთხეს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილია არა მოსამზადებელი კანპონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადების, არამედ დასრულებული კანონპროექტის სახით, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კომიტეტს არ აძლევს ამ კანონპროექტის გადამუშავებისა და საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას და საკანონმდებლო წინადადების მისაღებად ცნობის შემთხვევაში, კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ უნდა იქნეს უცვლელად. ვინაიდან, საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული კანონპროექტის დებულება ფორმულირების ცვლილების გარეშე გაზიარებული ვერ იქნება, კომიტეტი აღნიშნულ წინადადებას მისაღებად ვერ ცნობს. ამასთან, საკანონმდებლო კომიტეტმა მიზანშეწონილად წინადადებაში წამოჭრილი მიიჩნია საკითხის მუშაობის გაგრძელება გადასაწყვეტად იმგვარი მექანიზმის მოძიების მიზნით, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპებთან. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა წარმოდგენილი სახით უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: სამირა ბაირამოვას, ქიამნარ აფანდიევის, არიზ დაშდამიროვის, აიშან გიზბასოვას, საქინა რუსთამოვას, არზუ ბაირამოვას, ზაქირ აივაზოვის და ზაურ ხალილოვის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე